x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71058
  • ვიდეო:324114
  • სურათი:426056
მდიდარმა რუსებმა ოფშორებში ტრილიონ დოლარზე მეტი გაიტანეს

რუსი მოქალაქეების ოფშორული კაპიტალი სამჯერ აღემატება ქვეყნის სავალუტო რეზერვების დონეს. თანხა რუსეთის ეროვნული შემოსავლის 75% –ს უტოლდება, სავალუტო რეზერვი კი მთლიანი ეროვნული შემოსავლის 25%–ია. ამის შესახებ მოგვითხრობს ამერიკის ეკონომიური კვლევების ეროვნული ბიურო.

რუსეთის სავალუტო რეზერვი დაახლოებით 350 მილიარდი დოლარია.(ცენტრალური ბანკის 1 აგვიტოს მონაცემებით). ბიუროს შეფასების თანახმად ოფშორებში ტრილიონ დოლარზე მეტია, ანუ 60 ტრილიონ რუსულ რუბლზე მეტი.


image


ამასთან, ოფშორული კაპიტალის მოცულობა ქვეყნის ფინანსური აქტივების ღირებულებას უტოლდება. «ანუ მდიდარი რუსების ქონება, რომელიც ინახება დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, კიპროსისა და სხვა ოფშორულ ცენტრებში – უტოლდება რუსეთის მთელი მოახლეობის ქვეყნის შიგნით შენახულ ქონებას», — აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები.

ამჟამად რუსეთში მოქალაქეთა 1 პროცენტი ღებულობს ქვეყნის მთელი შემოსავლის 20–25 პროცენტს.




0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0