x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცით რატომ ატარებდა პრინცესა დიანა ორ საათს ერთ ხელზე? - საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ახლა გაირკვა
image


უკვე 20 წელზე მეტი გავიდა, რაც ბევრისთვის საყვარელი პრინცესა დიანა დაიღუპა, თუმცა მის მიმართ ჟურნალისტების ინტერესი ჯერ კიდევ არ ცხრება. მასმედიაში ისევ და ისევ ჩნდება ახალი საიდუმლოებები, რომლებიც დიანას სიცოცხლეში ფარდააუხდელი დარჩა და მხოლოდ ახლა საჯაროვდება.


image


ცოტა ხნის წინ ჟურნალისტები დაინტერესდნენ პრინცესას ძველი სურათით, რომლებზეც დიანას ერთ ხელზე ორი საათი უკეთია. ფოტო 1981 წლის ივლისში, ინგლისში, ვინდსორში, Guards Polo Club-შია გადაღებული: მომავალი პრინცესა უკვე დანიშნული იყო ჩარლზზე და უყურებდა, როგორ თამაშობდა მისი მომავალი მეუღლე პოლოს.



image


აღმოჩნდა, რომ წვრილი, ოქროს სამაჯურიანი საათი დიანას ეკუთვნოდა, მეორე კი - ჩარლზს. პრინცესამ საყვარელი მამაკაცის საათი გაიკეთა, როგორც თილისმა, რათა ტახტის მემკვიდრესათვის შეჯიბრში წარმატება მოეტანა.


სხვათა შორის, შეიძლება დადასტურებით ითქვას, რომ სწორედ პოლოს წყალობით მოხდა მომავალი წყვილის პირველი შეხვედრა. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა დიანას 18 წელი შეუსრულდა. იგი მეგობრებთან დარჩა სასეკსში და გაიგო, რომ უელსის პრინციც აპირებდა იქ ღამით დარჩენას, რადგან იმ ადგილებში პოლოს სათამაშოდ იყო ჩასული.


image


"ვთქვი, რომ მასთან შეხვედრა მინდოდა, თუმცა ეს სიმართლე არ იყო", - იხსენებდა მოვიანებით ლედი დი.

შედეგად, დიანამ და ჩარლზმა ამ უკანასკნელის ბიძის, გრაფ მაუნტბეტენის მკვლელობის შესახებ საუბარში გაატარეს საღამო.


"ვუთხარი, მხარდაჭერა გჭირდება-მეთქი და მაშინვე ჩემი კოცნა მოინდომა, - ყვებოდა დიანა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ ეწოდა "შურისძიების კაბა" პრინცესა დიანას ამ სამოსს - საიდუმლო, რომელიც დიდხანს ამოუხსნელი

image


2. ვინ უყვარდა სინამდვილეში გალაკტიონის მუზას და რატომ არ კითხულობდა პოეტის ლექსებს მერი

image


3. რატომ მოიკლა თავი სტალინის ცოლმა - სიყვარულის ისტორია, რომელიც დღემდე საიდუმლოა

image


4. ქალის 20 ფრაზა, რომლებსაც მამაკაცები არასწორად იგებენ - ლექსიკონი კაცებისთვის!

image


5. რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული იგავიimage








0
10314
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
10314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0