x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბავშვთა სისასტიკე- ბულინგი
imageსამეცნიერო ლიტერატურაში სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად ხშირად იყენებენ ტერმინებს- ბულინგი(bully-მოძალადე, ხულიგანი), მობინგი(mob-ბრბო, mobbing-თავდასხმა, შევიწროება).ბულინგი(მობინგი) გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება.ადრე ეს იყო მხოლოდ ყოფითი ცნება, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა სოციალურ–ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინი, რომლის უკან დგას სოციალური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური პრობლემები.ბულინგი არის:აგრესიული და ნეგატიური ქცევა;იგი რეგულარულად ხორციელდება;არის განზრახული, მიზანმიმართული აქტივობა.

ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისთვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა.ეს აიხსნება იმით რომ სკოლაში ყალიბდება გარკვეული როლური ურთიერთობები, დიაპაზონში "ლიდერი- გარიყული".დამატებითი ფაქტორია ის, რომ პედაგოგებს არ შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა.

ბულინგი ვლინდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა ფორმით.ეს შეიძლება იყოს სისტემატური დაცინვა, მსხვერპლის ნივთების დაზიანება, ფულის ან პირადი ნივთების გამოძალვა, აბუჩად აგდება, დამცირება.

ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგარმ განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით."რისკის ჯგუფში" ხვდებიან -ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ. ბავშვები.


ბულინგის მოტივაცია მრავალფეროვანია-შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა, ხასიათის აქცენტუაციები.

ბულინგის მრავალფეროვანი გამოვლინებები შეიძლება გავაერთიანოთ 2 ჯგუფში:1)დამცირების აქტიური ფორმები;2)ბავშვის გაცნობიერებული, მიზანმიმართული იზოლაცია. ეს მოვლენა გვხვდება როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში.ბიჭები და გოგონები ხშირად მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს(პანღურის ამორტყმა, ხელის კვრა და ა.შ.) გოგონები კი ზეწოლის ირიბ ფორმას(ჭორების გავრცელება, ურთიერთობების შეწყვეტა და ა.შ.).ბულინგი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შუა ბავშვობისა და ადრეული მოზარდობის პერიოდში.

სამეცნიერო ლიტერატურაში დიდხანს იყო გავრცელებული აზრი, რომ მოძალადის აგრესიული ქცევის უკან იმალება მაღალი შფოთვისა და თავისთავში დაურწმუნებელი ბავშვი.ბოლო პერიოდის გამოკველევებმა აჩვენა, რომ ასეთი შემთხვევების ძალიან მცირეა.როგორც წესი, ტიპური მოძალადე საკუთარ თავში დარწმუნებულია.მოძალადე იყენებს საკუთარ ძალას არა სპონტანურად ბავშვებთან კონფლიტის გადასაჭრელად, არამედ მიზანმიმართულად, ინარჩუნებს სიმშვიდეს და გულგრილობას."სკეჩ-თეორიის("sketch-theory")თანახმად, არსებობს მოძალადის ტიპური მახასიათებლებია:აქვთ სხვებზე ბატონობის მოთხოვნილება;არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან;ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროების მიმართ;მსხვერპლის მიმართ არ განიცდის თანაგრძნობას;თუ მოძალადე ბიჭია, მაშინ ის ფიზიკურად ძლიერია.

ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებელბია:არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი;ახასიათებთ მაღალი შფოთვა, აქვთ დაბალი თვითშეფასება;მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე;არ ჰყავთ ახლო მეგობარი.უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თავის თანატოლებთან;თუ ბიჭია მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით ფიზიკურად სუსტია.

აღნიშნული თვისებები ერთის მხრივ ხდება ბულინგის მიზეზი, ხოლო მეორეს მხრივ- შედეგი.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფიზიკური დაზიანებისგან ან განიცდიდეს მუდმივ შიშსა, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრუნულად გრძნობდეს, დაუქვეითდეს თვითშეფასება.ბულინგი იწვევს მსხვერპლის ფსიქიკის დეპორმაციას და შეიძლება გახდეს ბავშვი ფსიქიკის პათოლოგიური დარღვევის მიზეზი.მნიშვნელოვანია მსხვერპლის პოზიცია.ყველა დაზარალებული განიცდის სირცხვილისა და უსუსურობის გრძნობას და არ საუბრობს ბულინგის ფაქტზე,

მეცნიერთა აზრით, ბულინგის ინიციატორი ბავშვები აგრესიულობის დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას ირჩევენ.

ბულინგის დროს ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლი არ არიან, მაგარმ არიან ტერორის, დევნის ფაქტის შემსწრენი.ასეთ ბავშბეს ეშიანიათ თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი.


ბულინგის პროფილაქტიკის მიზნით უნდა განხორციელდეს შემდეგი: პრობლემის არსებობის აღიარება-სკოლამ უნდა ღიაროს აღნიშნული პრობლემის არსებობა სასურველია სკოლის თანამშრომლებს შეუერთდნენ მშობლებიც და ბავშვებიც.პირველად უნდა დადგინდეს პრობლემის მასშტაბი ეს შეიძლება განხორციელდეს მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ანონიმური გამოკითხვით.

პრობლემის განსაზღვრა-მისი არსი, სერიოზულობა, სიხშირე, ხანგრძლივობა, მსხვერპლის, მოძალადის, მოწმის მდგომარეობა.

სამუშაო გეგმის შემუშვება-რეალიზაცია:

სკოლაში ძალადობის ნებისმიერი აქტის მიუღებლობა;დაკვირვების განხორციელება სკოლის დერეფანში, ეზოში, ბუფეტში;მუშაობა კლასთან თავისუფალი დისკუსიის რეჟიმში;სკოლის ეთიკური კოდექსის შემუშვება;ფსიქოლოგის მუშაობა მოძალადე ბავშვთან და მსხვერპლთან.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0