x
image
გვანცა1234
10 გეგმა, რომელსაც ჰიტლერი ნაცისტების გამარჯვების შემთხევაში სისრულეში მოიყვანდა

ადოლფ ჰიტლერი ფიქრობდა, რომ გაიმარჯვებდა. ნაცისტებს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში ბრძოლისა და აფეთქებების გეგმები არ ჰქონიათ. მათ ჰქონდათ გეგმები მთელ მსოფლიოში თავისი წესრიგის დამყარებისათვის. როდესაც ბრძოლო და სისხლისღვრა დასრულდებოდა, ისინი აპირებდნენ ახალი ფაშისტური იმპერიის აშენებას ევროპის ნანგრევებზე.
თუ ყველაფერი ჰიტლერის გეგმის მიხედვით წავიდოდა, მსოფლიო დღეს სულ სხვა ადგილი იქნებოდა. ნაცისტური ახალი მსოფლიო წესრიგი არ იქნებოდა ისეთი, როგორსაც წარმოიდგენდით.image10. ამერიკული მიწების მკვიდრი მოსახლეობისთვის დაბრუნება
ნაცისტები შესაძლოა რასისტული გენოციდის მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ როდესაც საქმე ადგილობრივ ამერიკელებზე მივიდა, მათ საოცარ შეთანხმებას მიაღწიეს. ნაცისტები დაპირდნენ, რომ ისინი ამერიკული მიწების დაბრუნებას სწორედ ადგილობრივებისთვის, ანუ ინდილეებისთვის აპირებდნენ, როგორც ეს ერთ დროს იყო.
ისინი მუშაობდნენ ჯგუფთან სახელად “ამერიკელი ინდიელების ფედერაცია'', რომელშიც მრავლად იყვნენ ფაშიზმის მხარდამჭერები. ჯგუფში იყვნენ ისეთი ფანატიკოსებიც, რომლებიც ტანსაცმელსაც სვასტიკის ნიშნით ატარებდნენ და ებრაელებს სატანის შვილებს უწოდებდნენ.image9. გიგანტური კოსმოსური სარკე
ეჭვგარეშეა, რომ ერთ-ერთი უცნაური ნაცისტური გეგმა იყო გიგანტური კოსმოსური სარკე, რომელიც სწორედ იმგვარი უნდა ყოფილიყო, როგორადაც ჟღერს.
ისინი აპირებდნენ განეთავსებინათ 1.6 კმ დიამეტრის სარკე ორბიტაზე, 35, 900 კმ-თ ზემოთ დედამიწიდან. ამ სარკის ფუნქცია კი ამგვარი იქნებოდა: თუკი ვინმე ნაცისტებს განარისხებდა, სარკე მზის სხივებს აირეკლავდა, ისინი მიმართული იქნებოდა რომელიმე კონკრეტულ ადგილას და იმ ადგილზე ყველას და ყველაფერს დაწვავდა.
დღეს არსებობს გარკვეული ეჭვები, იმუშავებდა თუ არა ეს სისტემა. მაგრამ იმ დროის მეცნიერი ჰერმან ობერტტი, იმდენად დარწმუნებული იყო თავისი იდეის განხორციელების შესაძლებლობაში, რომ ომის დასრულების შემდეგ თავის იდეას სისრულეში მოიყვანდა. გამარჯვების შემთხვევაში, ნაცისტები სავარაუდოდ დაასრულებდნენ თავის წამოწყებას და მსოფლიო გიგანტური სარკის ცის ქვეშ იცხოვრებდა.image8. დიდებული აღმოსავლეთ აზიის თანამშრომლობისა და კეთილდღეობის წრე
იაპონიას, რა თქმა უნდა, საკუთარი გეგმები ჰქონდა. ის ითხოვდა გავლენას 70-ე მერიდიანის აღმოსავლეთით ყველა ნაწილზე - ინდოეთის უმეტესი ნაწილი და ყველაფერი მის გარშემო.
იაპონიის იმპერიას უნდა ეარსება მეგობრული ჟღერადობის სახელით: “დიდებული აღმოსავლეთ აზიის თანამშრომლობისა და კეთილდღეობის წრე''. ეს უწყინარი სახელი შერჩეული იყო ბნელი და შემაშფოთებელი მიზნების დასაფარად. თითოეული დაპყრობილი ნაციის ხალხიდან აირჩეოდა “თავისი ხალხის ლიდერი'', რომლებსაც მარიონეტ მმართველებად გარდაქმნიდნენ.
იაპონური იქნებოდა მთელ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ოფიციალური ენა და იაპონელი პედაგოგები იქნებოდნენ ყველა სკოლაში. თანაც “კეთილდღეობის წრეს'' დაევალა ახალგაზრდებში "იაპონური კულტურის გავრცელება".
ავსტრალია და ახალი ზელანდია, იაპონიის კონტროლის ქვეშ იქნებოდა. თუ ნაცისტები ომს მოიგებდნენ, ჰიტლერი სჯეროდა, რომ ეს ნიშნავდა იქ მცხოვრები თეთრკანიანი მოსახლეობის დასასრულს.image7. “გენეტიკური საზღვარი''
ნაცისტურ ახალ იაპონურ იმპერიას 70-ე მერიდიანის აღმოსავლეთით უნდა დაეწყო არსებობა. დროთა განმავლობაში ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ომი ორი ქვეყნის ახალ მმართველებს შორის აუცილებლად იქნებოდა და ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ, როდესაც ეს მოხდებოდა.
გეგმა იყო, რომ შექმნილიყო გერმანიის კოლონისტების ე.გ "ცოცხალი კედელი", რომელიც საზღვრის გასწვრივ ცხოვრობდნენ, მათი მიზანი კი მაქსიმალური აღრევა იყო. ნებისმიერი კაცი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ნაცისტურ ჯარში მსახურობდა, აღმოსავლეთში უნდა გადაეგზავნათ იარაღთან ერთად ბრძანებით, რომ მაქსიმალურად ბევრი ბავშვი ჰყოლოდათ.
ნაცისტ ვეტერანებს დაევალებოდათ ადგილობრივებთან ქორწინება. ეს კი იქნებოდა ე.გ გენეტიკური საზღვარი, რომლის მიზანიც იყო დაბადებულიყო რაც შეიძლება მეტი ნახევრად გერმანული წარმოშობის ბავშვი. ჰიტლერი მოითხოვდა, რომ ერთ მამაკაცს აღმოსავლეთის ფრონტზე მინიმუმ 7 შვილი ჰყოლოდა.image6. ამერიკისა და ინგლისის ერთმანეთის წინააღმდეგ დაპირისპირება
ჰიტლერმა საჯაროდ განაცხადა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა შეერთებული შტატების დაპყრობა. მან ერთხელ განუცხადა ჟურნალ “Life''-ის რეპორტიორს, რომ მისი იდეა იყო "ისეთივე ფანტასტიური როგორც მთვარეზე გავლა".
თუმცა მაშინ როდესაც ამერიკელები არ უსმენდნენ, ჰიტლერი სულ სხვა ენაზე ჭიჭკჭიკებდა: “ჩემი გრძნობები ამერიკანიზმის მიმართ არის სიძულვილი და ღრმად საეჭვო დამოკიდებულება''. ერთხელ მან თავის თანამშრომლებს უთხრა: "ყველაფერი ამერიკული საზოგადოების ქცევის შესახებ ცხადყოფს, რომ ეს ნახვრად იუდაისტური და ნახევრად ნეგროიდულია".
მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც არ ფიქრობდა ამერიკაზე თავდასხმას. სანამ ამერიკა ომს შეუერთდებოდა, ის დარწმუნებული იყო, რომ დიდ ბრიტანეთზე თავდასხმის შესაძლებლობას მიაღწევდნენ. და როდესაც ამერიკა ომს შეუერთდა ჰიტლერმა თქვა, რომ ეს მხოლოდ გრძელვადიანი გეგმის ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც ბრიტანეთის აღება წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა ომი, ჰიტლერს სჯეროდა, რომ ამერიკელები თავს დაესხმოდნენ ბრიტანეთს. ის არ აპირებდა ამერიკაში შეჭრას, რადგან ფიქრობდა, რომ ამას ინგლისი გააკეთებდა. "ინგლისი და ამერიკა ერთ დღეს დიდ სიძულვილზე დაფუძნებულ ომს წამოიწყებენ და ერთ-ერთი ამ ორი ქვეყნიდან გაქრება" - ამბობდა ჰიტლერი. image5. აღმოსავლეთ ევროპის დამონება
ყველასთვის ცნობილია, რომ ნაცისტები ნებისმიერ ფასად გაანადგურებდნენ ყველა ებრალ პიროვნებას პლანეტაზე, მაგრამ მათი გეგმები გენოციდზე აქ არ მთავრდებოდა. სლავი ხალხი აღმოსავლეთ ევროპაში იყო შემდეგი "არასასურველი რასობრივი ჯგუფი" აღმოსაფხვრელად. ომის დასრულების მომენტისთვის ჰიტლერი თავის გეგმებს განახორციელებდა.
ის აპირებდა განეხორციელებინა გეგმა სახელად “OST'', რაც გულისხმობდა სისტემატურ ოპერაცია, რათა აღმოეფხვრათ სლავები და მათი კულტურა პლანეტიდან. პირველ სამიზნეს კი ლიდერები წარმოადგენდნენ. ომის დასრულებამდე ნაცისტები უკვე ახდენდნენ ელიტის და კულტურული გავლენის მქონე ადამიანების "ლიკვიდაციას'', ვინც აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ ხალხს მოუწოდებდა თავიანთი იდენტობის შენარჩუნებისკენ.
მაგრამ თუ ნაცისტები რუსეთს მიაღწევდნენ, ისინი დაიწყებდნენ ციმბირში 31 მლნ სლავის დეპორტაციას და იძულებით შრომით ბანაკებში მონებად გაგზავნიდნენ. დანარჩენები კი ამერიკული მონობის მოდელს მიყვებოდნენ. მათი ჩანაცვლების მიზნით კი 10 მილიონი ეთნიკური გერმანელი გაიგზავნებოდა, რათა ახალი, “რასობრივად სუფთა'' ოჯახები შექმნილიყო. image4. განდის მოკვლა
ომის დაწყებამდე, 1938 წელს, ჰიტლერმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პატარა რჩევა მისცა. "ესროლეთ განდის" - უთხრა მან. "და თუ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეამციროთ ისინი, მიაყოლეთ კონგრესის ათეული წამყვანი წევრი".
რამდენადაც ჰიტლერი იყო დაინტერესებული, იმდენად ნათლად უჭერდა მხარს ბრიტანეთი მაჰათმა განდის მშვიდობიან პროტესტებს. ჰიტლერი გრძნობდა განდის გავლენას ინდოელებზე და თუკი დასცალდებოდა, თავის რჩევას აუცილებლად განახორციელებდა. image3. ყველა ბრიტანელი მამაკაცის დამონება
როდესაც ომი დაიწყო და ბრიტანეთმა დახმარებაზე უარი გამოთქვა, ჰიტლერის გრძნობები ინგლისურ სულისკვეთებასთან დაკავშირებით გაქრა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის უბრალოდ ვერ იტანდა ბრიტანეთს და მათი განადგურების სურვილი ჰქონდა. სურვილთან ერთად მას უკვე ჰქონდა გეგმა, თუ როგორ მოქცეულიყო.
თუ ბრიტანეთი ნაცისტებთან დაეცემოდა, ისინი აპირებდნენ ახალი კანონის დანერგვას. 17-დან 45 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი გადაეცათ კონტინენტურ ევროპას, სადაც ისინი იძულებული იქნებოდნენ მონებად ემუშავათ.
ქალები და ბავშვები თავიანთ სახლებში დარჩებოდნენ, სანამ ბიჭები 17 წელს არ მიაღწევდნენ. ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნოდა, უნდა წართმეოდათ და ვინც ნაცისტური მმართველობის წინააღმდეგი იქნებოდა, ადგილზე მოკლავდნენ.
ეს საშინელი გეგმა იყო, მაგრამ არა ყველაზე მეტად. ადოლფ ჰიტლერს კიდევ უფრო მეტი უნდოდა. ის გეგმავდა, რომ დაპყრობისთანავე 80% ინგლისისელებისა ამოეხოცა.image2. ახლო აღმოსავლეთში მუსულმანთათვის ძალაუფლების უზრუნველყოფა
ჰიტლერი საკმაოდ წყალობდა მუსულმანურ რელიგიას. ჰიტლერმა განაცხადა, რომ "მუსულმანური რელიგია მეტად გამოადგებოდა ქვეყანას, ვიდრე ქრისტიანობა".
ჰიტლერმა აღმოაჩინა მონათესავე სული ჰაჯ ამინ ალ ჰუსეინის სახით, რომელიც იყო დიდი მუფთი იერუსალიმში, რომელმაც უთხრა მას, რომ მათ ჰყავდათ საერთო მტრები: "ინგლისელები, ებრაელები და კომუნისტები". ალ-ჰუსეინს ინგლისის წინააღმდეგ ფაშისტური აჯანყების წამოწყება სურდა, მაგრამ ჰიტლერმა უთხრა, საბჭოთა კავშირთან ომის დასრულებას დალოდებოდნენ.
როდესაც ნათელი გახდა, რომ ნაცისტები დამარცხდნენ, ჰიტლერმა თავისი მარცხი იმას დააბრალა, რომ უფრო მეტად არ ემორჩილებოდა მუსულმანებს. "ჩვენ შეგვეძლო ემანსიპაცია მუსულმანურ ქვეყნებში", - დასძინა ჰიტლერმა. "მე უბრალოდ ხშირად მიფიქრია, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ დასახმარებლად''!
და თუ ბედის ბორბალი პირიქით დატრიალდებოდა და ჰიტლერი გაიმარჯვებდა, ის სწორედ ამას გააკეთებდა. ახლო აღმოსავლეთის მიწებზე ფაშიზმი და ისლამი გამეფდებოდა.image1. აღმოსავლეთ ევროპელების იეჰოვას მოწმეებად ტრანსფორმაცია

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ნაცისტური იმპერია მუსულმანური იქნებოდა. თუ ჰაინრიხ ჰიმლერი გავლენას მოიპოვებდა, აღმოსავლეთ ევროპა სხვა რელიგიაზე მოექცეოდა და იქ იეჰოველები იცხოვრებდნენ.
ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკებში ათობით ათასი იეჰოვას მოწმე გაანადგურეს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჰიმლერს ამ რელიგიისადმი უცნაური პატივისცემა ჰქონდა. “თუ მათ ფანატიზმს გერმანიაში გამოვიყენებთ, ჩვენ მეტად ძლიერები ვიქნებით ვიდრე ახლა ვართ!'' - თქვა მან ერთხელ.
ჰიმლერის თვალში იეჰოვას მოწმეების ფანატიკური ეთიკისა და პაციფიზმის შესანიშნავი კომბინაციით, ისინი შეძლებდნენ ბეჯითად ემუშავათ და ასევე ადვილი გახდებოდა მათი დამორჩილება ფაშისტური რეჟიმისადმი, ძალადობის გარეშე.

image

აი ასეთი იქნებოდა გლობალური ნაცისტური რეჟიმის ქვეშ ცხოვრების უცნაური რეალობა. სამყაროში გამეფდებოდა მონობა, გენოციდი და მასობრივი განადგურების იარაღი.

4
1347
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1347
  
2017, 24 აგვისტო, 21:57
დიდი მადლობა ♥♥♥
2017, 24 აგვისტო, 21:55
უი, მადლობა
2017, 24 აგვისტო, 21:20
სათაური გაასწორებინე.
2017, 24 აგვისტო, 21:06
ბრავო, ძალიან საინტერესო სტატიაა, ყველამ უნდა წაიკითხოს.
0 1 4