x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კანადელმა ქალმა დაკარგული ბეჭედი 13 წლის შემდეგ სტაფილოზე წამოცმული იპოვა
imageCBC News აკონკრეტებს, რომ ლაპარაკია ნიშნობის ბეჭედზე.


მერი გრამსმა ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი 2004 წელს დაკარგა, როდესაც საოჯახო ფერმაში მიწას ამუშავებდა პროვინცია ალბერტაში.


წლების განმავლობაში ქალი ბეჭედის დაკარგვის ფაქტს ყველას უმალავდა, მათ შორის ქმარს და ნათესავებს.ერთადერთი მხოლოდ საკუთარ ვაჟს გაუმხილა საიდუმლო.

გრამსმა იუველირს იაფასიანი ასლი შეუკვეთა და ისე იქცეოდა ვითომ არაფერი მომხდარა.



რამდენიმე დღის წინ მისმა რძალმა ბოსტანიდან რამდენიმე სტაფილო ამოიღო სადილის მომზადებისთვის, გარეცხვის დროს რძალმა ერთ-ერთ სტაფილოზე წამოცმული ბეჭედი აღმოაჩინა.


მისმა მეუღლე, მერის შვილი მაშინვე მიხვდა ვის ეკუთვნოდა ბეჭედი.


84 წლის ქალი წუხს, რომ მეუღლეს, რომელიც 5 წლის წინ გარდაიცვალა თავიდანვე სიმართლე არ გაუმხილა.


ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ პრაქტიკაში.2011 წელს შვედეთში ქალმა ასევე ბოსტანში სტაფილოზე წამოცმული ბეჭედი 16 წლის შემდეგ იპოვა.

image

image


იხილეთ აგრეთვე

2
180
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
180
  
2017, 21 აგვისტო, 16:40
ბევრია მსგავსი შემთხვევები. ვითომ არაფერი და რამხელა სიხარულს მოუტანდა.
2017, 21 აგვისტო, 11:27
ბებიაჩემის ოქროს საათი 25 წლის მერე იპოვეს ბოსტანში მიწის დამუშავებისას, სავარაუდოდ ლეკვმა გაიტანა ოთახიდან და მიწაში ჩაფლა. :)
0 1 2