x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ხაჭოს ბურთულები
image


მასალა:


მოჭიქული ხაჭო («სიროკი»), გულსართის გარეშე — 500 გრ.

ფქვილი — 10 ს. კ.


შაქარი — 4 ს. კ.

კვერცხი — 3 ცალი

სოდა — 1 ჩ. კ.

ვანილინი — 1, 5 გრ.

რაფინირებული მზესუმზირის ზეთი, შესაწვავად


მომზადება:


I. აიღეთ ღრმა თასი, გაცერით მასში ფქვილი, დაამატეთ შაქარი, სოდა, ვანილინი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

II. დაამატეთ მშრალ ინგრედიენტებს კვერცხი სათითაოდ და ხის კოვზით კარდად შეურიეთ მასალა. ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შემდეგ სათითაიდ დაამატეთ «სიროკი» და ხელით მოზილეთ რბილი ცომი (ორივე ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს).

III. ცომი გაყავით პატარ-პატარა გუნდებად და 4 სმ-ს დიამეტრის ბურთულები გააკეთეთ.

VI. ფრიტური თუ არა გაქვთ, ღემა ტაფაში ჩაასხით ზეთი 5-6 სმ. სიმაღლეზე და მაქსიმალურ ტემპერატურამდე გააცხელეთ.

V. მას შემდეგ, რაც ზეთი გაცხელდება, ბურთულები ფრთხილად ჩააწყეთ მასში.

VI. ყველა მხრიდან შეწითლებული ბურთულა ქაფქირით ამოიღეთ და ქაღალდის პირსახოცზე დადეთ 1 წუთით, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს.

VII. სუფრაზე მიიტანეთ ცხელი, არაჟანთან ერთად. შეგიძლიათ, შაქრის პუდრიც მოაფიფქოთ.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ნატურალური მოჭიქული ხაჭო («სიროკი»), სახლის პირობებში (მომზადების მაქსიმალური დრო 20 წთ.)

* შვრიის ფანტელის ბლინები

* ელ. წიგნი რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)

imageimage

0
526
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0