x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რა იცით ნიკორწმინდის ტაძარზე?
ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრობის შედევრია. აგებულია 1010-1014 წლებში. ძეგლი არსებობის პერიოდში დიდად არ შეცვლილა. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათს პირვანდელი სახე შენარჩუნებული აქვს.

XVI საუკუნეში იმერეთის მეფის ბაგრატ მესამეს ხელშეწყობით ნიკორწმინდის მონასტერი განაახლეს. ამ ფაქტს 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისთვის ბოძებული სიგელი ადასტურებს.imageნიკორწმინდის შესახებ არაერთი მოგზაური თუ ისტორიკოსი წერდა . XVII საუკუნეში ტაძარი რუს ელჩებს დაუთვალიერებია .

2007 წელის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

2012 წელს ჩატარდა რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ფრესკები.


2016 წლის 7 აგვისტოს აღინიშნა ნიკორწმინდის ტაძრის ათასი წლის იუბილე, წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა ილია II აღავლინა .

ნიკორწმინდა რაჭის კიდევ ერთი ულამაზესი და განსაკუთრებული ადგილია, თუნდაც ერთხელ ნახო ის, საკმარისია, რომ მისმა სილამაზემ დაგატყვევოს. ბუნების სილამზე, რომელიც თავბრუს დაგახვევს, ეს არის ნამდვილი საოცრება.image

0
207
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლუხუტაშვილი
ნინო ლუხუტაშვილი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0