x
image
ნათია ჯიქურაშვილი
ხახვი- მრავალმხრივი მკურნალი
image


ხახვი - სილამაზის საიდუმლო - ხახვს ძლიერი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. იგი ამაგრებს ძვლებს, კბილებს და ფრჩხილებს. აუმჯობესებს თმის მდგომარეობას და კანს ხდის აბრეშუმივით გლუვს. თუ სურვილი გაქვთ დაიკლოთ წონასი და კარგად გამოიყურებოდეთ, ხახვს ნუ აარიდებთ თავს, რადგან მასში მაღალია თუთიის, გოგირდის და სილიკონის შემცველობა.


მონელების გასაუმჯობესებლად- ხახვი რეკომენდირებულია მათთვის, ვინც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ან მოსანელებლად მძიმე საკვებს იღებს. იგი ეხმარება ღვიძლს ფუნქციონირებაში. ამას გარდა, ამ ბოსტნეულს დიდი გავლენა აქვს კუჭქვეშა ჯირკვლის გამართულ მუშაობაზე და სისხლში შაქრის საჭირო შემცველობის შენარჩუნებაზე. იგი ებრძვის სიმსუქნეს, სტრესს და დაძაბულობას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და გულის შეტევის რისკს.



ჭრილობების მოსაშუშებლად: ხახვი განსაკუთრებულად ეფექტურია სხეულის გარეგანი დაზიანების დროს. იგი აჩქარებს ჭრილობის მოშუშების პროცესს. ხახვის კომპრესები შეიძლება გამოიყენოთ გამონაყარის და ანთებითი პროცესების დროს. ასევე დაზიანებული კანისა და დამწვრობის შემთხვევებში. ხახვის მოხმარება ზამთარში ამაღლებს იმუნიტეტს და აძლიერებს ორგანიზმს.


0
239
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0