x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
თუ თქვენ პატარა სააბაზანო გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
image

მცირე ზომის სააბაზანო ყოველთვის არ ნიშნავს კომფორტის არარსებობასა და სივიწროვეს. სწორი დაგეგმარება, სწორად შერჩეული ავეჯი და რამდენიმე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი დაგეხმარებათ სივრცის ორგანიზებაში და სააბაზანო ოთახის არა მხოლოდ გადიდებაში, არამედ გალამაზებაშიც კი.

გთავაზობთ რამდენიმე დიზაინერულ ხერხს, რომეთა დახმარებით პატარა სააბაზანოს საკმაოდ სიმპათიურ სივრცედ აქცევთ.

1. ღია ფერები


image


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ღია ფერები ძალიან ხელსაყრელია პატარა სივრცის ვიზუალურად გასადიდებლად.


2. ნივთების შესანახი თარო კარის ქვეშ



image
კარის ქვეშ დაყენებული თარო შესანიშნავი ხერხია სივრცის გამოსაყენებლად.

3. დამატებით ადგილი


image
არ არის საჭირო ზედმეტი კარადის შეძენა, მით უმეტეს, როცა ამისათვის ადგილიც არ არის. ნივთების შენახვა თაროებზეც მშვენივრად შეიძლება.


4. ორგანაიზერი კედელზე


image
ქილებისგან შექმნილი მოსახერხებელი ორგანაიზერი დაგეხმარებათ საჭირო ნივთები ყოველთვის ხელმისაწვდომ ადგილზე გქონდეთ და არც დიდ ადგილს დაიკავებს.

5. თაროები უნიტაზის თავზე


image

სივრცის ოპტიმიზაციის კიდევ ერთი ვარიანტია უნიტაზის თავზე განლაგებული თაროები.

6. თაროები სარკის უკან


image

ასეთი სარკე ერთი მხრივ ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, მეორე მხრივ კი ნივთების შესანახ ადგილსაც გვთავაზობს.

7. გამჭვირვალე საშხაპე


image
გამჭვირვალე საშხაპე ვიზუალურად გადასწევს კედელს, ხოლო სააბაზანოს ნათელ ფერებთან შეხამებაში კიდევ უფრო ხელსაყრელ ვარიანტად წარმოდგება.

8. დიდი სარკე


image
სარკე სივრცის ვიზუალურად გადიდების შესანიშნავი საშუალებაა, როგორც ჩვეულებრივ ოთახებში, ასევე სააბაზანოშიც.

9. კუთხის ნიჟარა


image
როცა თითოეული სანტიმეტრი დათვლილი გაქვს, ადგილის ეკომიურად გამოყენებისთვის კუთხის ნიჟარაც ძალიან მომგებიანია.

10. ჩაშენებული თაროები


image
ისედაც პატარა სააბაზანოში დამატებით კარადის დადგმის მაგივრად, ჩაშენებული თაროების გაკეთება გაცილებით მომგებიანია.


11. ნიჟარა სარეცხი მანქანის თავზე


image
სივრცის დაზოგვის ძალიან მარტივი ხერხი, რომელზეც იშვიატად თუ ვფიქრობთ ხოლმე. ნიჟარა თავსდება სარეცხი მანქანის თავზე, რაც ძალიან მოხერხებულია და დიდი სივრცეც იზოგება.

12. დაგეგმარება


imageimage
რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი იქნება, თუ მცირე ზომის სააბაზანოს თავიდანვე ისე დაგეგმავთ, რომ ადგილი სრულად იქნას ათვისებული.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. თუ თქვენ ძალიან პატარა სამზარეულო გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

2. როგორ გავაახლოთ სამზარეულო დიდი დანახარჯების გარეშე - დაიმახსოვრეთ ეს ხერხები!

image

3. რატომ უნდა მივიტანოთ ყვავილი ქორწილში - კენტი, სამძიმარზე კი ლუწი რაოდენობით - ეს უნდა იცოდეთ!

image

4. თუ თქვენ მაღალ სართულზე ცხოვრობთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - ექიმების მოულოდნელი დასკვნა

image


5. ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ!

image





6
3932
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3932
  
2017, 26 აგვისტო, 11:07
მადლობა შეფასებისთვის :)
2017, 26 აგვისტო, 11:03
ვნახე :-)
წეღან ვერ შევნიშნე :-)
2017, 26 აგვისტო, 10:51
საინტერესო სტატიაა ;
ეს სტატია ფეისბუქზე როგორ გავაზიარო???
2017, 25 აგვისტო, 16:28
კიი, გეთანხმები :))
2017, 25 აგვისტო, 16:24
საჩემოც:) თუმცა კარგი ისაა, რომ მალე დაასუფთავებ :))
2017, 25 აგვისტო, 14:22
საჩემო სტატიაა.
0 1 6