x
საქართველოში მომხდარი გახმაურებული მკვლელეობები




ამ სტატიაში შემოგთავაზებთ საქართველოში, ბოლო წლებში მომხდარი ყველაზე გახმაურებული მკვლელობების მცირე ჩამონათვალს .







imageimage

imageimage







1) 2014 წლის 10 ნოემბერს ქ.თბილისში, პეკინის 14-ში მოკლეს ტრასგენდერი მამაკაცი ბექა ბერიანი, ზედმეტსახელად საბი. კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ცეცხლი გააჩინეს. გამოძიებამ მკვლელობაში ეჭვმიტანილად ბექა კოჭლაშვილი ცნო, თუმცა მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში ის გაამართლა.

კოჭლაშვილს მხოლოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით.




imageimageimageimageimage
image



2) 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, მაგდა პაპიძემ თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ის ცდილობდა მკვლელობის კვალის დაფარვას და შემთხვევის ადგილი დაასაუფთავა. ასევე მოიცილა მკვლელობის იარაღი დიდი ზომის ჩაქუჩი ( ე.წ ურო), თუმცა სამართალ დამცველებმა შეძლეს სისხლის კვალის აღმოჩენაც ოთახში და მკვლელობის იარაღიც იპოვეს კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნაში. უროს ტარზე მხოლოდ მაგდა პაპიზის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა.მკვლელობის იარაღი ბრალდებულმა სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რაც ვიდეო კამერამაც დააფიქსია. პოლიციამ ჩხრეკისას აღმოაჩინა აგრეთვე დღიური სადაც მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა მკვლელობა დაგეგმილი. პროკურატურამ, ამიტომ მას უვადო პატიმრობა შეუფარდა.



imageimage



3) 2016 წლის იანვარში, ძველით ახალ წელს სახლიდა გავიდა და აღარ დაბრუნებულა სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მთავარი პროკურორი ვახტანგ ქირია. პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს სამი დღის შემდეგ საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში. ქირია ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული. პრკურატურამ დაადგინა, რომ ბინა სადაც ცხედარი აღმოაჩინეს " საქართველოს ხმის" დირექტორის ბიძინა კუჭავას სახელზე იყო ნაქირავები. ბიძინამ თურქეთის საზღვარზე გაქცევის მცდელობის დროს თავი მოიკლა ორი მგზავრის თვალწინ. გამოძიების მსვლელობისას კიდევ ოთხ მკვლელობაში იქნა ეჭვმიტანილი კუჭავა, თუმცა ზუსტი იმფორმაცია არ გამჟღავნებულა.




imageimageimageimage



4) 2016 წლის 4 თებერვალს 22 წლის ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა საბოლოო ჯამში საქმე დაიხურა, რადგან გამოძიებამ განაცხადა, რომ ის მხუთავი აირით იქნა მოწამლული და სხეულზეც არ აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.




imageimageimageimage




5) 2016 წლის ყველაზე გახმაურებულ მკვლელობად შეიძლება თავისუფლად ჩავთვალოთ 76 წლის წლის ქალბატონის ლუბა ყოჩიაშვილის საზარელი მკვლელობა. მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე მისივე 22 წლის ქალიშვილი მარიამი იყო(მარიამი(ირმა) ნაშვილები ყავდათ). მკვლელობაში ქალიშვილის გარდა ეჭვმიტანილი იყო კიდევ ორი ახალგაზრდა, ერთი 23 წლის ბექა შენგელია( დაჯგუფების ლიდერი) და მეორე 18 წლის გოგონა. კიდევ ორ ადამიანს დანაშაულის დაფარვაში ედებოდა ბრალი.გამოძიების თანახმად ქალი ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. ბოლოს ცხედარი დააანაწევრეს და თბილისის გარეუბანში დაწვეს. გამოძიების თქმით ეს რიტუალური მკვლელობა იყო. მეტიც კანიბალიზმის ფაქტიც დაფიქსირდა. ბექა შენგელიამ აღიარა, რომ მოკლული ქალბატონის გული შეჭამა. პროკურატურამ მას უვადო პატიმრობა შეუფარდა მარიამს კი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.





imageimageimageimageimageimage



6) 2017 წლის მაისში, ცნობილმა პრიმა ბალერინამ ანი მურადელიმ მოკლა დედა მარინე მინდორაშვილი. ის წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. ანის პრობლემები დაეწყო მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაშორდა და ფეხზე ტრამვა მიიღო. ის ალკოჰოლზე დამკიდებული გახდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენისასა ანი შეურაცხადი იყო, ამიტომ მას სასამართლომ ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა ექვსი თვით. ცხედარი მოკლულის დამ ესმა მინდორასვილმა აღმოაჩინა. მან განაცხადა, რომ ანი მკვდარ დედასთან 24 საათის განმავლობაში მარტო იყო.ქალბატონი პირქვე დამხობილი აღმოაჩინეს ხალიჩაზე.( ანის მეგობრები თვლიან, რომ ის ამას არ ჩაიდენდა . მათ განაცხადეს ასევ, რომ ანი ნაშვილები ყოლიათ, ამიტომ მოკლული მას როგორც საკუთარ შვილს არასოდეს ექცეოდა .ბოლოს ისიც უთქვას ბინას და მთელ ქონებას მის სახელზე არ გავაფორმებ, რადგან ის ჩემთვის არაფერი არ არისო.)




imageimageimageimageimageimage
7) 2017 წლის 18 ივლის ქ.თბილისში უზნაძის ქუჩაზე, ბინაში ყელგამოჭრილი იპოვეს 19 წლის ანა ხელაძე. გოგონა თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მას ყველა პოზიტიურად ახასიათებდა. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილი 22 წლის რობერტ ახალაია. მან მკვლელობაც აღიარა, თუმცა მკვლელობის მიზეზეი არავინ იცის.




პ.ს ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს უზუსტობას, ამიტომ ბოდიშს ვიხდი .

ეძიეთ სამართალი უსამართლო ქვეყანაში !





0
998
2-ს მოსწონს
ავტორი:თიკა-თიკა
თიკა-თიკა
998
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0