x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არიან ბოლო წლებში დაღუპული ქართველი კანონიერი ქურდები

კანონიერი ქურდი — ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ტერმინი. „კანონიერი ქურდები“ — დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია. ტრადიცია ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში და ახასიათებს კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე. ძირითადად, „კანონიერი ქურდი“ ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს.
ქურდული კანონების თანახმად ქურდს არ აქვს უფლება ჰქონდეს ბიზნესი, ქურდმა არ უნდა ითანამშრომლოს პოლიციასთან, არ უნდა არიგებდეს ქურდის ტიტულს ფულის სანაცვლოდ, არ უნდა იყოს ნამუშევარი საჯარო სამსახურში და ა.შ.
არსებობს ე.წ. „ქურდული სტატისტიკა“, სადაც მოცემულია „კანონიერი ქურდების“ რაოდენობა, დემოგრაფიული და ეროვნული შემადგენლობა. ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში 485 კანონიერი ქურდია. აღსანიშნავია რომ ქურდების უმრავლესობა - 276 ადამიანი - ქართველია, რაც საერთო რაოდენობის 57%-ს შეადგენს.
წარმოგიდგენთ იმ ქართველი კანონიერი ქურდების სიას, რომლებიც 2017-2016-2015 წლებში დაიღუპნენ.image1) გურამ ჩიკაბერიძე პარმენოვიჩი (ჩიკჩიკა)
დაბადების თარიღი: 1939 წლის 15 ივნისი. დაბადების ადგილი ქუთაისი. ცხოვრობდა: ყაზახეთში, მოსკოვსა და ქუთაისში. მისი ნათლული იყო ტარიელ ონიანი. გარდაიცვალა 2017 წლის 10 იანვარს (77 წლის ასაკში).image2) სპარტაკ ბურდულაძე ავთანდილოვიჩი (სპარტაკ კახეთსკი)
დაბადების თარიღი: 1957 წ. დაბადების ადგილი: სიღნაღი, წნორი. ცხოვრობდა: სიღნაღის სოფელ ანაგაში, მოსკოვსა და თბილისში, ვაკეში. გარდაიცვალა: 2016 წლის 14 დეკემბერს (59 წლის ასაკში). სიღნაღში, ანაგაში კიბოს დიაგნოზით. image3) თეიმურაზ ცქიფურიშვილი (ფუსფუსა)
დაბადების თარიღი: 10 ივნისი, 1948 წელი. დაბადების ადგილი: თბილისი. ცხოვრობდა: თბილისში, ისანი, ავლაბარი. გარდაიცვალა 2016 წლის 14 სექტემბერს (68 წლის ასაკში), თბილისში. image4) მიხეილ კალანდაძე მიხაილოვიჩი (მიხო)
დაბადების თარიღი: 29 ივნისი, 1953 წ. დაბადების ადგილი თბილისი. საცხოვრებელი ადგილები: სახალინის ოლქი, ნოვოსიბირსკის რეგიონი, თბილისი. გარდაიცვალა 2016 წლის სექტემბერში (63 წლის), თბილისში.image5) გიორგი ზედაშიძე კონსტანტინოვიჩი (კუკურა თვალება)
დაბადების თარიღი: 1927 წლის 15 ოქტომბერი. დაბადების ადგილი: ქუთაისი. მოინათლა 1949 წელს (21 წლის ასაკში). გარდაიცვალა: 2 აგვისტოს, 2016 წ-ს (88 წლის ასაკში), ქუთაისში. image6) რომა გაბუნია ამირანოვიჩი (რომანა)
დაბადების თარიღი: 4 აგვისტო, 1959 წ. დაბადების ადგილი: თბილისი. ცხოვრობდა: თბილისში, ნახალოვკაში. გარდაიცვალა: 2016 წლის 8 თებერვალს (56 წლის ასაკში), თბილისში. image7) ომარი გაბუნია იროდიონოვიჩი (აქლემი)
დაბადების თარიღი: 1945 წ. დაბადების ადგილი: სოხუმი. გარდაიცვალა 2016 წელს (71 წლის ასაკში), თბილისში.
image

2
2314
6-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2314
  
2017, 23 აგვისტო, 20:55
რა თქმა უნდა ასეა!
2017, 23 აგვისტო, 19:37
კანონიერი ქურდების ერთადერთი ადათ-წესი და ფასეულობა არის კაცის კვლა და ტერორი, საბჭოთა კავშირის მრავალ სიმახინჯეთაგან ერთ-ერთია, ხოლო ის რომ 57% ქართველია, ჩემთვის საამაყო კი არა პირიქით, სამარცხვინოა
0 1 2