x
image
ნათია ჯიქურაშვილი
საინტერესო ფაქტები ვინსენტ ვან გოგის შესახებ

image
ვინსენტ ვან გოგი რომ გენიოსი იყო, ეს ცალსახაა. ყოველ ხელოვანს აქვს თავისებურება, რომელსაც ზოგჯერ გამოხატავს და შეიძლება ჩავწვდეთ, ზოგჯერ კი უბრალოდ გაუგებარია.
შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებიდან:

- 1853 წლის 30 მარტს ვინსენტ ვან გოგი ოლანდიის ქალაქ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა. მას სახელი “ვინსენტი'' მისი ბაბუისა და ახლად გარდაცვლილი ძმის საპატივსაცემოდ დაერქვა.


- თავისი პირველი ნახატი ვან გოგმა 27 წლის ასაკში შექმნა


- როდესაც ვან გოგმა ხატვა დაიწყო, მოდელებად გლეხებს იყენებდა. მოგვიანებით კი გლეხების ხატვაზე ხელი აიღო და ყვავილების, პეიზაჟების და საკუთარი თავის ხატვაზე გადავიდა. მეტწილად იმიტომ, რომ მოდელებისთვის თანხის მიცემა არ შეეძლო.


- ვან გოგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ეს არის ქრონიკულ-ნეიოროლოგიური მდგომარეობა, რომელიც პერიოდული კრუნჩხვების შემოტევებით ვლინდება.


- ერთ-ერთი ასეთი შემოტევისას ვან გოგმა პოლ გოგენის დაჭრა სცადა (ერთ-ერთი ვერსია). ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ გოგენმა თავად მოაჭრა ყურის ნაწილი და არა მთელი ყური, როგორც ეს ხშირად წაგვიკითხავს.


- თავისი ცნობილი ნამუშევარი “ვარსკვლავიანი ღამე'' ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას შექმნა.


- 10 წლის განმავლობაში ვან გოგი დაახლოებით 900 ნახატის ავტორად იქცა.


- მისმა ძმამ ვინსენტიც ბოლო სიტყვები შემოგვინახა : “ მწუხარება უსასრულობამდე გაგრძელდება''.


- ვინსენტმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა.



ვინსენტ ვან გოგი “ვარსკვლავიანი ღამე

0
411
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0