x
image
ნათია ჯიქურაშვილი
,, სიყვარული თუ არ მაქვს არაფერი ვარ'' - პავლე მოციქული სიყვარულის შესახებ

image
კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არ მაქვს, მხოლოდ მოჟღრიალე რვალი ვარ.

სხვა ყველაფერი რომ მქონდეს, ყველა საიდუმლოს რომ ვფლობდე და მქონდეს რწმენა ისეთი, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს, არაფერი ვარ.

მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დავძლიო ყველა ჩემი ხორციელი სურვილი, სიყვარული თუ არ მექნება, სარგებელი არაფერს აქვს.

სიყვარული მომთმენი და კეთილია, მას არ შურს და არც ქედმაღლობა და კვეხნა იზიდავს.

სიყვარული სამართლიანია და მხოლოდ გულწრფელობასთან ერთად ჰპოვებს ბედნიერებას.

სიყვარული უხეში არაა და არც ეგოიზმთან ესაქმება რამე. ის არ მრისხანებს და არც ბოროტს იზრახავს.

ის ყველაფერს ძლევს, იმედს არ კარგავს და არასოდეს ქრება.

სიყვარული არასოდეს გაქრება, თუმცა წინასწარმეტყველებანი ჩაივლიან, ენები დადუმდებიან და ცოდნა თავის სარგებელს დაკარგავს.

სიყვარული სრულყოფილებაა და სადაც სრულყოფილებაა, იქ არასრულფასოვნება ქრება.

როდესაც ყრმა ვიყავი, ვსაუბრობდი, ვსჯელობდი და ვფიქრობდი, როგორც ბავშვი, მაგრამ როცა ხანში შევედი ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს და ახლა მხოლოდ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დამრჩა: რწმენა, იმედი და სიყვარული და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია.

0
68
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0