x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფრიდა კალო-კომუნისტი,ბისექსუალი,ტეკილას მოყვარული და უბრალოდ გენიალური მხატვარი ტრაგიკული ბედით
ქალი, რომელსაც აღფრთოვანებში მოჰყავდა თითქმის ყველა მამაკაცი; ქალი, რომლის ტრაგიკულმა ცხოვრებამ რეალისტური ასახვა ჰპოვა მის ნახატებში; ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ერთ მამაკაცს აღმერთებდა, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა მრავლად ჰყოლოდა საყვარლები (მათ შორის ქალებიც); ქალი, რომლის ნახატებიც დღეს მილიონობით დოლარადაა შეფასებული და რუდუნებით ინახება კერძო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში; ქალი, რომლის არსებაშიც არამიწიერი ტალანტის გაღვიძებას ხელი შეუწყო საშინელმა ტრაგედიამ...

დიახ, დღეს საუბარი გვექნება მექსიკელ მხატვარ ქალზე, რომლის სახელია ფრიდა კალო - ყველაზე უცნაურ, არაორდინალურ, ტრაგიკულ პიროვნებაზე ხელოვნების ისტორიაში.


image



18 წლის იყო ფრიდა კალო, როდესაც საშინელი ავარიის მსხვერპლი გახდა: ავტობუსი, რომელშიც გოგონა იჯდა, ტრამვაის დაეჯახა. ავარიის შედეგები ფრიდასათვის საშინელი იყო: მხრის და ქუსლის ამოვარდნილობა, მარჯვენა ფეხის მოტეხილობა 11 ადგილას, თეძოს სამმაგი მოტეხილობა, ხერხემლის მოტეხილობა სამ ადგილას, ლავიწის და ნეკნების მოტეხილობა, ლითონის ბასრი ნაჭრით გახეული მუცელი და საშვილოსნო...ამგვარი ავარიის შემდეგ ასიდან ერთი ადამიანი თუ შეძლებდა რაღაც სასწაულით გადარჩენას და ეს ბედნიერი გამონაკლისი ფრიდა კალო აღმოჩნდა.


image


პაციენტმა 32 ოპერაცია გადაიტანა და მთელი წელი გაატარა ორთოპედიულ კორსეტში. ამის შემდეგ კი ინვალიდის ეტლი და თაბაშირი კარგა ხანს გახდა მისი ცხოვრების მეგზური. პირველად სწორედ ამ პერიოდში მოთხოვა ფრიდამ მამას ფუნჯი და საღებავები. მისივე თხოვნით ლოგინზე მიამაგრეს სპეციალური ჩარჩო და ასე, ზურგზე დაწოლილმა დაიწყო გოგონამ ხატვის სწავლა.


image


მომავალი დიდი მხატვარი ფრიდა კალო ჯოჯოხეთურ ფიზიკურ ტკივილებს და ღრმა სულიერ ტანჯვას განიცდიდა. ეს შეგრძნებები ასევე ძლიერად ტრანსფორმირდა მის არცთუ ჯანსაღ, მაგრამ გენიალურ ნახატებში.


image


ფრიდას არანორმალურად ძლიერი სიცოცხლის წყურვილი ჰქონდა. მან მოხატა ფეხზე დადებული თაბაშირი და ვალსის ცეკვასაც კი ცდილობდა ინვალიდის ეტლში მჯდომარე.

" -მე დავცინი სიკვდილს, რათა მან არ წამართვას ყველაფერი კარგი, რაც გამაჩნია", -იმეორებდა ეს არაორდინარული პიროვნება.


image


მხატვარი ფრიდა კალო მექსიკის კულტურული სიმბოლო გახდა. 1944-1954 წლებში, შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში, ქალი აწარმოებდა დღიურს, რომელსაც ხელოვანის სიკვდილის შემდეგ 40 წლის მანძილზე დახურულ არქივში მალავდა მექსიკის მთავრობა. ბოლოს, როცა ჩანაწერებმა დღის შუქი იხილა, ის მყისვე გახდა მსოფლიო ბესტსელერი.


დღიურის 170 გვერდი მოიცავს მოგონებებს მხატვრის ბავშვობის შესახებ, აკვარელით გაკეთებულ ჩანახატებსა და გულახდილ ჩანაწერებს ქმრის მიმართ მტანჯველი სიყვარულის შესახებ.

"-ჩემს ცხოვრებაში ორი ავარია იყო: ერთი-როცა ავტობუსი ტრამვაის დაეჯახა და მეორე-დიეგო".


image


ქმართან, ცნობილ მხატვარ დიეგო რივერასთან ფრიდა არამარტო ხელოვნებამ დააახლოა, არამედ-პოლიტიკურმა იდეამაც-ორივე მათგანი კომუნისტური პარტიის მხურვალე მომხრეები იყვნენ.


დიეგო მთელი 20 წლით იყო უფროსი ქალზე: მსუქან, შეუხედავ, უკულტურო მამაკაცს ქალები ბუზებივით ესეოდნენ და აღმერთებდნენ, თუმცა ფრიდაც არ გამოიყურებოდა უკეთესად: ეს იყო კოჭლი ქალი ერთმანეთთან გადაბმული წარბებით. პირველივე შეხვედრის შემდეგ კალომ დაიფიცა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, რივერას ცოლი გამხდარიყო და მართლაც, ქალმა დაიპყრო მამაკაცი არა სილამაზით, არამედ თავისი გიჟური ენერგეტიკით.


image


" დიეგო-დასაწყისია, დიეგო-ჩემი პატარაა, დიეგო-ჩემი მეგობარია, დიეგო-მხატვარია, დიეგო-მამაჩემია, დიეგო-ჩემი საყვარელია, დიეგო-ჩემი ქმარია, დიეგო-დედაჩემია, დიეგო-თავად მე ვარ, დიეგო-ეს ყველაფერია'', - წერდა ფრიდა თავის დღიურში.


image


შვილები წყვილს არ ჰყავდა. ეს გადატანილი მძიმე ავარიის შედეგიც იყო და დიეგოს გაუთავებელი ღალატის შედეგად გამოწვეული ხშირი დეპრესიებისაც, რასაც სამი მკვდრადშობილი ბავშვი მოჰყვა.

"მე მინდოდა დამეხრჩო ჩემი სევდა, მაგრამ ეს ნაძირალა ცურვას სწავლობდა და კვლავ და კვლავ ბრუნდებოდა ჩემთან", - წერდა ფრიდა თავის დღიურში.


image


რივერა კარგად აცნობირებედა, რომ მართალი არ იყო, თუმცა მას არაფრის შეცვლა არ სურდა. ის თავის თავს ხატავდა გომბეშოს სახით, რომელსაც ხელში ვიღაცის სისხლიანი გული ეჭირა.


ფრიდას მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როცა დიეგო რივერამ მისი უმცროსი და შეაცდინა. მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ მათი ქორწინება ისევ განახლდა: ქალს უბრალოდ არ შეეძლო დიეგოს გარეშე ცხოვრება.


image


სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ სამაგალითო ცოლი არც ფრიდა კალო ყოფილა. მისი ექსტრავაგანტული ხასითი თავისას შვრებოდა და არანაირ ტკივილს არ შეეძლო დაეთრგუნა ქალის მებრძოლი, ამბოხებული სული. ის ბილწსიტყვაობდა, ბევრს ეწეოდა, ბოროტად იყენებდა ტეკილას, ყვებოდა უხამს ხუმრობებს, აწყობდა ხმაურიან საღამოებს და არ მალავდა თავის ბისექსუალურ კავშირებს.


image


საინტერესო ფაქტი: საყოველთაოდ იყო ცნობილი ფრიდა კალოს კავშირი ცნობილ რევოლუციონერ ტროცკთან. გარკვეული დროის განმავლობაში საბჭოთა სახალხო კომისარი სტუმრად იყო მექსიკაში და ცხოვრობდა კომუნისტი მხატვრების ოჯახში. ის თავად რივერამ მიიწვია: მამაკაცებს მარქსისტული იდეები აერთიანებდათ.


image


როცა ყველამ შენიშნა ტროცკის გადაჭარბებული ყურადღება ფრიდას მიმართ, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა მეხიკო, რათა თავიდან აეცილებინა ეჭვებით გაგიჟებული დიეგოს შურისძიება. "-შენ მე დამიბრუნე ახალგაზრდობა და წამართვი გონება. შენთან თავს 17 წლის ჭაბუკად ვგრძნობ", - ამ სიტყვებით გამოუტყდა გაქცეული მარქსისტი სიყვარულში მექსიკელ მხატვარ ქალს.


image


ავადმყოფობა, რომელიც ავარიის შემდეგ მუდამ თან სდევდა ფრიდას, სულ უფრო და უფრო პროგრესირდებოდა და ტკივილების გასაყუჩებლად სპირტიანი სასმელები და ნარკოტიკიც აღარ კმაროდა, რომელსაც ქალი სიცოცხლის ბოლო წლებში მიეძალა. 1953 წელს გაიმართა მხატვარი ქალის პირველი პერსონალური გამოფენა. მასზე ფრიდა ინვალიდის ეტლით მივიდა, მორცხვად ისწორებდა რა თმაში ჩაბნეულ წითელ ყვავილს.

სიკვდილამდე რვა დღით ადრე ფრიდამ დახატა საოცრად სიცოცხლისმოყვარული სურათი, რომელსაც Viva la vida -

"გაუმარჯოს სიცოცხლეს" უწოდა. სისხლივით წითელი საზამთროებს ის უკვე მწოლარე, ფეხმოჭრილი ხატავდა.


image


ფრიდა კალოს დღიურში ბოლო ჩანაწერი ასე ჟღერს:"- ვიმედოვნებ, რომ წარმატებულად წავალ და აღარასოდეს დავბრუნდები"...


თუმცა ფრიდას დღიურში უკეთესი გამონათქვამებიც არსებობს, ერთი მათგანი კი ალბათ ყველასთვის ლოზუნგად უნდა იქცეს:

„იმედის ხეო, მედგრად იდექ!"







12
2227
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2227
  
2019, 5 სექტემბერი, 20:34
ძალიან ვწუხვარ,რომ ახლა ვნახე ეს სტატია. მადლობ ამ შესანიშნავი და უნიკალური ინფორმაციისთვის , ახლა უფრო მეტად ვაფასებ ფრიდას და მის მოღვაწეობას. საოცარი ქალი იყო და ყოველთვის იქნება!
2019, 19 თებერვალი, 8:54
მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით და წაიკითხეთ სტატია
2019, 19 თებერვალი, 3:53
ძალიან კარგი ინფორმაცია იყო ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხე მით უმეტეს ფილმში ბევრი საინტერესო ფაქტი ფრიდას შესახებ გამოტოვებული იყო, რომელიც ფილმს გაალამაზებდა და აქ წავიკითხე. მადლობა სტატიის ავტორს
2018, 17 იანვარი, 22:54
გაიხარე, მაიკო..მიყვარს ასეთი ისტორიები
2018, 17 იანვარი, 13:35
სულმოუთქმელად წავიკითხე, ძალიან კარგია!
2017, 22 ოქტომბერი, 12:05
ფრიდა - ქალი რომელსაც მისი აზრის დაფიქსირება და ხმამაღლა თქმა არ ეშინოდა, არ აინტერესებდა არავის აზრი და დიდი მეამბოხე სული იყო. საუკეთესოა მისი ნახატები, არ არის მარტო ტილო, გუაში და ხაზები ეს სიღრმისეულად გამოხატავდა მის შეგრძნებებსა თუ ტკივილს.
2017, 27 აგვისტო, 8:37
მადლობა, ჩემო კარგო.
2017, 27 აგვისტო, 8:37
გაიხარე, გენაცვალე. რეიტინგის რა მოგახსენო, ასეთი თემებს მკითხველი დიდად არ წყალობს.:)
2017, 26 აგვისტო, 13:18
მომეწონა ნამეტნავად :) საინტერეო სტატია ფრიდაზე ♥
2017, 26 აგვისტო, 13:12
ძალიან მიყვარს ფრიდა სტატია ძალიან საინტერესო იყო! ეტყობა რამდენი გიშრომიათ და იმედია რეიტინგის სათავეში იქნება
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10