x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
უჩვეულო Wi-Fi ქვა, რომელიც გაგაოცებთ

ბევრისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ოთხი ასოა Wi-Fi, თუმცა ძირითადად რა მისია აქვს და ვინ გამოიგონა, ეს ბევრმა თქვენგანმა ალბათ აქამდე არ იცოდა. Wi-Fi-ს საშუალებით მონაცემთა გადაცემა ხდება რადიო ტალღების მეშვეობით და გამოიყენება შიდა ქსელებზე მისაბმელად, არის უსადენო კავშირი. გაგიკვირდებათ და ის ქალმა Hedy Lamarr-ი გამოიგონა.


image

გერმანიის ერთ–ერთი სოფლის ტყეში უჩვეულოს ვერაფერს შეამჩნევთ, მხოლოდ ერთ ლოდს, რომელსაც ცეცხლისგან აქვს ერთი კუთხე გამურული. გასაკვირია რა თქმა უნდა, დროდადრო ვის და რატომ უნდა მოსვლოდა აზრად ქვაზე ცეცხლის დანთება?


imageimageimage

1, 5 ტონიანი ქვა ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც არამ ბარტოლომ შექმნა და სახელწოდებაც მისცა "Keepalive". ქვის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მასში დამალულია Wi-Fi როუტერი, რომელიც აღჭურვილია თერმოელექტრული გენერატორით. როდესაც გენერატორი აკონვერტებს სითბოს, შესაბამისად როუტერი იწყებს ამოქმედებას. ამისათვის კი ქვის იმ კუთხეში, სადაც ეს მოწყობილობაა დამალული, უბრალოდ ცეცხლი უნდა დაანთოთ. ინტერნეტის ჩართვის შემთხვევაში შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ფაილები გადარჩენასთან დაკავშირებული თემებით, გზამკვლევი და ა.შ.


imageimage

ბერლინის მხატვარმა არამ ბორტალომ ინსტალაცია 2010 წელს შექმნა და ის წარმოადგენდა საზოგადოებრივ კედელს მეხსიერების ბარათით. ეს ბარათები თავდაპირველად აშენებული იქნა ნიუ–იორკის ზოგიერთ შენობებზე.


"Keepalive" მდებარეობს ტყის იზოლირებულ ზონაში, სადაც მიღწევა არც თუ ისე ადვილია და ინმარტება როგორც მოპოვებულის შენახვა.

image


იხილეთ აგრეთვე:


იცოდით Wi-Fi ვინ და რატომ გამოიგონა?

ქალის გამოგონებები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო ისტორია


10
213
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
22 აგვისტო, 19:48
ან მავიწყდება, ან მეზარება, როდის ვივარჯიშე ბოლოს, აღარ მახსოვს :((
22 აგვისტო, 19:11
ხანდახან მსუბუქად წაივარჯიშე, კარდიოვარჯიშები ძალზე სასარგებლოა...
22 აგვისტო, 19:07
ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას კვების ჩათვლით, თუმცა სიზარმაცის გამო არ ვვარჯიშობ :)))
22 აგვისტო, 19:06
მადლობა ხატი :*
22 აგვისტო, 19:05
ძალიან საინტერესოა მაკა, ამის შესახებ მართლა არ ვიცოდი :)
22 აგვისტო, 18:57
შენ ჩემო მეგობარო სამოთხეში ყოფილხარ და ემანდ ფრთებიც არ გამოგესხას. :)
მართლა მიხარია და მომწონს მაკა შენეული მიდგომა, მეც ასე ვარ ტელეფონს ვიყენებ მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით.
22 აგვისტო, 18:36
მემგონი ინტერმედიის გარდა, არსადა არაფერზე არ ვარ დამოკიდებული :))) ნორმალური ტელეფონი მაქვს და ისიც მეუღლის მოულოდნელი საჩუქარი, თუმცა მხოლოდ ზარებზე საპასუხოდ და სამეისჯოდ ვიყენებ, ხოო და კიდევ სურათების გადასაღებად, ინტერნეტიც კი არ მაქვს ჩართული და არც მესსენჯერი. ბინაშიც მხოლოდ ახალი ქსელების ინტერნეტს მოვიხმარ ყოველგვარი რაღაც თეფშების და ბლოკების გარეშე. :))
22 აგვისტო, 18:31
მართლა ბედნიერი ხარ მაკა.
ჩემსავით, რომ იცოდეს ბევრმა ამ სისტე მის მუშაობის პრინციპი სისტემის როუტერებს სანაგვეში გადაუძახებდა.
22 აგვისტო, 18:22
მადლობა გუჯა. საბედნიეროდ არ მაქვს მე Wi-Fi.
22 აგვისტო, 18:11
საინტერესო სტატიაა
ჩემი კეთილი რჩევაა მაქსიმალურად ნაკლებად ისარგებლოთ საცხოვრებელ ბინებში Wi-Fi–ით, რადგან გამოსხივების ის დონე რასაც სისტემის ანტენა გამოასხივებს საკმარისია რიგი დაავადებების "ასაკიდებლად".
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10