x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საინტერესო ფაქტები ტერენტი გრანელზე

image



1. ფსევდონიმი: ტერენტი გრანელის ნამდვილი გვარი “კვირკველია'', მეორე ვერსიით კი “კვირკვაიაა''. პოეტი ფსევდონიმად “გრანელს'' ირჩევს. ამ სიტყვის ეტიმოლოგიის რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე სწორი ვერსია ლათინური წარმოშობით აიხსნება. “გრანუმ'' ლათუნურად “მარცვალს'' ნიშნავს. პოეტი ხშირად ამბობდა: “ მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარ''.

2.ტერენტის ტრანსფორმაცია: ცნობილია, რომ პოეტი მამის სახელოსნოში გვიან ღამემდე წაღებს კერავდა, შემდგომ მუშაობდა ვაგონების გადამბმელად, კონდუქტორად, საქმიანი ქაღალდები დაჰქონდა სტამბაში ანუ ცხოვრობდა საკმაოდ პრაქტიკული ცხოვრებით. ამის შემდეგ კი მან გადაწყვიტა გამოექვეყნებინა თავისი პირველი ნაშრომი, ლექსების კრებული.

3. ტერენტის “უცნაური'' სიყვარული: თამარ ჯაფარიძე- ტერენტის თაყვანისმცემელი, კიევში საცხოვრებლად წასული ოფიცრის მეუღლე. ერთხელ მან თავისი სურათი გამოუგზავნა წერილთან ერთად.ქალი ულამაზესი იყო. ტერენტის და მას ერთმანეთი უყვარდათ. ერთხელ თამარმა მოსწერა, რომ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. სწორედ ამ დროს დაწერა ტერენტიმ ლექსი : “შენს მოლოდინში''. სადგურთან დახვდნენ თამარს ტერენტი და მისი მეგობარი. თამარი მიესალმა, ტერენტიმ უთხრა: “გამარჯობა'' შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა და უთხრა “ჩვენ წავედით, გვეჩქარება''. შემდეგ იხსენებს მეგობარი, რომ ტერენტის ბოდვის დროს წაასწრო. იგი ამბობდა, რომ თამარი არ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ელოდა. გიკვირთ ხომ ასეთი ლამაზი ქალის ტერენტისეული შეფასება? ის ხომ ტერენტი გრანელია- იდუმალი სული!


image


4. “ფიროსმანისეული'' ცხოვრება: ტერენტი ფიროსმანივით კიბის ქვეშ ცხოვრობდა, კიბეს ერთი ფარღალალა შეჭედილი ფიცრული კარი ჰქონდა. კარს მიღმა კი ერთი ჭრიალა ტახტი იდგა, მაგიდა, ორი სკამი და ერთი ნავთის ლამფა იყო. არანაირი გათბობა და აუცილებელი საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდა.

5. ტერენტი და გალაკტიონი:
image ერთხელ ტერენტი ქუჩაში წინ გადაუდგა გალაკტიონს თურმე და უთხრა: რატომ ამბობენ შენზე რომ ჩემზე დიდი პოეტი ხარ? მე ვარ შენზე დიდი პოეტიო. გალაკტიონსაც უპასუხია: კი, ძამიკო, შენ ხარ ჩემზე დიდი პოეტიო...

6. პოეტის ბოლო წლები: მის ცხოვრებაში სხვა გარდატეხა დაიწყო. საზოგადოებას თავადვე გაუუცხოვდა და მოგვიანებით სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ერთ-ერთი სეირნობისას ტერენტი თბილისში გამოიპარა. იგი ვეღარავის ცნობდა, სრულიად მიუსაფარი დადიოდა დაახეული ტანსაცმლით და ცხოვრობდა ქუჩაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. როგორც უპატრონო მიცვალებული მიხაილის სახ. საავადმყოფოს პროზექტურაში მიასვენეს, სადაც პოეტი ერთმა პრაქტიკანტმა იცნო. დაკრძალვის პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიჰყვებოდა, მათ შორის, ვალერიან გაფრინდაშვილი.


ავტორი: ნათია ჯიქურაშვილი

0
810
11-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0