x
image
თორ ნიკე
Mediator image
5 საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენა (ნაწილი მეორე)
ვამპირის ნამარხი




1. "ვამპირის" ნამარხი


პოლონეთში აღმოაჩინეს მე-17 საუკუნის სამარხები, სადაც დამარხულია ადამიანები პირში ჩაჩრილი დიდი ქვებით. ეს იყო ძველი ცრურწმენა, რომ თუ ასე არ დამარხავდნენ ვამპირს, ის მკვდრეთით აღსდგებოდა და უფრო გამძვნვარებული შეუდგებოდა თავის საქმიანობას - ადამიანთა სისხლის სმას.


ვამპირის ნამარხი





2. პოლინეზიელთა წინაპრები კუნძულებზე აზიიდან მივიდნენ, ეს დაადასტურა ვანუატუში აღმოჩენილმა 3000 წელზე მეტი ხნის, ძვ.წ. მე-10 საუკუნის თავის ქალამ, რომლის დეენემის კვლევის შემდეგაც დადგინდა, რომ პოლინეზიელთა წინაპრები მოვიდნენ ტაივანიდან და ჩრდ. ფილიპინებიდან. თავის ქალა იყო ჭურჭელში, რომელიც დამზადებულია იმ დროის პოლინეზიაში გავრცელებული კულტურის - ლაპიტას მიერ.


image




3. "დიდი დედა"


თურქეთში, ჩათალჰუიუკის გათხრებზე აღმოაჩინეს ეს ფიგურა, რომელიც გამოსახავს მაშინდელი ხალხის წმინდა - დიდ დედას. ის გახლდათ მიწათმოქმედთა კულტის ქალღმერთი, რომელიც აღნიშნავდა ფერტილობას, შვილიერებას და მიწის ნაყოფიერებას. არტეფაქტი დათარიღებულია ძვ.წ. მე-60 საუკუნით.


"დიდი დედა"




4. კეთრის უძველესი გამოვლინება


უძველესი ლეპრას ანუ კეთრის მქონე ადამიანის ჩონჩხი ნაპოვნი იქნა ინდოეთში. ეს ადამიანი ცხოვრობდა ძვ.წ. მე-20 საუკუნეში და იყო გარიყული თანამოქალაქეთა მიერ. მიუხედავად იმისა, რომ კეთრი ნაკლებად გადამდებია, მაშინ ხალხს აუცილებლად რიყავდნენ საზოგადოებიდან. მისი საფლავიც საცხოვრებლებისგან და სხვა საფლავებისგან მოშორებითაა და მიყრილი აქვს დამწვარი ძროხის ფერფლი, რაც ძველ ინდოელებს მიაჩნდათ წმინდად და განმწმენდად.


კეთრით დაავადებული უძველესი ადამიანი




5. ისრაელში აღმოაჩინეს ძვ.წ. მე-7 საუკუნის პაპირუსი, რომელზეც შესრულებულია წარწერები ძველ ებრაულ ენაზე, ძველ ივრითზე და წერია ასეთი რამ: "მეფის მსახურისაგან, ნა'არათიდან ვაგზავნი ღვინის დოქებს იერუსალიმში, " რომელიც მაშინ იუდეის დედაქალაქი გახლდათ.


ებრაული პაპირუსი






სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
255
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0