x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
NASA-მ ახალი გამაოგნებელი ფოტოები გამოაქვეყნა– დედამიწა ღამით (ეს უნდა ნახოთ)

ყოველი ათწლეულის განმავლობაში NASA-ს მიერ იქმნება რუკები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პოპ კულტურაში, ეკონომიკის, სოციოლოგიისა და გარემოს დაცვით კვლევებში. ამჟამად NASA–ს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ახალი გლობალური რუკები– დედამიწა ღამით. ეს რუკები ყველაზე მკაფიო შეხედულებებს იძლევიან, დედამიწის თუ რომელ უბანშია მეტი ადამიანი დასახლებული. ღამის დედამიწის სატელიტური გამოსახულებები 25 წლის განმავლობაში ფუნდამენტური კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენს.


image


ახალი ფოტოკრებული "დედამიწა ღამით კოსმოსის სივრციდან" წარმოგვიდგინა NASA–ს ობსერვატორმა Joshua Stevens–მა, რომლის შესაქმნელადაც NASA–ს კოსმოსური ხომალდი Goddard–დან გამოიყენა Suomi NPP VIIRS–ს მონაცემები. 2011 წლიდან სატელიტის ჩაშვების შემდეგ, NPP ჯგუფის მეცნიერებმა გაანალიზეს ღამის განათების მონაცემები და შეიმუშავეს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და ალგორითმები, რათა ღამის ხედვის სურათები უფრო ნათელი, უფრო ზუსტი და ადვილად ხელმისაწვდომი გაეხადათ.


image




მეცნიერებმა შექმნეს დისტანციური ზონდირების ტექნიკა, რომელიც თამაგზავრის სინათლის წყაროს გაფილტრავდა და შედეგად მაღალი ხარისხით დამუშავებულ ფოტოებს მიიღებდა. პირველი თანამგზავრული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს მსგავსი რაოდენობრივი ღონისძიებები, არის VIIRS. VIIRS მომენტალურად ასრულებს ყველა საჭირო ცვლილებას დროის ნებისმიერ საჭირო მონაკვეთში. თანამგზავრი Suomi დედამიწაზე 13:30 და 1:30 საათზე ყოველდღე ახდენს დაკვირვებას, ასევე შეუძლია მისი 3000 კილომეტრიანი ვერტიკალური ბრუნვა აღბეჭდოს.


imageimageimage

NASA–ს გუნდმა საჭირო ინსტრუმენტების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუქმნა იმის პირობა, რომ დედამიწის ბრუნვას თვალი ადევნონ ნებისმიერ დროს ონლაინ რეჟიმში. ინსტრუმენტს ასევე მოკლევადიანი ამინდის პროგნოზირების და კატასტროფების მართვის პოტენციალი აქვს. "ხელსაწყო VIIRS–ის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ციკლურ ცვლილებებს, წვიმას, მიწისძვრებს, შტორმს, ადამიანის საქმიანობის დროს, მიგრაციას, სადღესასწაულო განათებებს"– ამბობს NASA–ს ერთ–ერთი დეველოპერი.


imageimageimageimage


იხილეთ აგრეთვე:


NASA-მ პლანეტა მარსის ახალი, გამაოგნებელი ფოტოები გამოაქვეყნა


2
1098
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1098
  
2017, 22 აგვისტო, 20:38
გაიხარე გუჯა.
2017, 22 აგვისტო, 20:06
ენახა ეს სტატია ჯორდანო ბრუნოს, როგორ "გაუსწორდებოდა".
საინტერესოა მაკა და "ზალპით" წავიკითხე.
0 1 2