x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე ბოროტი ავტომანქანა მსოფლიოში
"კრისტინა"- სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც საფუძვლად დაედო არანაკლებ საშინელ ფილმს. მისი ნახვის შემდეგ ბევრ თქვენგანს ალბათ გასჩენია კითხვა-იქნებ მართლაც არსებობს ავტომობილი, რომელსაც შეუძლია ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს? დღეს სწორედ ასეთ ავტომანქანაზე გვექნება საუბარი.


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ყველაზე ბოროტი ავტომობილი მსოფლიოში.


image
გაიცანით ავტომანქანა Dodge 330 Limited Edition 1964, რომელსაც მეტსახელად GoldenEagle-ს ანუ "ოქროს არწივი" უწოდეს.
თავდაპირველად Dodge შეიძინეს ოლდ-ორჩარდ-ბიჩის პოლიციის განყოფილებისათვის, მაგრამ ის მალევე გაიყიდა, რადგან უმოკლეს დროში ცუდი რეპუტაცია მოიპოვა : სამივე ოფიცერმა, რომლებიც მანქანას მართავდნენ, თავიანთი სიცოცხლე ცუდად დაამთავრეს, დახოცეს რა ოჯახის წევრები და შემდეგ თავი მოიკლეს.


image

შემდეგ Dodge გახდა მისი ახლანდელი მფლობელის ვენდი ალენის საკუთრება. უნდა ითქვას, რომ მისი მართვა არც თუ ისე იოლი იყო, რადგან ხშირად მანქანა არ ემორჩილებოდა მძღოლს და თვითნებურად მოძრაობდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვენდის ოჯახის წევრებისათვის მას არანაირი ზიანი არ მიუყენებია, რასაც სხვა ადამიანებზე ვერ ვიტყვით. ვენდის თქმით, მანქანამ 14 ადამიანი მოკლა, თუმცა სავარაუდოდ მათი რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.



1980-90-იან წლებში სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფების წევრები ცდილობდნენ მანქანის განადგურებას, მაგრამ თითოეული მცდელობა ვანდალიზმისა მასში მონაწილე ადამიანების სიკვდილით მთავრდებოდა. არსებობს ცნობები, რომ ამ დაჯგუფებების 14 წევრი მოკვდა უცნაური სიკვდილით, მათგან 4 მეხის დაცემით გარდაიცვალა.


image

ყველაზე საშინელი, რაც ამ მანქანასთანაა დაკავშირებული, ესაა ბავშვები. ორი ბავშვი(1970-იან და 1980-იან წლებში) მანქანამ გაიტანა ქუჩაში. ისინი ორივე მიეჭყლიტა GoldenEagle-ის ბამპერს და კაპოტს. ორივე სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა 2008 წელს: ბიჭუნა უბრალოდ შეეხო GoldenEagle-ის კაპოტს. მეორე დღეს მან მთელი ოჯახი ამოხოცა (ძაღლიც კი არ დაინდო) და სახლი გადაწვა.


image


დღეს მანქანა ნაწილობრივ დაშლილია, რადგან 2010 წელს ეკლესიის მსახურებმა გადაწყვიტეს მანქანიდან დემონი განედევნათ. მათ მოიპარეს მანქნა, ამოაცალეს ნაწილები და ისინი გაფანტეს სხვადასხვა მანქანების ნაგავსაყრელზე, მაგრამ ვენდიმ ინტერნეტით გაავრცელა თხოვნა, დახმარებოდნენ მანქანის ხელახლა აწყობაში და დეტალების უმეტესობა მას დაუბრუნდა.


image

ეკლესიის წარმომადგენლები ვენდის სახალხოდ უწოდებენ ალქაჯს და თვლიან, რომ ის მანქანას სასიკვდილო წყევლებისათვის იყენებს. თავად ვენდი სასტიკად ბრაზობს ამ განცხადებებით და ამბობს:"ეს მხოლოდ და მხოლოდ მანქანაა, რომელიც ჩემს ოჯახს ათეული წლებია ეკუთვნის და ჩვენ გვიყვარს ის. ადამანები გადაჭარბებულად აფასებენ მის შესაძლებლობებს. შემომხედეთ მე და ჩემს ოჯახს: ჩემს ნათესავებს და მეგობრებს არასოდეს არაფერი დაშავებიათ. თუ მანქანა მკვლელია, რატომ ვართ ამდენ ხანს მე და ჩემი ოჯახის წევრები ცოცხლები?"
სიმართლეა ეს, თუ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ფანტაზიის ნაყოფი-ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ!

4
613
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
613
  
2017, 21 აგვისტო, 14:05
მადლობა:). მეც წამიკითხავს მაგ მანქანის შესახებ.
2017, 21 აგვისტო, 10:23
საინტერესო სტატიაა, როგორც ყოველთვის!!! ვენაშიც არის, ომის მუზეუმში, ამის მსგავსი სერიული მკვლელი მანქანა, რომელშიც ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე მოკლეს.
2017, 21 აგვისტო, 9:32
ეგ ამბავი არ მსმენია..მოვიძიებ აბა.
2017, 21 აგვისტო, 9:29
ჯეიმს დინის,რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა ..მის მანქანაზეც მასეთი ლეგენდები დადიოდა
0 1 4