x
image
alex999
Mediator image
როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია? - 7 რჩევა, რომელიც უფრო მეტ პოზიტივს მოგიტანთ!

თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს ხელოვნური მატერიების სამყაროში, ასევე სინთეთიკური ტანსაცმლისა და მავნე საკვების გარემოცვაში. ისინი არიან ბუნებისან იზოლირებულები. ეს ყოველივე არის მიზეზი ადამიანში უარყოფითი ენერგიების აკუმულირების. იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ ასეთი ტიპის დაძაბულობებისგან შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა მეთოდი რომელიც ამ სტატიაში არის აღწერილი.


1. სალბი ( სამკურანალო მცენარე)

image

შორეულ აღმოსავლური კულტურის თანახმად, სალბის შეუძლია ნეგატიური ენერგიის განდევნა. რამდენად არის რეალობა ეს ფაქტი, მხოლოდ მაშინ მივხვდებით როდესაც ვცდით! როგორც შორეული აღმოსავლეთის კულტურის მატარებელი ბრძენკაცები გვიამბობენ, რეკომენდებულია მხოლოდ ერთი ტოტის დაწვა.






2. აკვარიუმი და თევზები

image

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პროფესორების აზრით, აკვარიუმი და თევზები დევნიან უარყოფით ენერგიას. ამასთან ერთად თუ აკვარიუმის დიზაინი ლამაზად არის აწყობილი, მაგ შემთხვევაში, სტრესისგანაც თავისუფლდება ორგანიზმი.






3. მზე, ზღვა და ცურვა

image


პროფესორების აზრით, ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს წელიწადის სეზონები. ზაფხულის თვეებში, ადამიანი შედარებით პოზიტიურად გამოიყურება, ვიდრე ზამთარში. ანუ მზის გარეშე ცხოვრება ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს. რაც შეეხება ზღვის წყალს და ცურვას, ასევე ძალიან ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევა. ზღვის წყალი, მზესთან გაერთიანებისას, ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს. ამიტომ ნეგატიური ენერგიის განსადევნად მესამე რჩევაც ყოველთვის გქონდეთ გათვალისწინებული.





4. ვარჯიში

image


დილას თუ ნეგატიური განწყობილებით გაიღვიძეთ, დაიწყეთ ვარჯიში. იოგაც კარგი იქნება. ან კიდევ დახუჭეთ რამოდენიმე წამით თვალები და შეიგრძენით თქვენი სხეულის ყველა მოქმედება, ათამაშეთ ფეხის თითის წვერები და იფიქრეთ ყველაზე კარგ მოვლენაზე, რაც თქვენ ცხოვრებაში გადაგხდენიათ. ამით აღმოფხრით ნეგატიურ ხასიათს.






5. მასაჟი


image


მასაჟი ალბათ ყველას მოგვწონს. მასაჟი ამოქმედებს სხეულის ენერგეტიკულ არხებს, რაც ორგანიზმის განახლებაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. მასაჟი აჩქარებს სისხლის მიმოქცევას. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ გექნებათ იმის შანსი, რომ მასაჟისტთან მიხვიდეთ, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან ნეგატიური ენერგიის განდევნის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.





6. ქსოვა


image


ქსოვა გონებას ამშვიდებს და სიბერესაც აგვიანებს. პროფესორების აზრით, ქსოვა ფსიქოლოგიური განხრითაც პოზიტიურად მოქმედებს ადამიანზე.

7. იოგა


image


და ბოლოს... იოგა! ორგაიზმში დაგროვილი უარყოფითი ენერგიის განსადევნად იოგა საუკეთესო საშუალებაა. იოგის საშუალებით იცხოვრებთ უფრო პოზიტიურად, ვიდრე აქამდე.




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




{თქვენთვის საინტერესო}

1. ფანტასტიური სილამაზის ქვეყანა - წარმოგიდგენთ ფოტოებს ისლანდიიდან!

2. გაიცანით ჩრდილოეთ კორეის "ელიტა" საზოგადოება!

3. ონლაინ გამოწერების კოშმარი - იხალისებთ!
4. რა არის და როგორ წარმოიქმენბა ცუნამი?!
5. ოკეანეებში მომხდარი 5 ყველაზე უცნაური მოვლენა!
























0
556
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0