x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სასტუმროს ყველაზე უცნაური და სასაცილო მობინადრენი(ადმინისტრაციის მონაყოლი)
image"მოხარული ვიქნებით თუ ისევ გვესტუმრებით" ღიმილით აცილებს სასტუმროს ადმინისტრატორი მობინადრეს, გულში კი ფიქრობს:"იმედი მაქვს, რომ ეს არასოდეს მოხდება".

სოციალურ საიტ Reddit-ზე მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის სასტუმროების თანამშრომლებმა ყველაზე უცნაური, აუტანელი და სასაცილო სტუმრების შესახებ გვიამბეს.



ადამიანი-ღვეზელი-"ერთი ახალგაზრდა გაჩერდა ჩვენთან, რომელსაც კაცი-ღვეზელი ვუწოდეთ.ნომრის ფული წინასწარ გადაიხადა, აგრეთვე გირაოდ დატოვა 100$.


მის ოთახში როცა შევიდა დამლაგებელი აბაზანაში ნახა ტორტი და ღვეზელები.



ღვეზელები ეყარა ყველგან: ტუმბოზე, თეთრეულზე, სავარძელზე და ა.შ. გირაოს ასაღებად აღარ დაბრუნებულა, ის მაშინვე შავ სიაში შევიყვანეთ, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე სცადა ჩვენს სასტუმროში დასახლება სხვა სახელით და გვარით."



სექს თოჯინები-"ერთხელ ჩემს ცვლაში, მომიახლოვდა ახალგაზრდა და მითხრა, შეიძლება უფრო ფართო ოთახი მომცეთ?როგორც გაირკვა მას 11 გასაბერი სექს-თოჯინა ჰქონდა და დიდი ოთახი მისთვის სჭირდებოდა."



პორნოგრაფიის მოყვარული გაიპარა-"ოთახი ახალგაზრდა ყმაწვილმა იქირავა, მას მხოლოდ ვიდეომაგნიტოფონი და მუყაოს მოზრდლი ყუთი ჰქონდა.სულ მალე მეზობელი ნომრებიდან შემოვიდა საჩივარი, რომ ესმოდათ სექსუალური ხასიათის ხმები ერთ-ერთი ნომრიდან.


როცა ადმინისტრატორი ნომერში შევიდა ნახა ხმამაღლა ჩართული ტელევიზორი, სადაც პორნოფილმი გადიოდა, იქვე ეყარა ვიდოეკასეტები და სხვადასხვა სექს-სათამაშოები, თვითონ ახალგაზრდა არსად ჩანდა და აღარც დაბრუნებულა."



წყალი ტუალეტიდან-"ერთხელ ქალმა დამირეკა ნომრიდან და მკითხა, რატომაა რომ უნიტაზი ბუყბუყებს და ბუშტუკებს უშვებს? მე მინდოდა ამეხსნა, რომ დაეჭირა ხელი უნიტაზის სახელურისთვის, მაგრამ თქვა ვეღარ მოვასწარი, მითხრა, რომ ჩამოიტანდა ტუალეტის წყალს და აჩვენებდა, მართლაც გაიღო ლიფრის კარი და ვხედავ ჭიქით ხელში მომიახლოვდა:"უი გაქრა ბუშტუკები, არა და ერთი წუთის წინ იყო".ლამისაა კედელს თავი ვურტყი."



სიკვდილი ვახშმის შემდეგ-"ერთხელ ჩვენს ოტელში ნამდვილი დრამატული ისტორია დატრიალდა.საღამოს მოხუცმა ცოლ-ქმარმა ძვირფასი ვახშამი შეუკვეთეს, გაერთნენ და შემდეგ კი ნომერში ავიდნენ.

დილით მათ ნომერთან აღმოვაჩინეთ აბრა:"არ შემოხვიდეთ და დაურეკეთ პოლიციას".როგორც გაირკვა ერთ-ერთი მეუღლე უკურნებელი სენით იყო დაავადებული და მეუღლეებმა გადაწვიტეს ერთად წასულიყვნენ ამ ქვეყნიდან.მათ ციანიდი დალიეს.



შვიდი შიშველი მამაკაცი-"ნომერში საუზმე შევუტანე ქალს, რომელიც საწოლში იწვა, უცებ შევცბი, როდესაც გავიხედე და საწოლის გასწვრივ დავინახე პერიმეტრზე 7 ნახვერადშიშველი მამაკაცი იყო ჩამწკრივებული."



სისხლი და გაქცევა-"ერთხელ ნომერში დასახლდა ოჯახი ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, ორი დღის გადაიხადეს, როდესაც ორი დღე გავიდა და დამატებითი გადასახადი აღარ შემოიტანეს, მოვთხოვეთ ნომერი დაეტოვებინათ, თუმცა მათ უარი გვითხრეს, ამის შემდეგ პოლიციას გამოვუძახეთ, მაგრამ სანამ პოლიცია მოვიდა ისინი გაიპარნენ, ცარიელ ნომერში უცნაური სურათი დაგვხვდა.ოთახი მთლიანად ბავშვების დასისხლიანებული ტანსაცმლით იყო სავსე.იმედი მაქვს ის ბავშვები ცოცხლები არიან."


ხანშიშესული ქალი კიბორჩხალებით-"ერთხელ მენეჯერმა ოთახის დასალაგებლად გამიშვა, სადაც სულ ცოტა ხნის წინ სტუმარმა დატოვა ნომერი, დავიწყე დალაგება და შემდეგ აბაზანის კარი შევაღე..იქ დავინახე აბაზანაში ჩაწოლილი ხანშიშესული ქალი, რომელსაც ძუძუებზე ჰომარები ელაგა, შეშფოთებული გამოვედი და ვაცალე ქალს დაესრულებინა თავის უცნაური რიტუალი."









0
139
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0