x
ულამაზესი ეკლესია რაჭაში ბარაკონი ღვთიშობლის სახელობის ტაძარი
ბარაკონის ტაძარი ქართული საეკლესიო არქიტექტურის ერთ-ერთი დიდი ძეგლია, რომელიც საქართველოს ულამაზეს კუთხეში, რაჭაში მდებარეობს.


ქართული ხუროთმოძღვრების ამ შესანიშნავი ნიმუშის შესახებ დეკანოზი დავით გეგეშიძე გვიამბობს:


“ტაძარი, როგორც შემოსასვლელში აბრა გვამცნობს, აშენებულია 1753 წელს როსტომ რაჭის ერისთავის მიერ, ხუროთმოძღვარი ავთანდილ შულავერი გახლავთ. ეს არის ჯვარ-გუმბათოვანი, ფასადოვანი ეკლესია, რომელიც შიდა ინტერიერითა და ზედა სარკმლებით პატარა სვეტიცხოველს წააგავს. აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ ტაძარი მდებარეობს მდინარე რიონისა და ლუხუნის შესართავთან, როგორც სვეტიცხოველი – ორ მდინარეს შორის, ამიტომაც ეძახიან ბარაკონის ეკლესიას პატარა სვეტიცხოველს. ამას, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს.


image


ამ ულამაზეს ძეგლს განცვიფრებაში მოჰყავდა დამთვალიერებლები და სტუმრები თავისი სიდიადითა და მშვენიერებით. არავინ ელოდა, რომ ასეთ მთებში სამთავისისა და მცხეთის ტაძრის ბადალს ნახავდა. ბარაკონის ჩრდილო-აღმოსავლეთით თამარ მეფის მიერ აშენებული ეკლესია მდებარეობდა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ნანგრევებად არის ქცეული.


მე-12 საუკუნეში რაჭას განაგებდა თამარ მეფის აღმზრდელი, სახელგანთქმული კახაბერ ერისთავი. ხალხში დღესაც ცოცხლობს თქმულება, თუ როგორ იზრდებოდა თამარ მეფე იმ ადგილებში, სადაც ტაძარია აგებული და შემდგომ როგორ ეწვეოდა ხოლმე თავის მამობილს, იხსენებდა ბავშვობის წლებს, შემოივლიდა საყვარელ მიდამოებს და განიკითხავდა ქვრივ ობლებს.


ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იყო საერისთაო კარის ეკლესია, სადაც, აღსანიშნავია, რომ ორასი წლის წინ სასულიერო წიგნები იბეჭდებოდაimage
.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლუხუტაშვილი
ნინო ლუხუტაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0