x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
#ცვლილებახარშენ, ანუ ახალი პროექტი გოგონებისთვის
არასამთავრობო ორგანიზაცია "ირის გრუფის" მხარდაჭერით და მისივე პროექტ "მრავალფეროვნების სკოლის" ფარგლებში ახალი პროექტი, სახელად "ცვლილება ხარ შენ", ხორციელდება.

პროექტი ყურადღებას გენდერულ საკითხებზე ამახვილებს და მისი მიზანია ქალის სოციალური როლის გააზრებას შეუწყოს ხელი., დაეხმაროს პროგრამის მონაწილეებს საკუთარი როლისა და შემდგომ ინდივიდუალური პრიორიტეტების განსაზღვრაში.

პროექტი საქართველოს 2 რეგიონს ფარავს: საგარეჯოსა და ჩოხატაურის რაიონებს.

პროექტში მონაწილეობის მიღება 13-დან 17წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროექტის განმავლობაში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის:


- სემინარები, რომლის ძირითადი მიზანიც მონაწილეთა ინფორმირებულობაა;

- ღონისძიების დაგეგმვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე ზრუნვა;

- ფოტო-გამოფენის მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემის ვიზუალურ აღქმას.


იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ პროექტში ჩართვა, აუცილებელია აპლიკაციის შევსება, რომლის ბმულსაც გიზიარებთ აქ:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd6sF_4SUmsGmiuD0DWNIJQ85x1GTcWQi1RQzqry2koPc3Bkg/viewform?c=0&w=1&includes_info_params=true


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აგვისტო;

მონაწილეობა არის სრულიად უფასო, პროექტი ფარავს კვების ხარჯებს და მაქსიმალურად კომფორტულ სამუშაო გარემოს გთავაზობთ;


პროექტის განხორციელების ვადებია:

საგარეჯოს რაიონი 7-8 სექტემბერი,
ჩოხატაურის რაიონი 11-12 სექტემბერი;


პროექტის დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:

https://www.facebook.com/societyforgirls/

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:მაგდა საგინაშვილი
მაგდა საგინაშვილი
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0