x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსახიობები,რომლებმაც მხოლოდ ერთი როლით გაითქვეს სახელი
კულტურის ყველა სფეროდან ვიცნობთ ადამიანებს(პოეტებს, მწერლებს, მუსიკოსებს, არქიტექტორებს..მხატვრებს უფრო იშვიათად), რომლებმაც მხოლოდ ერთი ნაწარმოებით დაგვამახსოვრეს თავი და სხვა რაიმე ღირებული არც შეუქმნიათ.


გამონაკლისი არც კინომატოგრაფიაა, არსებობენ მსახიობები, რომლებიც ხანგრძლივი კარიერის და მრავალ ფილმებში მთავარი თუ მეორეხარისხოვანი როლების შესრულების შემდეგაც, მათი ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად(სხვათა შორის უმეტესობას სძულს ის კონკრეტული როლი), მაინც იმ პოპულარული როლის მძევლებად დარჩნენ.


1)კერი-ენ მოსი-(ტრინიტი "მატრიცა"-1999)-მსახიობის პოპულარობა სწორედ ამ ფილმით დაიწყო და დღემდე გრძელდება, მაყურებელს სწორედ ტრინიტის სახე:შავ ლატექსში გამოწყობილი გოგონა-ჰაკერი ახსოვს.

"შოკოლადში" გადაღების შემდეგ კინოკრიტიკოსები კერი-ენ-მოსის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მაგრამ უშედეგოდ, მსახიობი წლების განმავლობაში ცდილობდა "ლატექსის" ნიმუშს გაქცეოდა... დღეს უკვე 50 წლის მსახიობი "ტრინიტად" დარჩა მაყურებლისათვის.


image


image



2) მიშელ მერსიე-("ანჟელიკა"-1964)-მსახიობის უზომო პოპულარობა ანჟელიკას როლის შესრულების შემდეგ მოვიდა(გადაიღეს 4 წლის განმავლობაში 5 ფილმში ანჟელიკაზე), შემდეგ იყო მონაწილეობა ფილმებში:"მსოფლიოს უძველესი პროფესია", "წინაპართა ძახილი" "კარგი რომი" და სხვა, თუმცა მიშელ მერსიე სამუდამოდ დარჩა "ანჟელიკას" მძევალი.

image

image


3)ვივიენ ლი-(სკარლეტი "ქარწაღებულნი"-1939)-უდავოდ მსოფლიო კინომატოგრაფიის შედევრი, 8 გზის ოსკაროსანი ფილმი, თუმცა წლების შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვივიენ ლის საშინლად შესძულდებოდა სკარლეტის როლი, რომელიც მთელიც ცხოვრება აჩრდილივით დასდევდა.

image

image



4)ალექსანდრ დემიანენკო-(შურიკა-"ოპერაცია ი და სხვა თავგადასავლები"-1965-დან 1973 წლამდე)-ისევ როგორც ვივიენ ლის, ალექსანდრ დემიანენკოს საშინლად შესძულდა შურიკას როლი, 1965 წლამდეც და მის შემდეგაც დემიანენკომ მრავალ მნიშვნელოვან ფილმში ითამაშა ხასიათობრივი როლები მაგრამ უშედეგოდ...დარჩა მარად "შურიკად"

image


image


image




5) სვეტლანა სვეტლიჩნაია-(ანა სერგეევნა "ბრილიანტის ხელი"-1969)-სვეტლიჩნაიამ მას შემდეგ კიდევ 30 ფილმში ითამაშა, თუმცა ანა სერგეევნას ეპიზოდურმა როლმა და მისმა წარმოთქმულმა საყოველთაოდ ცნობილმა ფრაზამ:" «Не виноватая я! Он сам пришел!" მსახიობი თაობების კუმირად და სექს-სიმბოლოდ აქცია.

image


image


6)ლინდა ჰემილტონი-(სარა კონორი "ტერმინატორი")-მსახიობმა კიდევ ბევრ ფილმში გაიელვა, მაგრამ ეს იყო უფერული "გაელვება", იგი მარად დარჩა მაყურებლისათვის, როგორც მებრძოლი ბოევიკი დედა.



image


image



7) რობერტ ენგლუნდი-(ფრედი კრუგერი-"საშინელება თელების ქუჩაზე"-1984)-ენგლუნდმა ამ სერიებში თამაშის შემდეგ ვერაფერი ყურადსაღები როლის შესრულება ვეღარ მოახერხა.


image


image


8)მაიკლ ჯეი ფოქსი-(მარტი მაკფლაი "უკან მომავალში-1985)-რობერტ ზემეკისის საკულტო ფილმი-ტრილოგია დროში მოგზაურობაზე უდავოდ შედევრია და თაობების უსაყვარლესი ფილმი, კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა ფოქსმა, შემდეგ უკვე პარკინსონის დაავადებამ მსახიობი კიდევ უფრო უკანა პლანზე მოისროლა და სამუდამოდ დატოვა ლეგენდარულ მარტი მაკფლაიდ.

image



image


9)პოლ ჰოგანი-(დენდი მეტსახელად "ნიანგი"-1987)-მსახიობი სამუდამოდ ჩარჩა ავსტრალიელ რეპტილიებზე მონადირეს ტიპაჟად და მას ვერაფრით გაექცა.

image

image


10)სამი ნასერი (ტაქსისტი დანიელი "ტაქსი"-1998)-მსახიობს ძალიან სურს ითამაშოს რამე სხვა როლი, თუმცა ეს არც თუ მარტივი გამოდგა, მაყურებლებს აღარ აინტერესებთ ნასერის სხვა როლი.


image


image


3
604
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
604
  
2017, 22 აგვისტო, 19:15
უყურე შენ! შანსი მეც მქონია აბა გავხდე ცნობილი. :))))))
0 1 3