x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
Porsche–მ მოგვითხრო, თუ როგორ გამოსცადა ახალი Cayenne
image


ქროსოვერმა, რომლის პრემიერა მალე შედგება, მრავალი ექსტრემალური ტესტი გაიარა.

Porsche Cayenne –მ საერთო ჯამში 4, 4 მილიონი სატესტო კილომეტრი გადალახა, როცა გარემო ტემპერატურა –45 გრადუსიდან +50 გრადუსამდე იცვლებოდა. ავტომობილები გამოსცადეს დუბაიში, სიკვდილის ველზე, ჩინეთში, ალიასკაზე, შვედეთში, ფინეთში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, იაპონიაში და ახალ ზელანდიაში.

ავტომობილი აგრეთვე გამოსცადეს გამძლეობაზე. ეგრეთწოდებულ ჰიდროპულსატორზე – ჰიდრავლიკურ სტენდზე, რომელიც ხელოვნურად შექმნილი ვიბრაციით ზემოქმედებს სავალ ნაწილსა და ძარაზე.



image


გამოცდები ტარდებოდა როგორც კარგ გზებზე, ასევე ძნელად სავალ ადგილებში. ამასთან კომპანიაში აღნიშნეს, რომ ასეთი მძიმე დატვირთვები რეალურ პირობებში, რეალურ მყიდველებს პრაქტიკულად არ შეხვდებათ.


image


ახალი თაობის Porsche Cayenne–ს პრეზენტაცია აგვისტოს ბოლოს იგეგმება, ხოლო პუბლიკის წინაშე შემოდგომაზე, ფრანკფურტის ავტოსალონზე წარსდგება. ადრე ქსელში გაჟონილი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, გარეგნულად რევოლუციური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. რაც შეეხება სალონს, აქ კი მრავალ სიახლეს ელიან.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0