x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო მატჩი

ბევრი ფეხბურთის მოყვარული თვლის, რომ 90 წუთი - ძალიან ცოტაა.
მაგრამ ყველაზე სასოწარკვეთილმა მოყვარულებმა დაამტკიცეს, რომ ფეხბურთის თამაში უფრო დიდხანს შეიძლება.სწორედ მათ ითამაშეს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი.რის შედეგადაც გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდნენ.
imageდღეისთვის ყველაზე ხანგრძლივ მატჩად ითვლება, დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 11-12 აპრილს ჩატარებული თამაში.რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ, ბრისტოლის საფეხბურთო აკადემია და "ლიდს ბეჯერსი". თამაში გაგრძელდა 36 საათი. და დასრულდა ანგარიშით 285-255 "ლიდს ბეჯერსის" სასარგებლოდ. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ლიდსის თავდამსხმელმა ადამ მაკფიმ - 75 გოლი.
თითოეულ გუნდში 18 მოთამაშე იყო, საშუალოდ მათ მოედანზე 18 საათი გაატარეს. დათვლილია, რომ ამ მატჩის დროს ფეხბურთელებმა დაახლოებით 70 კილომეტრი ირბინეს.აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შესვენების დროს ფეხბურთელებს ეკრძალებოდათ მოედნის დატოვება.
პ.ს ნეტა როგორ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი, ისე რომ 1 დღეში წინ და უკან 70 კილომეტრი ირბინო? ან 75 გოლი მეკარეს რა ნამუსით უნდა გაუტანო?
ისე საინტერესოა ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც არ უშვებდნენ მოედნიდან? პრინციპში არაა გამორიცხული ფეხბურთის გამო რას აღარ იზამს კაცი....შარდის ბუშტს ვინ დაეძებს მაგ დროს.

1
411
5-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
411
  
2012, 15 ივნისი, 12:58
მეკარეს ღია კარის დღე ქონდა თუ აქცია დაარტყი და გამიტანე? :DD
0 1 1