x
image
გვანცა1234
ათი შესანიშნავი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

მნიშვნელობა არ აქვს რა ჟანრისაა, არსებობენ წიგნები, რომლებიც სწორ დროს წაკითხვის შემდეგ თქვენს ცხოვრებას შეცვლიან. ეს სტატია ქალებისთვისაა, რომლებმაც თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად უნდა წაიკითხონ ეს 10 წიგნი.image1) “მარტოობის ასი წელი'' - გაბრიელ გარსია მარკესი
თუ არ წაგიკითხავთ აუცილებლად ჩაწერეთ წასაკითხი წიგნების სიაში, რადგან ყველამ უნდა გამოსცადოს მარკესის მითიური ზღაპარი სამხრეთ ამერიკის ქალაქ მაკონდოზე. თუ გიყვართ ჯადოსნური რეალიზმი, ეს მყისიერად გახდება თქვენი საყვარელი წიგნი.image2) „ზეცას არა ჰყავს ფავორიტები“ - ერიხ მარია რემარკი
ეს არის ამბავი გოგონას შესახებ, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი დარჩა. ავტომრბოლელი კლერფაიტი განუკურნებელი სენით დაავადებულ ლილიანს ტუბერკულოზის სანატორიუმიდან შორს წაიყვანს. ლილიანმა იცის, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და უნდა, რომ თავისი ცხოვრების ბოლო წუთებით ისარგებლოს. ამბავი მკითხველს ცრემლს მოგვრის, შემდეგ კი გააოცებს სრულიად შეცვლილი მთავარი მესიჯით. ისტორია გვასწავლის, რომ სიცოცხლე შეუფასებელია და რომ არასოდეს უნდა შეგვეშინდეს სიკვდილის.

(ავტორის შენიშვნა: სამწუხაროდ ამ წიგნის ქართული თარგმანი ვერ მოვიძიე)

image3) “ნუ მოკლავ ჯაფარას'' - ჰარპერ ლი
ეს ყველაზე ჰუმანური ნაწარმოებია, რომელიც 6 წლის გოგოს - ჯინის თვალით დანახულ მოვლენებზე მოგვითხრობს. ამბავი გვასწავლი კარგისა და ცუდის გარჩევას. და რომ ყველაზე მთავარია - სიყვარული, პატიოსნება და სამართლიანობა.image4) “სიამაყე და ცრურწმენა'' - ჯეინ ოსტინი
რომანტიკა, ღალატი, სიმდიდრე, ინტრიგა: ეს მე -19 საუკუნის საპნის ოპერაა. ელიზაბეტის, დარსის და სხვების ისტორიები გულს აგიჩქარებთ და თინეიჯერი გოგონასავით ფართოდ გახელილი თვალებით წაგაკითხებ წიგნს. image5) “ჯეინ ეარი'' - შარლოტა ბრონტე
წიგნი გოგონაზე, რომელიც ცხოვრებამ ბავშვობიდანვე დაჩაგრა. წიგნის კითხვისას ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს თავად ხართ უბედური და შეყვარებული ქალი - ჯეინ ეარი, რომელიც ბოლოს მაინც პოვებს ბედნიერებას სიყვარულში. image6) “ანა ფრანკის დღიური''
ანა ფრანკი დაიბადა 1929 წელს. იგი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა საკონცენტრაციო ბანაკში. ანამ თავისი დღიურით, რომელსაც 2 წლის განმავლობაში წერდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფართო ყურადღება მიიპყრო. ამ წიგნის წაკითხვა აუცილებელია, რათა ვიცოდეთ რომ არასოდეს დავნებდეთ. image7) “ლოლიტა'' - ვლადიმერ ნაბოკოვი
ლოლიტა სკანდალური წიგნია, რომელმაც გამოცემისთანავე და დღემდე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ეს ამაზრზენი, პედოფილური წიგნია, თუმცა მკითხველთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის სიყვარულის ჰიმნი, რომელიც ღაღადებს: “სიყვარული პირველი და უკანასკნელი დანახვისას და უკუნითი უკუნიამდე''.image8) “ჭამე, ილოცე, შეიყვარე'' - ელიზაბეტ ილბერტი

ეს არის ავტობიოგრაფიული წიგნი თანამედროვე წარმატებული ქალის შესახებ, რომელმაც ვერ აუღო ცხოვრებას ალღო და ამის გაკეთებას თავიდან ცდილობს. მშვენიერო ქალბატონებო, წიგნი შეგახსენებთ თუ რა გჭირდებათ სინამდვილეში - თავისუფლება, ბედნიერება და შესაძლებლობდა, რომ გაატაროთ კარგი დრო და იცხოვროთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში. image9) “მე, შენამდე'' - ჯოჯო მოიესი
ლუიზა გოგონაა, რომელიც მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს. ვილი კი წარმატებული და მდიდარი ბიზნესმენია, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი იცვლება. ვილი უბედური შემთხვევის გამო ფეხებს კარგავს და გამოიცანით ვინ ხდება მისი მომვლელი?! რა თქმა უნდა ლუიზა. წიგნი გვასწავლი, რომ ნებისმიერი პრობლემა გადაჭრადია და არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. image10) “ანა კარენინა'' - ლევ ტოლსტოი
ეს რუსი კლასიკოსის წიგნია განწირულ სიყვარულზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნოველა. თაობებს ითრევს ქორწინებაში უბედური და გრაფ ვრონსკითან ტრაგიკული რომანის მქონე ანა კარენინას ისტორია.
ანა კარენინა არის შედევრი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანა დაუვიწყარი ქალია მისი ბედის იდუმალი დრამის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის იკვლევს და აანალიზებს ღრმა კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრებით.image

6
740
8-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
740
  
2018, 25 აპრილი, 23:43
გმადლობ
2018, 23 აპრილი, 14:27
„ზეცას არა ჰყავს ფავორიტები“ (Heaven has no favorites) ქართულად ვერ იპოვიდით, იმიტომ, რომ თარგმანს "ნასესხები სიცოცხლე" ჰქვია
2017, 26 აგვისტო, 19:56
მართალია, ყველა მათგანი ,,იმსახურებს მკითხველს,,!!!
2017, 25 აგვისტო, 14:29
გირჩევ რომ წაიკითხო, ან ფილმი ნახო
2017, 25 აგვისტო, 14:22
მე ყველა მაქვს წაკითხული ,,მე, შენამდე''-ს გარდა და მეგობარმაც მირჩია. აუცილებლად წავიკითხაავ მეეც
2017, 25 აგვისტო, 14:03
"სიამაყე და ცრურწმენა"; "ჯეინ ეარი"; "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"- ესენი ვიცი, "მე შენამდე"-ზე უბრალოდ ვგიჟდები და იმედია დანარჩენებსაც წავიკითხავ.
0 1 6