x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
იტალიელებს კინოს და კალათბურთის ორი ლეგენდა სამუელ ჯექსონი და მეჯიქ ჯონსონი ემიგრანტებში შეეშალათ

image ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი სამუელ ჯექსონი და მსოფლიო კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა მეჯიქ ჯექსონი, რომლებიც იტალიის კურორტ ფორტე დელ–მარმიში დასასვენებლად ჩავიდნენ, იტალიელებს ემიგრანტები ეგონათ და მათი ნახვისას უკმაყოფილებაც გამოთქვეს: ჩვენს ხარჯზე უცხოელი ემიგრანტები ძვირადღირებულ კურურტებზე ისვენებენო.
კინოს და სპორტის ორი ცოცხალი ლეგენდა ბრენდულ მაღაზიაში ნაყიდით სავსე პარკებით დასასვენებლად გრძელ სკამზე არიან ჩამომჯდარი, ამ სურათმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათი თქმით უმუშევარი ემიგრანტები უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე თავად იტალიაში მცხოვრები და დასაქმებული იტალიელები.
თუმცა როგორც იქნა აღმოჩნდნენ ისეთებიც ვინც ამ სურათზე კინოს და კალათბურთის ორი ცოცხალი ლეგენდა ამოიცნო და აღშფოთებულებს ხუმრობით შეახსენა, რომ ცდებოდნენ და საქმე ჰქონდათ არა ემიგრანტებთან არამედ მილიონერ მსახიობთან და ყოფილ კალათბურთელთან. ქუჩაშიც მალევე ამოიცნეს ეს ორი ცნობილი ადამიანი და მალევე მათ ირგვლივ ცოცხალი "ჯაჭვი" დადგა იმ ადამიანებისა, ვისაც ორ ცნობილ ადამიანთან სურათის გადაღების სურვილი გაუჩნდა, არც ჯექსონებს უთქვამთ უარი და ბევრი იტალიელი წავიდა პოზიტიური განწყობით დატვირთული.
სოციალური ქსელის მომხმარებელმა მარტამ, სანამ გაერკვეოდა საქმის ვითარებაში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: "ხედავთ, თუ როგორ ისვენებენ უმუშევარი ემიგრანტები ჩვენი შემოსავლიდან მათთვის გადახდილი 35 ევროთი კურორტებზე ფორტე–დეი–მარმიში, ეს უკვე მეტისმეტია"!!!
imageimage ესეც იტალიელი მარტა, რომელმაც სოციალურ ქსელში განათავსა სურათი "უმუშევარ ემიგრანტებზე".
image


2
217
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
217
  
2017, 22 აგვისტო, 18:04
ჩვენ ვიყოთ ეგეთი უმუშევრები :))
2017, 22 აგვისტო, 16:52
მეჯიკ ჯონსონი და სამუელ ელ ჯექსონი თუ მიგრანტი უმუშევრები არიან. მაგრად ურუკუნებს ქალბატონი მარტა :)
0 1 2