x
image
მანჩო 777
გონებამახვილი კლიენტი: უწყინარი ხუმრობა თუ მარკეტინგული ხრიკი
მინდა, მოგითხროთ გონებამახვილ გერმანელ მამაკაცზე, რომლის ხუმრობის წყალობით ფირმა BriefGold დაიხურა... თუმცა, როგორც ამბობენ-დროებით.


image


თავდაპირველად მოგიყვებით, თუ რა საქმიანობას ეწევა ფირმა BriefGold. ის მუშაობს ძალიან ადვილი კონცეპტით: ინტერნეტის მეშვეობით ფირმა შეისყიდის ოქროს. კლინეტები ოქროს ნივთებს გზავნიან სპეციალური კონვერტის საშუალებით, ფირმა მას აფასებს და კლიენტს შესაბამის ფულს უგზავნის.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად ჟღერს, მაგრამ მსოფლიოში რა გამოლევს მხიარულ ადამიანებს, ჰოდა, ერთმა ასეთმა გონებამხიარულმა გერმანელმა ფირმის სლოგანი ძალიან არასერიოზულად მიიღო და დაუწყო მას უცნაური ნივთების გაგზავნა.

პირველი, რაც მან შესაფასებლად ფირმას გაუგზავნა, ეს იყო მისი ოქროსფერი ზაზუნას სურათი -გერმანულ ენაზე ამ ზაზუნას ჰქვია Goldhamster, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ოქროს ზაზუნა".

image


პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ კლიენტმა ფირმას გაუგზავნა დაზღვეულ კონვერტში ჩადებული DVD დისკი ფილმისა "ჯეიმს ბონდი-ოქროს თვალი" (James Bond - Golden Eye).



image
მისი უკანასკნელი გზავნილი იყო ყველაზე ღირებული ნივთი - მისი თქმით, ეს იყო ''იშვიათი'', ''უნიკალური'' ოქროს კურდღელი, რომელიც ჩვენმა ხალისიანმა მეგობარმა 5000 ევროდ შეაფასა, ანუ ფირმისაგან ნივთის სანაცვლოდ ეს თანხა მოითხოვა.



image


ფირმამ მოძალადე კლიენტის გზავნილები უყურადღებოდ არ დატოვა და აი რა პასუხი მისწერა მას:
"პატივცემულო.. უნდა გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ, თქვენს მიერ გამოგზავნილი ნივთი სხვა არაფერია, თუ არა ოქროსფერ ფოლგაში შეფუთული შოკოლადის კურდღლის ფიგურა. თქვენს მიერ მოთხოვნილი თანხა- 5000 ევრო, რა თქმა უნდა, არ გადმოგეცემათ. როგორც თქვენი წერილიდან ჩანს, ადრეც არაერთხელ გამოგიგზავნიათ ჩვენთვის ნივთები, რომლებიც სპეკულაციას არ ექვ ემდებარება. ჩვენ არ გვძალუძს შევაფასოთ dvd "James Bond - Goldeneye" და თქვენი ოქროსფერი ზაზუნას პორტრეტი (Goldhamster).
გვინდა დაგიზუსტოთ ჩვენი ბიზნესის კონცეფცია: ჩვენ ვყიდულობთ მხოლოდ ძვირფას ლითონს-ოქროს. როგორც ჩანს, თქვენ პრობლემა გაქვთ ნივთების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით, ამიტომ ვეცდებით დაგეხმაროთ. აი ოქროს დეფინაცია:
ოქრო-მენდელეევის პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფის მეექვსე პერიოდის ქიმიური ელემენტია, ატომური ნომრით 79. ის აღინიშნება სიბლოთი Au . ნივთიერება ოქრო-ყვითელი ფერის ძვირფასი ლითონია.
იმედი გავაქვს, რომ ამ წერილით ყველა საკითხი გადაიჭრა. გთხოვთ, აღარ გამოგვიგზავნით არაფერი, ოქროს გარდა."


image
მიღებული წერილი ჩვენმა მხიარულმა კლიენტმა მაშინათვე განათავსა ინტერნეტში და ფირმას დაცინვების ნამდვილი შტორმი დაატყდა თავს. მან ვერ გაუძლო ამდენ არასასურველ ყურადღებას და დროებით დაიხურა...ყოველ შემთხვევაში, ასე იუწყება საიტი.

imageთუმცა არის მოსაზრება, რომ ამ ისტორიას შეთქმულების და დივერსიის სუნი ასდიოდა. გავრცელდა ხმები, რომ ეს ყველაფერი ფირმა Lindt -ის მარკეტინგული განყოფილების ინიციატივით მოხდა, რათა გაეპიარებინათ ოქროს სააღდგომო კურდღელი (შოკოლადის კურდღელი).


image



0
133
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0