x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ გადადის ეროვნება ებრაელებში დედის მხრიდან?
ებრაელები უნიკალური ხალხია და იმას, თუ რატომ განისაზღვრება მათი ეროვნება დედის და არა ისე, როგორც ეს მსოფლიოს ყველა დანარჩენ ხალხშია მიღებული-მამის მიხედვით, აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ გადადის ებრაელებში ეროვნება დედის მხრიდან. ძნელი სათქმელია, თუ რომელია უფრო მეტად მიახლოებული რეალობასთან. ჩვენ განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ ორ ვერსიას.


image


როგორც ირკვევა, ამ საკითხს აქვს ორი ახსნა, ერთი წმინდა რელიგიური, რომელიც თორაზეა დაფუძნებული და მეორე- მისივე მსგავსი, ოღონდ რელიგიურ ფესვებს მოკლებული.


პირველი ვერსია



image

თორა პირდაპირ კრძალავს შერეულ ქორწინებას, ანუ არაებრაელი ქალის ცოლად მოყვანას. ახსნა ასეთია - არაებრაელი ქალი ჭეშმარიტი ებრაული ფასეულობების მატარებელ ბავშვს ვერ გაზრდის. აქედან ვერსია, რომ თუ დედა არ არის ებრაელი, შვილიც ვერ იქნება, რადგან მისი პიროვნებად ჩამოყალიბება წლების მანძილზე დედის მეთვალყურეობით ხდება. იმისათვის, რომ იუდაიზმი სუფთა სახით შეენარჩუნებინათ, აკრძალული იყო ებრაელად ეცნოთ დედით სხვა აღმსარებლობის ადამიანი. უფრო მეტიც, უცხო ტომელთან ქორწინება საუკუნეების მანძილზე ღმერთის წინაშე დანაშაულად ითვლებოდა. გამოსავალი იყო ერთი — უცხო ტომის ქალს უნდა აეღო რელიგიური პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც თავადაც და მისი შთამომავლობაც ებრაელებად ითვლებოდნენ.



ალტერნატიული ვერსია


image

მთავარი ის კი არ იყო, თუ რას მოითხოვდა თორა, არამედ ძველი ებრაელი მამაკაცების უნდობლობა უცხოტომელი ქალების მიმართ. ანუ, ასპროცენტიანი გარანტია, რომ ბავშვის მამაა, არ აქვს არც ერთ მამაკაცს (აქ ითვლება ქორწინებაში დაბადებული ბავშვებიც), ყოველთვის არსებობს მიზერული შანსი იმისა, რომ ცდებოდეთ. აბსოლუტური სიზუსტით შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის დედის დასახელება. სწორედ ამიტომაც მხოლოდ ებრაელი დედის გაჩენილი შვილი ითვლება ებრაელად. ამიტომაც განისაზღვრებოდა ებრაელებში ბავშვის ეროვნება დედის ხაზით.


5
1823
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1823
  
2018, 5 ივლისი, 20:02
კარგია, რომ ახალგაზრდებს გაინტერესებთ ეგეთი ისტორიები. მე მქონდა ამას წინათ სტატია ინდიელების ციმბირული წარმოშობის შესახებ. სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, როცა უცხოურ საიტზე ვნახე ეგ კვლევის შედეგი. იმედია, მეცნიერება ოდესმე ამოხსნის ყველა საიდუმლოს, რის გაგებაც ასე ძალიან გვინდა.
2018, 5 ივლისი, 15:02
მე დიდი ხანია დაინტერესებული ვარ უძველესი კულტურებით, ცივილიზაციებით და ყველა დღევანდელი ხალხის წარმოშობით. ამერიკელი ინდიელები 40 ათასი წლის წინ წარმოიშვნენ იმ ხალხისგან, რომლებიც ციმბირიდან გადავიდნენ ამერიკაში სწორედ მაგ პერიოდში. მონღოლოიდების განაყოფი არიან. ვიცი საიდან წარმოიშვნენ აფრიკელი აბორიგენებიც, ავსტრალიელებიც, კავკასოიდებიდან ვიცი საიდან, როდის და როგორ წარმოიშვნენ არიელები, იბერები, თურქული ხალხები (არიელების და მონღოლოიდების შეჯვარებით) და ე.წ. ქამიტები, მაგრამ როგორ წარმოიშვნენ სემიტები, კერძოდ არაბები და ებრაელები, აი ეგ ვერ დავამუღამე ჯერ. აქადები საიდან მივიდნენ ძვ.წ. 30-ე საუკუნეში შუმერში ანუ მესოპოტამიის დაბლობზე აი ეგაა საკითხავი... ჯერჯერობით მეცნიერებამ არ იცის ამაზე პასუხი.
2018, 5 ივლისი, 0:08
ისე დიდი უცნაური და იდუმალი ხალხია ებრაელები..
2018, 4 ივლისი, 22:13
კიდევ კარგი რომ დღეს არსებობს მამობის ტესტი და აბსოლუტური სიზუსტითაა შესაძლებელი ამის განსაზღვრა. კი ალტერნატიულ ვერსიას ვეთანხმები ამ ორს შორის მეც.
2017, 31 აგვისტო, 19:43
ასევე გერმანელებშია დამკვიდრებული,თუ დედა ყავს გერმანელი,ისიც გერმანელია,როდესაც 91-ში შევქმენი გერმანელთა საზოგადოება"აინუნგი" გავოცდი როდესაც ამ საზოგადოების მმართველად დანიშნეს ქართული გვარის წარმომადგენელი,შემდეგ ამიხსნენ რომ რადგან მას ყავდა დედა დგერმანელი,ისიც გერმანელია,არადა პასპორტში ეწერა ეროვნება ქართველი.
0 1 5