x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩესლავ მილოში - ამონარიდი წიგნიდან "დამონებული გონება".
image



"......1945 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაიპყრო ახალმა საბჭოთა რელიგიამ. ვარშავის ინტელექტუალურ წრეებში მაშინ ძალიან მოდური იყო კომუნიზმის შედარება ადრეულ ქრისტიანობასთან. კარგი იქნება გადავიკითხოთ გიბონის წიგნი "რომის იმპერიის დაკნინება და დაცემა", მასში ბევრი ანალოგიაა...


დაშლისა და ხრწნის ატმოსფერო, სექსუალური გადახრები, ნარკოტიკების გავრცელება, რაღაც საყრდენის ამაოდ მაძიებელი აზრის უსახლკარობა, ყალბი გაქრისტიანებები, ფსიქიური ავადმყოფობები, დისონანსებზე დაფუძნებული გიჟური მუსიკა.


ყველა უბედურია იმიტომ რომ არა სწამთ მათი საქმიანობისა და არა აქვთ მისი მნიშვნელობის განცდა. ქვეყანას ხუთავს მის თავზე შეკიდული უძლურებისა და უაზრობის ღრუბელი.



რა არის ცალკეული ადამიანის არსებობა? ჭამა-სმა, ფულის შოვნა, ტკბობა, ბავშვების გაჩენა და მერე? ეს განა უნდა გაგრძელდეს? და რატომ უნდა გაგრძელდეს? კითხვა უკვე თითქმის უდრის ბურჟუაზიის სიძულვილს.


დაე შეიქმნას ახალი ადამიანი რომელიც არ დაემორჩილება მოვლენათა მსვლელობას და, პირიქით, გადააკეთებს სამყაროს, იაზროვნებს მთელი პლანეტის მასშტაბით და მონობიდან განთავისუფლებული თვითონ შექმნის ისტორიულ ფორმაციას.


მხოლოდ ასე მოხდება მისი აბსურდული ფიზიოლოგიური არსებობის გამოსყიდვა.

ეს ადამიანს უნდა გავაგებინოთ ძალდატანებით და ტანჯვით. რატომ არ უნდა იტანჯებოდეს ადამიანი? დაე იტანჯოს!


რატომ არ უნდა იყოს ფუნა და ნეხვი ადამიანი სანამ ის ცუდი და შტერია?


ინტელექტუალმა იცის თუ რა არის აზრის ტანჯვა და არ უნდა გავანთავისუფლოთ ამ ტანჯვისაგან ისინი ვინც აქამდე ხორხოცობდნენ, დაქეიფობდნენ, ყვებოდნენ სულელურ ანეგდოტებს...


ეს ინტელექტუალი ტკბება ბურჟუაზიის ტანჯვით, იმიტომ რომ მას რცხვენია იმის, რომ ისიც ცხოვრობდა ასე და ვერ ხედავდა გამოსავალს?...."

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0