x
სიზმრები და მათი ახსნა

რა არის სიზმარი? ალბათ ყოველ ჩვენგანს გასჩენია ეს შეკითხვა. მეცნიერული ახსნით, სიზმარი არის "ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმოდგენებისა, რაც, ძირითადად, უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა". ჩვეულებრივი ადამიანი მას უფრო მარტივი ენით ახსნის, ზოგიერთის აზრით, სიზმარს ბიოლოგიური დანიშნულება აქვს, კერძოდ, დასვენება, ზოგიერთი კი იმ აზრს უფრო ემხრობა, რომ სიზმარი ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ჩვენს ქვეცნობიერს გამოხატავს. მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ძილის წინ რაზეც ვფიქრობთ ის გვესიზმრება, ზოგჯერ კი ის, რაზეც საერთოდაც არ გვიფიქრია. ფაქტი კი ერთია, სიზმარი ალეგორიული ხასიათის მატარებელია. სიზმრებს დიდი ყურადღება დაუთმო გამოჩენილმა ფსიქოლოგმა, ზიგმუნდ ფროიდმა. მისი აზრით, სიზმრის შინაარსი შეესებამება ადამიანის გაუცნობერებელ სურვილებს, მისწრაფებებსა და მოტივებს. მე შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველასათვის ცნობილ სიზმარს და მათ ახსნას.

1. რას უნდა ნიშნავდეს სიზმარი, რომელშიც გველები გეხვევიან თავს?
ასეთი სიზმრები სხვადასხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს სხვადასხვა ადამიანისთვის, მათი ადგილმდებარეობის, ტიპის, სქესისა და რეალურ ცხოვრებაში გველისადმი დამოკიდებულების შესაბამისად. ზიგმუნდ ფროიდი გველში ხედავს ფალოსურ სიმბოლოს, მისი აზრით, ის გამოხატავს მამაკაცის ფიგურას, რომელსაც თქვენ სექსუალურად მიმზიდველად მიიჩნევთ. სიზმარში გველის კბენა თქვენ ან სხვების მიერ ჩადენილ შეურაცხმყოფელ ან მავნებელ შენიშვნებს წარმოადგენს. ხოლო გაქცევა იმ გველისგან, რომელიც მოგსდევთ სიმბოლურად მიუთითებს იმ ადამიანზე, რომლისაც გეშინიათ და რომელთან ერთად ყოფნის სურვილიც არ გაგაჩნიათ.

2. საკმაოდ ხშირია სიზმრები ღალატზე, თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ის?
სიზმრები ღალატზე საკმაოდ გავრცელებულია. ეს სიზმრები იმდენად მგრძნობიარე და ემოციურია, რომ ხშირია ფაქტები, როდესაც ახალგაღვიძებულები პარტნიორებს მართლა აბრალებენ ღალატს. რეალურად, სიზმრები ღალატზე უფრო მეტად საკუთარ ღირსებასა და ბრალეულობის შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. როდესაც სიზმარში პარტნიორი გღალატობთ თქვენ, ეს შესაძლოა იყოს თქვენი თავის კრიტიკის შედეგი, იმის გამო, რომ საკმარისად მიმზიდველი არ ხართ. ასევე შიშის იმისა, რომ პარტნიორი არ არის თქვენს გვერდით ბედნიერი და მიგატოვებთ. გარდა ამისა, ესეთი სიზმრები შეიძლება ურთიერთობაში ნდობის არარსებობის გამოც გეწვიოთ. ხოლო როდესაც სიზმარში თქვენ ღალატობთ მეწყვილეს, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ რაიმე ახლის და გასაოცარის ძიებაში ხართ. ასევე, ესეთი სიზმარი დაკავშირებულია დანაშაულის გრძნობასთან, თუკი თქვენ სხვისთვის სხვაგვარად შეგიხედავთ.

3. სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიზმარი არის მკვლელობასთან დაკავშირებული. ზოგადად, სიზმრები, რომელშიც თქვენ კლავთ ვინმეს ან თავად თქვენ გკლავენ, გამოხატავს თქვენს ქვეცნობიერს, რომელიც ცდილობს თავიდან მოიშოროს თქვენი "უსიამოვნო" ნაწილი. ესეთი სიზმრები გამოხატავს ბრაზს სხვების ან საკუთარი თავის მიმართ. მიჩნეულია, რომ მკვლელობით თქვენ ასრულებთ ურთიერთობას იმ ადამიანთან, რომლის მიმართაც ნეგატიურად ხართ განწყობილნი (ეს შეიძლება იყოს თქვენი საკუთარი თავიც). ასევე, ადამიანი, რომელიც გკლავთ სიზმარში, შესაძლოა იყოს ის, ვისგანაც თავს გულნატკენად ან იმედგაცრუებულად გრძნობთ.

4. როდესმე დაგსიზმრებიათ სიზმარი, რომელშიც რაიმე უბედური შემთხვევის მონაწილენი ან თვითმხილველნი ყოფილხართ? თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ეს? მიჩნეულია, რომ სიზმრები, რომელშიც უბედური შემთხვევის მონაწილენი ხართ, გამოხატავს რაიმე საქციელის გამო საკუთარი თავის დასჯის მცდელობას, სინდისის ქენჯნას. ასევე, შესაძლოა მიუთითებდეს რაიმე შეცდომაზე, რომელიც დღის განმავლობაში დაუშვით. გარდა ამისა, ესეთი სიზმრები ატარებს წინასწარმეტყველურ ხასიათს, რადგან გესიზმრებათ მაშინ, როდესაც გეშინიათ რაიმე შეცდომის ჩადენის ან არასწორი ნაბიჯის გადადგმის. ხოლო, როდესაც თვითმხილველის ამპულაში იმყოფებით, შესაძლოა იყოს იმის შედეგი, რომ დღის განმავლობაში ვინმეს შეცდომის მომსწრენი გახდით. ასევე, მიჩნეულია, რომ უბედურ შემთხვევაში მონაწილე ადამიანის მიმართ გამოძრავებთ ბრაზი და შურისძიება.

5. საკმაოდ ცნობილია ასევე ფრენასთან დაკავშირებული სიზმრები. ზოგადად, ესეთი სიზმრები შესაძლოა მიუთითებდეს სიხარულზე, ბედნიერებაზე, კეთილგანწყობაზე, რომელიც ცხოვრებაში გაგაჩნიათ. თუმცა, ასევე სიზმარში ფრენა გამოხატავს რეალურ ცხოვრებაში თავისუფლების შეზღუდვას, თქვენ სიზმარში პოულობთ ხსნას ფრენის სახით. გარდა ამისა, როდესაც ფრენის დროს ქვემოთ იყურებით, ეს მიუთითებს სხვების ან საკუთარი თავის მიმართ ნეგატიურ განწყობაზე.

6. ასევე საკმაოდ საინტერესოა ცეცხლთან დაკავშირებული სიზმრები. ცეცხლს სიზმარში უამრავი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს ამ პერიოდში. ძირითადად, ცეცხლი ასოცირდება შინაგან გარდაქნასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვაც არის მონაწილე. გარდა ამისა, სიზმარში ცეცხლი გამოხატავს თქვენს მწვავე გრძნობებს, ბრაზს. ასევე, შესაძლოა მიუთითებდეს თქვენს სექსუალურ ან შემოქმედებით ძლიერ ემოციებზე, ვნებაზე. როდესაც სიზმარში ცეცხლით რაიმე ნადგურდება, ეს სიმბოლურად აღნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არ არის წესრიგში.

7. როდესმე თუ დაგსიზმრებიათ თქვენი თავი ციხეში? მას საკმაოდ ბევრი მნიშვნელობა აქვს. ასეთი სიზმარი გამოხატავს თქვენს დანაშაულის გრძნობას, რომელიც არ გასვენებთ. ასევე, შესაძლოა მიუთითებდეს, რომ თქვენ გაკლიათ თავისუფლება და ვერ გამოხატავთ საკუთარ თავს. გარდა ამისა, ასეთ სიზმრებში ყურადღება მახვილდება ბავშვობის დროს მიღებულ ტრავმაზე. ასევე, მიუთითებს თქვენს ემოციურ ჩაკეტილობაზე.

8. კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებულია სიზმარში ვარდნა. ეს სიზმარი შეიძლება დაკავშირებული იყოს ყველაფერ ისეთთან, რასაც ახასიათებს ვარდნა - ფინანსები, სტატუსი, ურთიერთობები, მოლოდინები, ა.შ. თქვენი პერსპექტივა, შეხედულებები შესაძლოა ქვემოთ ეცემოდეს ან არ ვითარდებოდეს ისე, როგორც ვარაუდობდით. ასევე, სიზმარში ვარდნა შესაძლოა ხაზს უსვამდეს თქვენს რისკებსა და საკუთარი თავის საფრთხეში ჩაყენებას. გარდა ამისა, ვარდნა ასოცირდება თქვენს დაბრკოლებასთან ან დამარცხების, წარუმატებლობის შიშთან. ასევე, მიუთითებს თქვენს აღელვებულობასა და კონტროლის არქონაზე.

0
1072
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
1072
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0