x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«განგა, შენი წყალი აიმღვრა»: ინდოელებმა დიდი მდინარის გაწმენდა გადაწყვიტეს

წმინდა განგა სრულიად დამსახურებულად ითვლება ინდოეთის სიმბოლოდ. ის ერთ-ერთი ყველაზე უხვწყლიანი (III ადგილზეა ამაზონის და კონგოს შემდეგ, ბრაჰმაპუტრასთან ერთად) მდინარეა მსოფლიოში, ხოლო სიგრძის 2700 კმ-ია და ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 40% ამარაგებს წყლით. მიუხედავად სტატუსისა, მდინარის წყლები ხშირად ბინძურდება მომლოცველების მიერ. წყალში მიცვალებულის დაკრძალვის ფაქტიც არ წარმოადგენს იშვიათობას. ამას ემატება გამდინარე წყლებიც და შეიძლება ითქვას, რომ თავიანთი საყვარელი მდინარე, ნაგავსაყრელად აქციეს ინდოელებმა. მასში უამრავი სიბინძურის ნახვა შეიძლება: ქიმიური ნარჩენებით დაწყებული – ადამიანის გახრწნილი გვამებით დამთავრებული. სიტუაცია ძალიან კრიტიკული გახდა და ინდოეთის უზენაესმა მოსამართლემ მდინარის დამაბინძურებლებთან ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო.


image
დღეს, განგა ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ ითვლება მსოფლიოში და ამის მიზეზი – ადამიანი არის. ისინი აქტიურად აბინძურებენ მდინარეს და ნაკლებად ზრუნავენ მასზე. დაბინძურების ძირითადი წილი დიდ სამრეწველო ობიექტებზე მოდის, რომლებიც გამდინარე წყლებს პირდაპირ მდინარეში უშვებენ.

image

წმინდა მდ. განგა

image
მდინარის დაბინძურებაში, არანაკლებ როლს თამაშობს ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობის ზრდაც. ზოგიერთი დასახლების პუნქტი, ადრე პატარა სოფელი რომ იყო, დღეს უკვე დიდი ქალაქია, რომელშიც ანტისანიტარია მეფობს. ყოველწლიური წყალდიდობის დროს, მდინარის მიერ ასეთი ქალაქები იტბორება და მისი ნაგავსაყრელებიდან, ნაგავი მდინარის წყალში ხვდება.


imageგანგას სანაპირო. ნახევარი მილიარდე კაცი ამ წყლით საზრდოობს

image
ბოლო დროს, ეკოლოგებმა განგაში ატეხეს, რადგან მისი წყლის სასმელად გამოყენების შემთხვევაში, რაიმე სახის ინფექციური დაავადება (და შესაძლებელია, არა ერთიც კი) გარდაუვალია.

ყოველწლიურად, ასობით ათასი მომლოცველი მიდის წმინდა ადგილზე და მხოლოდ გაბანვის რიტუალს კი არა ასრულებენ, სვამენ კიდევაც ამ წყალს. მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე წყლის სინჯები აიღეს, შოკში ჩაცვივდნენ – ის, რაც წმ. წყლის სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ფეკალიების, ქიმიკატების და გვამებიდან გამოყოფილი, მომწამლავი ნივთიერებების ნაზავი აღმოჩნდა.

imageადგილობრივები მდინარეში პირდაპირ ნაგვის გროვებს შორის ბანაობენ.

image
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყოველწლიურად ინდოეთში 1, 5 მილ. ბავშვი იღუპება და ამ რაოდენობიდან 30-40% წყლით მოწამლულებზე მოდის.



imageმდინარის დაბინძურების წინააღმდეგ, ტყავის ქარხნის წინ გამართული საპროტესტო აქცია

imageრელიგიური დღესასწაულების დროს, მორწმუნეები მდინარის წყალს სვამენ და სახლში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვისაც მიაქვთ.

image
მდინარის გადასარჩენად, საკმარისი არ არის დიდ საწარმოო ობიექტების წყლის ფილტრებით აღჭურვა, ასევე უნდა აიკრძალოს ტყავის გადამამუშავებელი პატარა კომპანიები, რომლებიც მდინარის წყალს მოიხმარენ, ხოლო შემდეგ, დაბინძურებულ წყალს ისევ მდინარეში აბრუნებენ. ასევე უნდა აიკრძალოს მდინარეში მიცვალებულების დამარხვა. ხელისუფლებამ ნაწილობრივ მოაგვარა ეს პრობლემა – მიცვალებულებს ჯერ კრემაციას უტარებენ, ხოლო შემდეგ, მის ფერფლს მდინარის ზედაპირზე აფრქვევენ. თუმცა, ჯერ კიდევ არის გვამის პირდაპირ მდინარეში დამარხვის ფაქტებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ განგაზე ზრუნვა სახელმწიფომ ჯერ კიდევ 1985 წელს დაიწყო. მდინარეზე ააშენეს წყლის გამწმენდი ნაგებობები, მაგრამ წყალი იმდენად იყო დაბინძურებული, რომ მისი გაწმენდა ამ ხერხით, უბრალოდ, შეუძლებელი აღმოჩნდა.

დღეს უკვე კანონი მოქმედებს, რომლის თანახმად, ყველა, ვინც მდინარეს დააბინძურებს, ვალდებული იქნება ჯარიმის სსახით 800 აშშ დოლარი გადაიხადოს. გარდა ამისა, მიცვალებულების წყალში დამარხვა, კრემაციის გარეშე, მკაცრად აიკრძალა.


imageქიმიური ნარჩენები მდინარეში.

ჯერ-ჯერობით განგას საშინელი გარეგანი სახე მკვეთრად კონტრასტირებს იდეასთან, რომ განგა – სიწმინდის და სისუფთავის განსახიერება არის, ხოლო მის წყალს ადამიანის ცოდვებისგან განწმენდა შეუძლია. იმედია, მდინარის გადარჩენა მოხერხდება და ის ისეთივე სუფთა გახდება, როგორიც მისი სიმბოლო არის ამ გამოსახულებაზე:

image

image

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* «სხვების გაოცება» — ინდური რკინიგზის მთავარი პრინციპი

* საოცარი ფაქტები ინდოეთის შესახებ

* კრიმინალური სტატისტიკა. მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები და ქვეყნები, რომლებშიც ღამე გარეთ სიარულისგან თავი უნდა შეიკავოთ

* პენსიის რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

* საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ

* გაიცანით მსოფლიო რუკებით

* 15 უჩვეულო რუკა – გაიცანით მსოფლიო ინფოგრაფიკით

0
747
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0