x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
პროფესორ იოსებ ჟორდანიას გმირობა სიმართლეა თუ სიცრუე?

image

ზუსტად 55 წლის წინ, 1962 წლის 20 აგვისტოს ქართველი გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ ჟორდანია ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად, როდესაც თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო.


ამის შესახებ ინფორმაცია პირველად პროფესორმა პავლე შუშანიამ გაავრცელა:"როდესაც თვითმფრინავი წყალზე გაჩერდა, მგზავრებმა (რომ არ დამძიმებულიყვნენ და წყალში არ ჩაძირულიყვნენ) ტანსაცმელი გაიხადეს და მაშველ რგოლებს ეცნენ. მე და იოსებ ჟორდანია თვითმფრინავის ფრთაზე ვიდექით. ამაოდ ვეხვეწებოდი, მომეჭიდე და ნაპირამდე გაგიყვან-მეთქი. თავი გააქნია, ასე ორივე დავიხრჩობით, სჯობს, თავს უშველოო. მან არც ცურვა იცოდა და მაშველი რგოლიც არ ჰქონდა - თვითმფრინავის სალონიდან გამოსვლამდე პატარა გოგონას მისცა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, უბილეთო იყო და სავარაუდოდ, მაშველი რგოლიც ამიტომ არ ჰქონდა. ლაინერი თანდათან მიიწევდა ფსკერისკენ. ისღა დამრჩენოდა, მარტო გამეცურა ნაპირისკენ. ცურვა რომ სცოდნოდა და ცოტაც გაეძლო, მაშველი მასაც მიუსწრებდა".



თენგიზ ბოლქვაძე იხსენებს, შუშანიამ მითხრა პატარა გოგონა დაახლოებით 6 წლის ყოფილა და ეკიპაჟის წევრებისთვის ჩაუბარებიათო.


60-იან წლებშივე ბევრს ეჭვი შეეპარა ამ ისტორიის სისწორეში და შუშანიას ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნიეს, თუმცა ჟორდანიის გმირობა მალე აიტაცეს, პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ საგანგებოდ ამ მოვლენას ლექსიც მიუძღვნა:


I


მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს,
ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.
ჯგლეთა…ყვირილი…ჩოჩქოლი…და განწირულთა შიში
ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.
ისვრის შტურმანი ბრძანებებს… მაშველ რგოლივით ისვრის,
ჟილეტს იცვამენ… ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.
კარს აწყდებიან ზრიალით… ზღვაც იფოფრება სამტროდ,
ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.
და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით,
ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.
უბილეთოა გოგონა… და უპირველეს ყოვლის,
არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი.
ვიღაცამ რგოლი მოიხსნა…თავი გადადო მსხვერპლად…
და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.


II


„დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით,
ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით,
საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით,
მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით
ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები,
მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.



III


თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის,
ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.
თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ,
არის პატარა კოლხეთიც – დიდთა რაინდთა მხარე.
მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა,
ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად,
და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა?
თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან
მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას.
მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ, მისის,
მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით.



მოგვიანებით პროფესორ ჟორდანიის გმირობით რუსეთშიც დაინტერესდნენ.2012 წელს livejournal-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "Тайна профессора Жордания", ბლოგერს მოპოვებული მწირი ფაქტების საფუძველზე სერიოზული ეჭვი შეაქვს ისტორიის სისწორეში. მას "საბჭოთა ეპიკურ ლეგენდას და პიარს უწოდებს."


არჩილ ხომასურიძეს, ჟორდანიას საქმის ერთგულ გამგრძელებელს, როდესაც გაუგია, რომ პროფესორის გმირობის გაქარწყლებას ცდილობდნენ, როგორც თვითონ აღნიშნავს, კვლევა დაუწყია და სპეციალურად მოსკოვშიც ჩასულა ავიაკატასტროფაში მოხვედრილი სხვა საბჭოთა მგზავრების სანახავად:


" გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთებში ჟორდანია თვითმფრინავის ბორტზე ნახა. მაშინ, 25 წლის წინ, ცოცხალი იყო სამი ქალბატონი, სამივე ცნობილი პროფესორი. მათ მიამბეს, რა გააკეთა ჟორდანიამ სიკვდილის წინ. როცა თვითმფრინავს რყევა დაუწყია, სალონში პანიკა ამტყდარა, დაბნეული ხალხი საავარიო გასასვლელს მისწყდომია. სწორედ ამ დროს ქალბატონებმა თვალი მოჰკრეს ატირებულ გოგონას, რომელიც ირგვლივ მყოფთ საშველად უხმობდა... ჟორდანიამ პატარას თავისი კამერა უყოყმანოდ მისცა. იმის გამო, რომ თვითმფრინავი ნაპირთან ახლოს იყო, ამ ამბის შემსწრეთ უფიქრიათ, ალბათ, პროფესორი კარგად ცურავს და ამიტომაც დაუთმო რგოლი გოგონასო... მოგვიანებით გაიგეს, რომ ქართველი გმირი დაიხრჩო... იმ გოგონას ვერ მივაგენი, თუმცა, ქალბატონები იხსენებდნენ, რომ ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ ტურისტად ჩამოსულა მოსკოვში და ჟორდანიას საფლავს ეძებდაო... ქალბატონებს არ ახსოვდათ მისი სახელი და გვარი..."


"სამწუხაროა, რომ მისი ხსოვნის შებღალვა ჯერ საქართველოში სცადეს და შემდეგ რუსებმა განაგრძეს. ვიღაცამ ვერ აიტანა, რომ მაშველი რგოლი პროფესორის გმირობის შარავანდედად იქცა"-დასძინა ხომასურიძემ.

ჟორდანიასთან ერთად დაიღუპა სომეხი პროფესორი აშოტ აგარონოვი.



დღეს უკვე შესაძლებელია დაწვრილებით მოგითხროთ თუ რა მოხდა 55 წლის წინ რიო-დე ჟანეიროს აეროპორტის მახლობლად ბრაზილიურ( და ინგლისურ) პირველწყაროზე დაყრდნობით და უფრო მეტიც, ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალაც წარმოგიდგინოთ.


image


მაშ ასე:1962 წლის 20 აგვისტოს Panair do Brasil-ის ხომალდი Douglas DC-8-33-მა ბუენოს-აირესოდან დაშვების შემდეგ ლისაბონში მიფრინავდა.

ბორტზე იმყოფებოდა 94 მგზავრი და 11 ეკიპაჟის წევრი.ღამის 22:30 წუთზე რიო-დე ჟანეიროს გალეაოს აეროპორტიდან თვითმფრინავმა სტარტი აიღო, ხომალდმა როდესაც სიჩქარის კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ვეღარ მოწყდა ბილიკს (201 მილი/სთ)(როგორც მოგვიანებით კომისიამ დაადგინა ჰორიზონტალური სტაბილიზატორები არასწორად იყო დაყენებული)ეკიპაჟმა ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მუხრუჭების გამოყენების და ტურბინების რევერსის ჩართვის მიუხედავად ხომალდი განაგრძობდა სვლას, ასაფრენი ბილიკის ბოლოს, მარჯვენა მხარეს თვითმფრინავმა გაანგრია ბეტონის კედელი, რის შედეგადაც დაკარგა ერთი ტურბინა, შასი, ხოლო ფრთებიდან საწვავის გამოჟონვის შედეგად გაჩნდა ხანძარი, ხომალდი გუანაბაროს ყურეში ჩავარდა და დაახლოებით 50 მეტრში გაჩერდა.წყალში ჩავარდნის შემდეგ ხომალდი იმ მხარეზე გადაიხარა, სადაც მთავარი გასასვლელი კარი იყო.ასე, რომ კარი წყლის ქვეშ მოჰყვა.

image





თვითმფრინავში შუქების ჩაქრობამ გააძლიერა მგზავრების დაბნეულობა და პანიკა.ისინი ვერ ხედავდნენ სად იყო ავარიული გასასვლელები.სრულ სიბნელეში ბორტგამცილებელმა ორი ფანრიდან ერთ-ერთი იპოვა(მეორე არ მუშაობდა), გააღო მარჯვენა მხარეს ავარიული გასასვლელი და მგზავრებს ფანრით მიუნათა.

რადგან ეკიპაჟმა ავიაკატასტროფის შემდგომი ინსტრუქციის გამოცხადებაც ვერ მოასწრო, ამიტომ პანიკაში ჩავარდნილი მგზავრები მაშველი ჟილეტების გარეშე ხტებოდნენ წყალში, ფაქტიურად არცერთ მგზავრს მაშველი ჟილეტი არ გამოუყენებია, მეტიც, ბორტზე დარჩა 6 სამაშველო გასაბერი ნავი-ტივტივა.რადგან თვითმფრინავი ნაპირთან ახლოს იყო, უმეტესობამ დამოუკიდებლად გამოაღწია ნაპირზე.

ეკიპაჟმა კაბინიდან დატოვა თვითმფრინავი.


imageimage
დაიღუპა 14 ადამიანი.13 მგზავრი და ერთი ეკიპაჟის წევრი(ხანძარმა იმსხვერპლა)დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი აღმოჩნდა.

image


Douglas DC-8-33 (ცნობისთავის Douglas DC-8-33 169 მგზავრს იტევს, ასე, რომ ხომალდი ნახევრად ცარიელი იყო)დინებას ნელნელა გაჰყვა და კატასტროფიდან 25 წუთის შემდეგ ნაპირიდან 100 მეტრში 8 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა.

image

მოგვიანებით კომისიის დასკვნით მაშველებმა ოდნავ დააგვიანეს, თორემ მსხვერპლი შესაძლებელია გაცილებით ნაკლები ყოფილიყო.რამდენიმე მგზავრმა დაზიანებების გამო საერთოდ ვერ მოახერხა ხომალდის დატოვება.

image


ახლა რაც შეეხება მცირეწლოვანი ბავშვების მგზავრობის წესებს:


ყოველ ავიაკომპანიიის ინსტრუქცია ინდივიდუალურია.უფროსების გარეშე დამოუკიდებლად ბავშვების ფრენის ასაკი(ისიც სპეციალური ნოტარიულად დამოწმებული საბუთებით) 12-დან 16 წლამდე მერყეობს(მაგალითად: Аэрофлот და British Airway-ს 12 წელი, Delta და KLM- 14 წელი, უკრაინის ავიახაზები-15. საქართველოს ავიახაზები-16 წელი და ა.შ.

image

უფრო უმცროსზე, 5-8 წლამდე ბავშვებზე მშობლების(ან ამღზრდელის) მიერ სპეციალური ნოტარიულად დამოწმებული საბუთები ფორმდება მინდობილობით, როგორც თანმხლებ პირზე, (შესაძლებელია იყოს ავიაკომპანიის თანამშრომელიც)ასევ დამხვედრ პიროვნებაზე.რეისი უნდა იყოს პირდაპირი. თითქმის ავიაკომპანიების 100% კრძალავს მცირეწლოვანი ბავშვების გადაყვანას გადაჯდომითი რეისებით.


და ბოლოს: თურმე ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს ჟორდანიას მიერ გადარჩენილი გოგონას სახელიც ახსოვთ- სამანტა ჰქვიებია და რომელიც 10 წლის წლის შემდეგ მის გადამრჩენელის საძებნად ჩამოსულა.

image

დიახ, ნამდვილად საბჭოთა კავშირში ჩამოსული იყო სამანტა სმიტი, თუმცა მას არავითარი კავშირი არა აქვს ჟორდანიასთან, ეს გახლდათ ამერიკელი სკოლის მოსწავლე, კეთილი ნების ელჩი, მან ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ახლადარჩეულ ლიდერს, იური ანდროპოვს მისწერა წერილი, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდაში“, რამდენიმე კვირაში კი სამანტამ თავისი ადრესატისგან პერსონალურად მიიღო პასუხი და მიიპატიჟა. ამ არაორდინალურ შემთხვევას აქტიურად გამოეხმაურა მრავალი საინფორმაციო საშუალება, რის შედეგადაც ამერიკელმა გოგონამ არნახული პოპულარობა მოიპოვა.გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში 1985 წლის 25 აგვისტოს.იგი მხოლოდ 13 წლის იყო.




მოამზადა არაჩანდამ

0
473
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0