x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უნდა დათანხმებოდა თუ არა საქართველო რუსეთის შემოთავაზებას ბორჯომში ხანძრი ჩაქრობაში დახმარების გაწევასთან დაკავშირებით

რამდენიმე დღის წინ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი, რომელმაც მალე მთელი ხეობა მოიცვა, ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული. მიუხედავად საქმეში ჩართული მძიმე ტექნიკისა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკა, რომელიც ხანძრის ლიკვდიაციის პროცესში გადამწყვეტ როლს ითამაშებდა, ამიტომ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა დახმარება მეზობელი სახელმწიფოებისგანაც მიეღო. საბედნიეროდ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელორუსმა დიდი დახმარება გაგვიწია, მაგრამ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტმა მიიპყრო. ეს იყო რუსეთის შეთავაზება დახმარებოდა საქართველოს ხანძრის ლოკალიზებაში, რაზეც საქართველოს მთავრობამ ბუნდოვანი, მაგრამ მაინც უარყოფითი პასუხი გასცა. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ამ საკითხის პოლიტიზირება სცადა და მოსთხოვა მთავრობას დათანხმებოდა შემოთავაზებას.

მიზეზი თუ რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ დახმარება მრავალმხრივი და მკაფიოა, პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს პრინციპულობა არ მიიღოს დახმარება ოკუპანტისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებული აქვს, საერთოდაც, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს იმხელა რესურსი უნდა ჰქონოდა, რომ არც სხვა ქვეყნის დახმარება დასჭირვებოდა, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ახლა მთავარი სხვა რამეა, გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც რუსეთის ავიაცია გეგმაზომიერად ბომბავდა სწორეთ იმ ტყის მასივებს, რომელიც ახლა ცეცხლის ალშია გახვეული. მაშინ ბუნებრივი მშვენიერების განადგურება რუსეთის დიდ გულისწყვეტას არ იწვევდა ახლა კი ამ მძიმე ჭრილობიდან არც თუ დიდი ხნის შემდეგ თვითონ გამოთქვამს სურვილს ცეცხლის ლიკვიდაციაში, როგორც მეგობარმა, ისე მიიღოს მონაწილეობა? ბოდიშით, მაგრამ ეს არ არის უანგარო ნაბიჯი, ეს კრემლის მიზანმიმართული პოლიტიკის ერთ-ერთი გამოხატულებაა. თუ საქართველოს მთავრობა დათანმხდება შემოთავაზებას, ეს იქნება რუსეთის სამომავლო დიდი გამარჯვება, რადგან ის ყოველთვის გაუსვამს ხაზს, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში საქართველომ დახმარება კვლავ რუსეთს სთხოვა, ეს კი თავისთავად რუსეთს რეგიონში ''კარგი ბიჭის'' იმიჯის შექმნაში დაეხმარება, სწორედ ეს მიზეზი გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი ამას უანგაროდ როდი აკეთებს, ამიტომ საქართველომ მორალური იდეალებიდან გამომდინარე აღნიშნული შემოთავაზება არ უნდა მიიღოს. ახლა სხვა პრობლემები გვაქვს, ყველა უნდა გაერთიანდეს, არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ სტიქიით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს, ეს ყველას ერთნაირად გვეხება და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ განადგურებულის ხელახლა აღორძინება შევძლოთ და მომავალში ისეთი ორგანიზებულობა გავწიოთ, რომ მსგავს სამარცხვინო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ და ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილი ჩვენვე მოვაგვაროთ.imageimageimageimageimage





0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:დეტექტივი 2
დეტექტივი 2
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0