x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ალტერნატიული საგზაო ნიშნები, რომლებიც ბევრს გაცინებთ
ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს საზღვარი რომ არ აქვს, ახალი და უცხო არაცერთი თქვენგანისთვის ნამდვილად არ არის. ისიც ვიცით, რომ სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. ხელოვნების ერთ-ერთი დარგია ასევე ქუჩის მხატვრობა, რომელიც თანამედროვე დროში გვხვდება გაერთიანებული სხვა ხელოვნებებთან ერთად და წარმოგვიდგენს ამა თუ იმ პორტრეტს, ნახატს ილუსტრირებულს. ილუსტრაცია ეს არის გამოსახულება (ნახატი, ფოტოსურათი, პორტრეტი, გრავიურა, რუკა, ნახაზი...), რომელიც თხზულების შინაარსთან არის დაკავშირებული და თვალსაჩინოების მიზნით დაბეჭდილია ტექსტთან ერთად. ზოგადად კი რაიმე მტკიცების, მოსაზრების დამადასტურებელი თვალსაჩინო მაგალითი და სრულდება როგორც ტრადიციული სამხატვრო ტექნიკით, ისე კომპიუტერული გრაფიკით.


ტყუილად ხომ არ უთქვამთ– მიეც ნიჭსა გზა ფართოვო, ხოდა თანამედროვე დროის ადამიანები თავიანთი გონებამახვილი და კრეატიული შეხედულებებით ცდილობენ ჩვენი დამძიმებული ყოფა, ცოტა გაანეიტრალონ და ქმნიან სახალისო ალტერნატივას, რომელსაც შეიძლება ხელოვნებაც ვუწოდოთ.


image


დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ფრანგი ქუჩის მხატვრის Clet Abraham–ის ორწლიან "ნაშრომს", სადაც მან ვეროპის ქუჩებში არსებული საგზაო ნიშნების ალტერნატიული ვერსიების კრებული შექმნა. იუმორისტული კუთხით წარმოდგენილი "ეტიკეტები" (ნიშნები) სტრატეგიულად იყო განთავსებული ისე, რომ მათ ხელი არ შეეშალათ საგზაო ნიშნის ძირითადი ფუნქციისთვის. მხატვარს მხოლოდ ოცი წამი ყოფნიდა მის შესაცვლელად და ადგილიდან ქრებოდა.



ცოტა ხნის წინ საგზაო ნიშნების თემა ძალზედ პოპულარული გახდა. მისით განსაკუთრებით ქუჩის მხატვრები დაინტერესდნენ და მისმა მიმდევრებმა თუ მოყვარულებმა Cayetano Ferrera–ს გამჭვირვალე საგზაო ნიშნებიც იხილეს.


ეს ყველაფერი მხატვრის მიერ არა იმიტომ გაკეთდა, რომ ღიმილის მომგვრელია, არამედ იმიტომ, რომ დაიგმოს საზოგადოების სტანდარტიზაცია და იზოლაცია, რომელსაც აქვს ძლიერი გავლენა ჩვენზე, ჩვენს თვითშეგნებასა და აზრის შეზღუდვაზე. ბევრი მისი სურათი რელიგიურ თემაზეა დაფუძნებული. მის პირველ ნახატზე იესო ქრისტე იყო გამოსახული, შემდეგ ღვთსმშობელი და მარიამ მაგდალინელიც დახატა.


ხელისუფლებაზე მის ალტერნატიულ ნაშრომებს შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ჩვენი კრეატიული მხატვარი 400 ევროთიც დააჯარიმეს საგზაო ნიშნების დამახინჯებისათვის.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


იხილეთ აგრეთვე:


ტკბილეულის პორტრეტებში გაერთიანებული ხელოვნება და ბედნიერება

"პორტრეტებში დამახინჯებული" ჩვენი წინაპარი ცნობილები, რამაც მსოფლიო შოკი გამოიწვია

დეპრესიაში მყოფმა ფოტოგრაფმა რაც გააკეთა, ნამდვილად გაგაოცებთ

საპირფარეშოს ყველაზე კრეატიული ნიშნები, რომელთაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვიეს

2014 წლის ყველაზე შედევრული შეფუთვები

საპირფარეშოს ყველაზე კრეატიული ნიშნები, რომელთაც უხამსობა მიაწერეს

ყველაზე კრეატიული ბილბორდები, რომლებიც ღიმილს მოგგვრით

ყველაზე კრეატიული და სახალისო რეკლამები.

"კუბოების" ყველაზე ეროტიული რეკლამა +16

უსაფრთხო სექსის ყველაზე შედევრული რეკლამები.

ბუტიკის "ვიტრინების" ყველაზე უჩვეულო და ორიგინალური გაფორმება- ძალიან მოგეწონებათ



2
175
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
2017, 24 აგვისტო, 17:57
გაიხარე გუჯა ;)
2017, 24 აგვისტო, 12:42
მაგარია მაკა, სახალისოც და საინტერესოც...
0 1 2