x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მიჯაჭვულობა და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში
image
ტერმინი მიჯაჭვულობა მოდის ე.წ.მიჯაჭვულობის ფსიქოლოგიიდან, რომელიც გასული საუკუნის შუა პერიოდში შეიმუშავეს ჯ.ბოულბიმ და მ.ეინსვორტმა.მათ შრომებში საკვანძო ტერმიებია:ემოციური კავშირი, მიჯაჭვულობა და მიჯაჭვულობის ქცევა.ემოციეური კავშირი- ეს არის შედარებით ხანგრძლივი კავშირი, სადაც სხვა ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება.ემოციური კავშირის დროს ადგილი აქვს სურვილს მასთან სიახლოვის.მიჯაჭვულობა- ეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თანახლავს დაცულობის გრძნობა.როცა თქვენ ვინმესთან ხართ მიჯაჭვული, მის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობთ.აქედან გამომდინარე, ბავშვის დამოკიდებულებას მშობლის მიმართ შეიძლება ვუწოდოთ მიჯაჭვულობა.ხოლო მშობლის დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ ამას ვერ ვუწოდებთ., ვინაიდან მშობელი ბავშვის გვერდით თავს დაცულად არ გრძნობს.თუმცა მოზრდილს შეიძლება მიჯაჭვულობა ჰქონდეს პარტნიორთან ან მეგობართან.ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში.მიჯაჭვულობის ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს ან მოზრდილს მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიახლოვე ადამიანთან, რომელთანაც მიჯაჭვულია.ეს შეიძლება იყოს ღიმილი, თვალებით კონტაქტი, მიმართვა, ტირილი, ჩახუტება, შეხება.მოზრდილები კომფორტულად გრძნობს თავს, როცა ვინმეს მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობას განიცდიან, ხოლო ბავშვებისთვის მიჯაჭვულობის გრძნობის განცდა აუცილებელია.მოზრდილის მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობის გარეშე ბავშვი სრულფასოვნად ვერ ვითარდება.პოზიტიური ემოციური კავშირი მოზრდილსა და ბავშვს შორის ეხმარება მას დაძლიოს შიში და შფოთვა, გაუმკლავდეს სტრესს და ფრუსტრაციას, შეიმეცნოს სამყარო.პოზიტიური მიჯაჭვულობა ბავშვის ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ემოციური იმპულსების კონტროლის უნარის ფორმირებას, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გაჩენას, საკუთარი და სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარის გამომუშავებას, სხვა ადამიანთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უწყობს ხელს.პოზიტიური მიჯაჭვულობა განვითარების შეფერხების რისკსაც ამცირებს.

მიჯაჭვულობის დარღვევამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს არა მარტო სოციალურ კონტაქტებზე, სინდისის, პირადი ღირსების გრძონებების ჩამოყალიბებაზე, ემპათიის(სხვა ადამიანთა გრძნობებში წვდომისა და თანგრძნობის)უნარზე, არამედ ის ბავშვის ემოციური, სოციალური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს.ბავშვებს, რომლებიც მიჟაჭვულობის გრძნობის დეფიციტს განიცდიან, სამყაროს შეცნობისა და ადამიანთა შორის დამოკიდებულების არაადექვატური აღქმა გამოუმუშავდებათ, მიჯაჭვულობის პატერნი შეიძლება გადაეცეს ერთი თაობიდან მეორეს, ანუ საკუთარი ბავშვობის გამოცდილება გავლენას ახდენს საკუთარ შვილებთან ემოციური კავშირის ფორმირებაზე.

ბავშვის ზრდასთან ერთად მიჯაჭვულობის ფორმები რთულედება, თანდათანობით ისინი გარდაიქმნება გარკვეულ პატერნებად- ადამიანის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებებად.ბავშვობაში ჩამოპყალიბებული მიჯაჭვულობის ტიპი საკმაოდ მდგრადია, მისი მოდიფიკაცია მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

განშორება ადამიანთან, ვისთანაც ვართ მიჯაჭვული, იწვევს მოსალოდნელი დანაკარგის მტკივნეულ გრძნობას.ამიტომ ხშირად ნეგატიური რეაქცია უფრო სასურველია, ვიდრე მისი არქონა.აქედან გამომდინარე, ადამიანი შეიძლება მიჯაჭვული იყოს მისდამი, ვინც აყენებს ფიზიკურ ან ემოციურ ზიანს.მიჯაჭვულობის გრძნობამ შეიძლება დაჩრდილოს ყველა სხვ მოთხოვნილება, მათ შორის გონებაც კი.მაგალითად, ქალი შეიძლება ცხოვრობდეს მამაკაცთან, რომელიც მასზე ფიზიკურად ძალადობს.


თავდაპირველად მ.ეინსვორტმა გამოყო მიჯაჭვულობის 3 ტიპი:სანდო, განრიდებული და ამბივალენტური.

როგორც კვლევებმა აჩვენეს, მიჯაჭვულობის ტიპი გავლენას ახდენს ურთიერთობაზე სხვა ადამიანთან, თვითშეფასებაზე, პარტნიორის შერჩევაზე, სასიყვარულო ურთიერთობების სტაბლობაზე, დეპრესიის განვითარებაზე, ცხოვრებისეული კრიზისების დაძლევაზე, სამუშაოზე.


სანდო მიჯაჭვულობის ტიპის მქონე ადამიანები განიცდიან ბედიერებას, ენდობიან სხვა ადამიანებს, თავის საქმიანობაში თავდაჯერებულად ფრძონებენ თავს, ნაკლებას ეშნიათ შეცდომის დაშვების, არ უშვებენ რომ პირადმა ურთიერთობებმა ხელი შეუშალოს მათ მუშაობაში.

განრიდებული მიჯაჭვულობის ტიპის ადმიანებს აქვთ ახლო ურთიერთობების შიში, ემოციური აღმაფრენა და ვარდნა, ახასიათებთ ეჭვიანობა.ისინი სამუშაოს იყენებენ იმისთვის, რომ გაექცნენ სოციალურ ურთიერთობებს.მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეთ, ხშირად უკმაყოფილონი არიან სამუშაოთი.

ამბივალენტური მიჯაჭვულობის ტიპის ადამიანებს ახასიათებთ ემოციური უკიდურესობები, აკვიატებული სიყვარული, ეჭვიანობა.ისინი დამოკიდებულნი არიან შექებაზე, ეშინიათ იგნორირების, უშვებენ სიტუაციებს, როდესაც პირადი ურთიერთობები და სამუშაო ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის.

არასანდო(განრიდებული და ამბივალენტური)მიჯაჭვულობის ტიპის მქონე ადამიანები უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში, ხანგრძლივ თერაპიულ დახმარებას საჭიროებენ.

4
200
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
200
  
2017, 24 აგვისტო, 12:39
კარგით,მადლობა.
2017, 24 აგვისტო, 9:59
მარიამ , გადადით ჩვენს ფბ-ს გვერდზე და ნახავთ ჯგუდს და გაწერვიანდით, წარმატებები!
2017, 24 აგვისტო, 0:05
არა, არ ვარ.
2017, 23 აგვისტო, 9:57
ავტორთა ჯგუფში ხართ ფბზე?
0 1 4