x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ზურგჩანთა ჩვენი ბავშვებისთვის?


image
წინასასკოლო სამზადისი უკვე დაიწყო. მთავარი სასკოლო ატრიბუტის -
ჩანთის შეძენა კი ერთი შეხედვით მარტივი პროცესი ჩანს, თუმცა რეალურად მისი ყურადღებით შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასწორად შერჩეული სასკოლო ჩანთა პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

ზოგჯერ ცარიელი ჩანთაც კი იმდენად მძიმე და მოუხერხებელია, რომ სავსეს ტარება ბავშვისთვის აუტანელი ხდება და თავად რომც არ შემოგჩივლოთ, მისი ხერხემალი შეიძლება დაზიანდეს დიდი დატვირთვის გამო. ჩანთის შერჩევისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:



ზომა და წონა



ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ და მეორეკლასელთათვის. ექიმების რეკომენდაციით, წიგნებით სავსე ჩანთა 1, 5 კილოგრამს არ უნდა აჭარბებდეს და ბავშვის წონის მხოლოდ 10%-ს უნდა უდრიდეს. აქედან გამომდინარე, ცარიელი ზურგჩანთა მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს და 500-600 გრამს უნდა იწონიდეს.


ზურგი



ზურგჩანთის ნაწილი, რითაც ის ბავშვის ზურგს ებჯინება, აუცილებლად მკვრივი უნდა იყოს. ბავშვი ზურგზე არ უნდა გრძნობდეს შიგნით არსებული ნივთების "ზეწოლას". ჩანთის უკანა ნაწილმა ზურგი მკვრივი საგნების ზემოქმედებისგან უნდა დაიცვას.
image

ღვედები

ღვედები აუცილებლად რბილი უნდა იყოს. მათი სიგანე მინიმუმ 3-4 სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს და სპეციალური ფენით უნდა იყოს გასქელებული. ღვედის შიდა მხარეს სპეციალური ბადე მათ მრებზე ხახუნის ძალას შეამცირებს. დააკვირდით, როგორ აქვს ჩანთას ღვედები მიკერებული - ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ უნდა იყოს განლაგებულნი, რადგან ეს გაზრდის კისერზე დაწოლას, არც შორი-შორს, რათა მხრებიდან არ ჩამოუცურდეს ბავშვს.

საკეტი და შიდა სივრცე

უმჯობესია, თუ ჩანთას რამდენიმე განყოფილება ექნება - ბავშვი ასე უკეთ მიეჩვევა წესრიგსა და სასკოლო ნივთების შენახვას. საკეტები კი საიმედო უნდა იყოს. ადვილად უნდა იხსნებოდეს და იკეტებოდეს. ყიდვამდე შეამოწმეთ, ადვილად ხსნის თუ არა ბავშვი მას. ამ კრიტერიუმების
გათვალისწინებით შეგიძლიათ სწორად შეურჩიოთ ჩანთა თქვენს ბავშვებს. თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ სად შეიძენოთ ზურგჩანთა, გაითვალისწინეთ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ გთავაზობთ სასკოლო ინვენტარის სრულ ასორტიმენტს ყველასთვის მისაღებ ფასად. სასკოლო აქციის ფარლგებში ჩანთების ფასი აქ 20 ლარიდან იწყება და იცვლება მისი ხარისხისა და მოცულობის გათვალისწინებით. შესაბამისად, აქ ყველანაირი გემოვნებისა და შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი ჩანთის შერჩევა და შეძენა.


3
161
10-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
161
  
2017, 4 სექტემბერი, 19:50
ჩემი რჩევა უფროსკლასელთათვის: იყიდეთ მაქსიმალურად პატარა ზურგჩანთა და მერე თავის მართლება აღარ დაგჭირდებათ იმაზე, თუ რატომ არ დაგაქვთ წიგნები :D
2017, 21 აგვისტო, 14:56
ჩვენც პირველ კლასში მივდივართ და ძალიან დროული სტატიაა, მადლობა ამისთვის :)
2017, 21 აგვისტო, 13:29
საინტერესო და სასარგებლო სტატიაა, ხშირად ვხედავ ხოლმე სკოლებისაკენ მიმავალ ბავშვებს, ჩანთის და შიგთავსის გამო წელში მოხრილ ბავშვებს. :(
0 1 3