შიდა ქართლი ხაშურში საქართველოს კონსტიტუციის დღე აღინიშნა 2017, 24 აგვისტო, 14:16 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კონსტიტუცია 1995 წელს მიიღო. საზოგადოების ინფორმირებისა და კონსტიტუციისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ა/ო “ინიციატივამ" და ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა ბაზალეთის სასწავლო ცენტრში საზაფხულო სკოლა მოაწყეს. მონაწილეთა შორის ხაშურელი ახალგაზრდებიც იყვნენ, რომლებმაც ხაშურში კამპანია “მოხეტიალე კონსტიტუცია" წარმართეს და კონსტიტუციის დღე აღნიშნეს. მათ 20-21-22-23 აგვისტოს ქ. ხაშურისა და დაბა სურამის ქუჩებში მოსახლეობას სახელმწიფოს უმაღლესი კანონიდან ცალკეული მუხლები გააცნეს, ხოლო დასკვინითი ღონისძიება, რომელსაც დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ ხაშურის ამერიკის კუთხეში გაიმართა. გიორგი ჩუბინიძე 12 1-ს მოსწონს
|