x
image
natia.a
როგორ გავაახლოთ სამზარეულო დიდი დანახარჯების გარეშე - დაიმახსოვრეთ ეს ხერხები!
image


თუ თვლით, რომ ოთახის გაახლება და გალამაზება აუცილებლად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ძალიან ცდებით. იმისათვის, რომ სრულიად შეცვალოთ სამზარეულოს სივრცე, სულაც არ არის საჭირო ფულის წლობით დაგროვება. ამის დასტურია ქვემომოცემული ფოტოები, რომლებიც რემონტამდე და რემონტის შემდეგ არის გადაღებული. საბოლოო ჯამში, იდეალური შედეგის მისაღებად საჭიროა შრომა, ცოტაოდენი მოთმინება და ფანტაზიის უნარი.



1. გადაღებეთ ხის ფასადი უფრო მოკრძალებულ ფერებში


image

რუხი საღებავით შეღებვამ ჩვეულებრივი "სოფლის" გარნიტურა თანამედროვე სტილურ სამზარეულოდ აქცია.


2. ორი ფერის კონტრასტზე თამაში



image
ზედა რიგში კარადების შეცვლა ღია თეროებით და ავეჯის ზღვის ფერებში შეღებვა მინიმალურ დანახარჯს მოითხოვს, თუმცა სრულიად ცვლის მოსაწყენ ინტერიერს.


3. კონტრასტისა და სინათლის დამატება


image

ამ სამზარეულოს მთავარი შტრიხი არა მხოლოდ ფერების ჰარმონიული შეხამებაა, არამედ იმპროვიზებული ფანჯარა, რომელიც მნიშვნელოვნად მატებს ოთახს სინათლესა და სიმყუდროვეს.



4. კაშკაშა საღებავების მოკრძალებული ფერებით შეცვლა

image

ისევ და ისევ თეთრი საღებავი სტაფილოსფერის მაგივრად, ფასადებზე მოლდინგები და დაგურული თაროების მაგივრად ღია ვიტრინები, ძველმოდურ სამზარეულოს ტანამედრობე სივრცედ აქცევს.


5. სივრცის გათავისუფლება


image



მუქი ზედა და ღია ქვედა ნაწილი, რაც შეიძლება მეტი ღია სივრცე - ყოველივე ეს უღიმღამო ოთახს ჟურნალის გარეკანზე მოსათავსებელ სივრცედ აქცევს.


6. ფასადის გეომეტრიის შეცვლა


image
ამ ძველი სამზარეულოს ფასადები დაამუშავეს მოლდინგით და გადაღებეს ღია ფერებში, რის შედეგადაც "ბებიის" დროინდელი გარნიტურა საკმაოდ გათანამედროვდა.



7. ინტერიერისთვის სიმკაცრის მინიჭება


image
თუ ყურადღებით დააკვირდებით გადაკეთებამდე და გადაკეთების შემდეგ ფოტოებს, შესამჩნევია, რომ სამზარეულოში კარადები იგივე დარჩა. აბსოლუტურად ახალი სივრცის შეგრძნება კი მიღებულია ფასადებისა და კედლების კონტრასტულ ფერებში გადაღებვით და აქსესუარების დამატებით.

8. ძველი ავეჯის გამოყენება


image


ყველაზე ძველმა სამზარეულო გარნიტურამაც კი შეიძლება შეიძინოს მეორე სიცოცხლე. მთავარია სწორად ავირჩიოთ ფერთა გამა და აქსესუარები.

9. აქცენტის გაკეთება სამუშაო ზედაპირებზე


image


ხის სამუშაო ზედაპირები განსაკუთრებით მომგებიანად გამოიყურება თეთრ ფონზე. ამას დამატებული აქსესუარები სამზარეულოს სტერილური და უსიცოცხლო ოთახიდან მყუდრო და სასიამოვნო სივრცედ გარდაქმნის.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. თუ თქვენ ძალიან პატარა სამზარეულო გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

2. იცით რა განსხვავებაა ამ "შტეფსელებს" შორის? - ეს უნდა გაითვალისწინოთ!

image

3. ტუალეტში შესვლისას დახუჭეთ ცალი თვალი! - რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image

4. არასოდეს გადააგდოთ პლასტმასის ბოთლები - ეს საოცარი რამ ყველამ უნდა იცოდეს!

image

5. რატომ აქვს გაზის ღუმელს 4 "კონფორა" - საოცარი აღმოჩენა, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ!

image


0
1310
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0