x
"საზოგადოება 20/30"-ის ხელმძღვანელი: საკონსტიტუციო ცვლილებები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურობასთან

image


"საზოგადოება 20/30"-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. ჩვენ მამულაშვილის მისალოც განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


"ჩემო თანამოქალაქეებო, გილოცავთ კონსტიტუციის დღეს. 22 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის, ღირსშესანიშნავი დღე ქვეყნის უახლეს ისტორიაში. სწორედ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუციის არსებობა და დაცვა უზრუნველყოფს მშვიდობას, თავისუფლებასა და წარმატებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ფორმირებას.

კონსტიტუცია სახელმწიფოს ხერხემალს წარმოადგენს. სწორედ მას ეფუძნება ჩვენი საკანონმდებლო ბაზაც. ეს არის დოკუმენტი,
რომელიც წარმოადგენს საყოველთაო, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური, კონსესუსის შედეგს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს, გვაერთიანებს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ სწორედ ამ სიტყვებით იწყება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ეს დოკუმენტი ასახავს ხალხის საერთო მისწრაფებებს, პრინციპებსა და ღირებულებებს. უზენაესი კანონი თითოეული ჩვენგანის კუთვნილებაა და ამავდროულად, თითოეულ მოქალაქეს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დავიცვათ ის.

დღეს ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პროცესი ვითარდება, რაც გულისხმობს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. აუცილებელია, საზოგადოების აქტიური, ფართო ჩართულობა ამ პროცესში. გააქტიურებისკენ მოვუწოდებ ახალგაზრდებსაც. ვისურვებდი, ვხედავდე მეტ ინტერესს, რადგან ეს ცვლილებები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურობასთან. ამასთან ერთად, მიუხედავად, საზოგადოებაში დღეს არსებული განსხვავებული პოზიციებისა, მჯერა, აუცილებლად შევძლებთ საერთო თანხმობის მიღწევას."-ნათქვამია გიორგი მამულაშვილის განცხადებაში.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0