x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
,,რუსი ტურისტების ფოტოები იდებოდა ამას წინათ და მაშინ ვთქვით ნაწილი მაინც სპეცები იქნებიანო'' - პაატა გიგაურის სკანდალური განცხადება

* “რუსი ტურისტების ფოტოები იდებოდა ამას წინათ და მაშინ ვთქვით ნაწილი მაინც სპეცები იქნებიანო'' - პაატა გიგაურის სკანდალური განცხადება *


ბოლო დღეებში საქართველოს მძიმე დღეები უდგას. არაბუნებრივად სწრაფად ჩნდება ცეცხლის კერები ტყეებსა თუ ხეობებში. განსაკუთრებული ხანძარი კი ბორჯომის ხეობაში მძვინვარებს, რომლის ჩაქრობასაც ქართული, თურქული, აზერბაიჯანული და ბელორუსიის ტექნიკით ამ დრომდე ცდილობენ. სოციალურ ქსელში მოსახლეობა სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამს, მათ შორის იმასაც ფიქრობენ, რომ ეს ხანძრები შემთხვევითი არ არის და ადგილი აქვს დივერსიას. ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და ჩვენ არ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ ზემოთხსენებული ხანძრები შემთხვევით არის გაჩენილი, დაუდევრობით თუ განზრახ. image
მანამდე კი დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თანამეთაური პაატა გიგაური “Facebook'' გვერდზე თავის აზრს გამოთქვამს და სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო დღეების განმავლობაში ის ტყეები იწვის მასიურად, სადაც ჩვენი არმიის ცოცხალი ძალა და ტექნიკა იყო შეფარებული 2008 წელს. ბორჯომის ხეობა, ატენის ხეობა გორისკენ ... პლუს ანანურთან ... დაემთხვა? შეიძლება ... მაგრამ ასეთი დამთხვევები არ ხდება ...
კარგად ეკიპირებული რუსი ტურისტების ფოტოები იდებოდა ამას წინათ და მაშინ ვთქვით ნაწილი მაინც სპეცები იქნებიანო ...
პ.ს. ფოტოზე დონბასია, ორი დღის წინ რუსებმა ტყე დაწვეს ლუგანსკის რაიონში''.image

ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა. უმეტესობა კომენტარების სახით აფიქსირებს თავის აზრს და ეთანხმება გიგაურის განცადებას. გიგაური კომენტარებში ასევე წერს: “მცხეთაშიც იყო ხანძრის გაჩენის მცდელობა, მაგრამ დროზე აღკვეთეს. სადაც პოზიციებია ჩვენების იქ''.image

0
596
6-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0