x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მას შეუძლია ჩაგხედოთ თვალებში და ყველაფერი გაიგოს თქვენს შესახებ! - ქართველი მენტალისტი და ფსიქოილუზიონისტი ავთანდილ გოგეშვილი

image


ავთანდილ გოგეშვილი ახალგაზრდა ქართველი მენტალისტი და ფსიქოილუზიონისტია, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო გატაცებული ამ საქმიანობით და ხალხის აზრს თუ დავუჯერებთ, დღეს ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდის.
ხშირად მართავს ცოცხალ სანახაობებს, რომელზეც თქვენც შეგიძლიათ დასწრება, სიამოვნების მიღება და ჩემ მიერ მოყოლილის გადამოწმება.
ზოგის აზრით, ეს ყველაფერი ზედმეტად მისტიურია, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებთ, რომ ეს მხოლოდ ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების ცოდნა, მსახიობის ოსტატობა და სხარტი გონებაა.

ეს ექსპერიმენტები აერთიანებს: ფსიქოლოგიას, საილუზიო ხელოვნებას და სოციალური ინჟინერიის სხვადასხვა ტექნიკას.


მანამდე კი ცნობისთვის, რა არის ფსიქოილუზია?

ფსიქოილუზია უნიკალური საშემსრულებო ხელოვნების ჟანრია. იგი აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ ტექნიკებს და საილუზიო ხელოვნებას, სადაც მაყურებელი თავად მონაწილეობს მრავალფეროვან ექსპერიმენტებში.
ხშირად ნანახს ზებუნებრივ ძალებთანაც აიგივებენ, რეალურად კი ეს არის წარმოდგენა სადაც ხდება მაღალგანვითარებული მენტალური და ინტუიციური შესაძლებლობების დემონსტრირება.
ფსიქოილუზიონისტი ხშირად ერევათ ექსტრასენსში, მედიუმში ან ნათელმხილველში, რადგან მის წარმოდგენაში თქვენ შეიძლება იხილოთ ისეთი ფენომენები როგორიცაა ტელეპატია, ნათელხილვა, მკითხაობის ელემენტები, ჰიპნოზი, ტელეკინეზი და სხვა. რეალურად კი ის იყენებს ფსიქოლოგიურ მანიპულაციებს და საილუზიო ხელოვნებას, რომელიც აერთიანებს ჰიპნოზურ ელემენტებს, სხეულის ენისა და მიკროექსპრესიების ცოდნას, შთაგონებას, ყურადღების გადატანას, მნემონიკას, ჰელსტრომიზმს და ცივი კითხვის მეთოდებს.
ფსიქოილუზიონისტის მთავარი მიზანია გააოცოს აუდიტორია, ჩააფიქროს ისინი, ეს ძალიან ჰგავს გამოცანას, რომელიც სცენაზე სრულდება, და მისი დამთავრების შემდეგაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს იმაზე ფიქრი, თუ „როგორ გააკეთა ეს!“




შეგიძლიათ ეწვიოთ ავთანდილ გოგეშვილის ოფიციალურ გვერდს



0
100
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0