x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები ( ნაწილი IX )
image



- როცა ხალხი სახელმწიფოში გარყვნილია, კანონები თითქმის უსარგებლონი არიან, თუკი ის დესპოტურად არ იმართება.


- ზნეობათა დაცემა, - აი, სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური მთლიანობის, დაღუპვა.


- მე მადარებენ არაერთ ცნობილ ადამიანს, ძველსა თუ ახალს, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც ერთს არ ვგავარ.



- სამოქალაქო ომი, როცა ხელმწიფის საქმე მას (ომს) საბაბად მიაჩნია, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს; მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხალხი იმარჯვებს.


- რევოლუციონერები და ემიგრანტები თანაბრად გაუმაძღარნი იყვნენ სიმდიდრისა და წარჩინების მხრივ. ისინი ერთმანეთს ჯობდნენ სიმდაბლეში. მე კი მინდოდა განმედიდებინა ახალი ადამიანები, და რამდენადაც შემეძლო, ჩემი ჯარისკაცების რიგებში ვამწესებდი მათ.


- ბრიყვს დიდი უპირატესობა აქვს განათლებული კაცის წინაშე - ის თავისი თავით ყოველთვის კმაყოფილია.


- ქრისტიანულ რელიგიას რომ შესძლებოდა ხალხისთვის შეენაცვლებინა ყველაფერი, როგორც ამას მიელტვიან მისი გულმხურვალე მომხრენი, ეს იქნებოდა ზეცით ყველაზე უკეთესი საჩუქარი.


- შემთხვევა მართავს სამყაროს.


- უბედურებაში, როგორც წესი, აღარ აფასებენ იმას, ვის სიდიადესაც პატივს მიაგებდნენ უწინ.


- რაც შეეხება სისტემას, ყოველთვის საჭიროა შენთვის დაიტოვო იმის უფლება, რომ მომდევნო დღეს დასცინო იმ შენს აზრებს, რომლებიც დაგებადა წინა დღით.


- უწინდელი ადამიანები ჩემთვის სრულიადაც არ ყოფილან ახლანდელებზე უკეთესნი, მაგრამ მაშინ ცარიელი და არაფრის მაქნისი ყბედობა გაცილებით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღეს.


- შურისძიება ბილწი ადამიანის მიმართ სიკეთისათვის სიქველის მიგებაა.


- იმათ შორის, ვინც სიკვდილს დაეძებს, ცოტანი თუ პოულობენ მას სწორედ იმ დროს, როცა ის სასარგებლო იქნებოდა მათთვის.


- ბრძოლაში მნიშვნელოვანია პირველი ეკვეთო მტერს, ყოველთვის უნდა შეგეძლოს ისარგებლო ამით.


- არც არითმეტიკაში და არც გეომეტრიაში არაფერია საიდუმლო. ყველა მეცნიერებას შორის ეს ორი ყველაზე მეტად ემსახურება გონების დახვეწილობას.


- აქვე...


image


ესლინგის ბრძოლის (1809 წლის 22 მაისი) ტრაგიკული მომენტი. ნაპოლეონი თავის მარშალს, სასიკვდილოდ დაჭრილ ჟან ლანის ემშვიდობება. ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ნაპოლეონის სახეზე ცრემლი ამ დროს შეამჩნიეს.

0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0