x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70268
  • ვიდეო:323102
  • სურათი:424461
1 000 ცხენისძალიანი სედანი, რომელიც 380 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს

image


ამერიკული ელექტროკარი Lucid Air – თამამად შეიძლება ცნობილი Tesla– ს მთავარ კონკურენტად მივიჩნიოთ.

ავტომობილი ძალიან კომფორტულია და საუკეთესო მონაცემები აქვს. მაქსიმალური სიჩქარე 380 კმ/სთ –ია.

მანქანას ორი ელექტროძრავი აქვს 400 ცხენისძალიანი წინა და 600 ცხენისძალიანი უკანა, რომლებსაც Samsung –ის ელემენტები კვებავს.

ოჰაიოს სარბოლო ტრასაზე გამოცდისას ავტომობილმა 380 კმ/სთ სიჩქარე აკრიფა. 100 კმ/სთ–ს 2, 5 წამში აღწევს.

ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ მანქანა ძალიან კომფორტული გახადა მძღოლისა და მგზავრებისათვის.

ავტომობილის შეკვეთა უკვე შესაძლებელია, მისი ფასია 52500$. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საბაზო ვერსიას ერთი 400 ცხენისძალიანი ძრავით, რომელიც ერთი დამუხტვით 400 კილომეტრს გაივლის.

უფრო მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში უკეთესი მონაცმების მქონე სედანს მიიღებთ. მაგალითად შესაძლებელია შევუკვეთოთ 1000-ცხენისძალიანი სიმძლავრის მანქანა, რომელიც ერთი დამუხტვით 650კმ. გაივლის, სრული ამძრაობის, ექნება ელექტრომექანიკური მინის სახურავი დაბურვის ფუნქციით, 29 დინამიკიანი აუდიოსისტემა.


image


პირველი სერიული Lucid Air ის გამოშვება უკვე 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.


0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0