x
მეტი
  • 23.09.2017
  • სტატია:69514
  • ვიდეო:322098
  • სურათი:423081
სამი ადამიანური ინსტინქტი, რომელიც მართავს მთელ მსოფლიოს: ფული, ძალაუფლება და შიმშილი (მარქსი, ნიცშე, ფროიდი და ანგელოზთა აჯანყება)

მსოფლიოში, უკვე მრავალი ათასწლეულია მიმდინარეობს სასტიკი სისხლისმღვრელი ომები ადამიანთა შორის. ადამიანები ყოველმხრივ ცდილობენ ზიანი მიაყენონ ერთმანეთს. ადამიანური რასა აღსავსეა კონფლიქტებით. ლიბერალები და ჰუმანისტები ცდილობენ, რომ პლანეტაზე საბოლოო ჯამში გამეფდეს მშვიდობა. არის დაპირისპირება კონსერვატორებსა და რეფორმატორებს შორის. იცით რაშია პრობლემა? იმაში, რომ ზედმეტად დიდი რომანტიკოსი და სენტიმენტალისტი ადამიანები ვერ ხვდებიან ერთ უმთავრეს რაღაცას; საქმე იმაშია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებმა სამმა დიდმა მოაზროვნემ - კარლ მარქსმა, ფრიდრიხ ნიცშემ და ზიგმუნდ ფროიდმა შექმნეს სწავლებები, რომლებითაც ახსნეს ადამიანთა ქცევა. სამყაროს მართავს სამი ძირითადი ძალა ანუ იდეა: 1) ფული (ვალუტა, კაპიტალი) 2) ძალაუფლება (სხვებზე ბატონობის, დომინაციის რეპრესიულ ეგოისტური მანია) და 3) შიმშილი (შიმშილი ჩვეულებრივი და შიმშილი სექსუალური). ეს სამი ინსტინქტი მართავს სამყაროს. ნებისმიერი ადამიანი იმართება ამ სამი ინსტინქტის მიერ, ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, პოლიტიკოსი, მღვდელი, ბიზნესმენი, ექიმი, მწერალი, მხატვარი ან რაიმე სხვა პროფესიის, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, ყველა ადამიანი იმართება ამ სამი ინსტინქტის მიერ. არ არსებობს არავითარი ფაქტები, არავითარი მორალი, არავითარი ეთიკა, არავითარი "ზნეობა", არავითარი "ტრადიციები"... არსებობს მხოლოდ ადამიანური ინტერპრეტაცია იმ აუხსნელი ფენომენებისა, რომლებთანაც უშუალო კონტაქტში შედის თითოეული ჩვენთაგანი. უნდა მოხდეს ტრადიციების გადაფასება, რათა ადამიანი გახდეს ზეკაცი. მსოფლიოში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ: 1) ისინი ვისაც აქვთ ბატონის ფსიქოლოგია და დომინირებენ სხვებზე და 2) ისინი ვისაც აქვთ მონური ფსიქოლოგია, არიან მონები და ემორჩილებიან და ემონებიან ბატონებს ანუ ლიდერებს (ლორდებს).

ყველა ცოცხალ არსებას აერთიანებს ტკივილის შიში და სიამოვნების დაუოკებელი სურვილი და მაშასადამე სამი დოგმა: 1) ფული 2) ძალაუფლება 3) შიმშილი.

არიან ადამიანები, რომლებიც ემონებიან მორალურ-ზნეობრივ სტერეოტიპებს და არიან ისეთებიც რომლებიც ებრძვიან მათ.

მორალის შესახებ საუბრობს უმთავრესად მხოლოდ ის ვისაც აკლია მორალი. ნებისმიერი ადამიანი საუბრობს მხოლოდ იმაზე, რაც მას არ აქვს ან აკლია.

არიან ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან სხვებზე დომინირების სურვილით.

არიან ისინი ვინც ბუნებით მონები არიან.

არიან ისინი ვინც ცდილობენ მორალზე საუბრით გადაფარონ საკუთარი ნაკლოვანებები.

და ცხადია არიან ისეთებიც ვინც ვერ ხვდებიან რომ ზედმეტი სენტიმენტალიზმი დამღუპველია.

სექსუალობაში ერთადერთი გადახრა და ანომალია შესაძლოა იყოს სექსის არქონა ან სიამოვნება მიღებული სხვისი ტანჯვის ხარჯზე.

სწორედ ზემოთ ხსენებული სამი მიზეზის გამო არის მსოფლიოში კონფლიქტები.

ადამიანებს სურთ საჭმელი და სექსი, მათ სურთ სხვებზე ბატონობა, მაგრამ საკუთარი თავისთვის თავისუფლება, მათ სურთ ფული, მაგრამ ეზიზღებათ ფული.

ადამიანებმა იციან, რომ ფული წყვეტს ყველაფერს ეკონომიკაში, მაგრამ სძულთ, რადგან სურთ უფასო რესურსები. გულის სიღრმეში ყველას სურს უფასო რესურსები.

ძალაუფლება განსხვავდება თავისუფლებისგან.

ძალა უფლება არის სხვებზე ბატონობა, ხოლო თავის უფლება არის საკუთარ თავზე ბატონობა. განსხვავება იმაშია, რომ ძალაუფლების მქონე იმონებს სხვას, ხოლო თავისუფალი - არავის.

აბრაამული რელიგიური ლეგენდაც კი ანგელოზთა აჯანყების შესახებ მოგვითხრობს სწორედ ამაზე. ზეცა არაა ამ სამი სურვილისგან თავისუფალი ზონა.

როდესაც ანგელოზთა ნაწილს ყელში ამოუვიდა მონობა და ის რომ ზეცის ლორდი მათზე ბატონობდა, მათ მოაწყვეს ამბოხი, აჯანყება, მათ სურდათ "საფრანგეთის რევოლუციის" მოწყობა ზეცაში, მაგრამ გამოუვიდათ ისე როგორც ინგლისში მოხდა ოლივერ კრომველის დროს... უფრო უარესადაც კი... ისინი დამარცხდნენ. დამარცდნენ ისინი ვისაც სურდათ როგორც თავისუფლება ასევე ძალაუფლება, მათ სურდათ ზეცის ლორდის დამხობა და ტახტიდან ჩამოგდება, მისი ადგილის დაკავება, მაგრამ ისინი დამარცხდნენ და ისინი განდევნეს სხვა განზომილებაში.

თვით ანგელოზთა ნაწილსაც კი სურს თავისუფლება და ძალაუფლება.

არიან ანგელოზები, რომლებსაც აქვთ მონური ფსიქოლოგია.

ზეციურ ლორდს ("უფალს") კი სურს დომინირება, დომინირება ყოველივე არსებულზე, ნებისმიერ ფასად.

რატომ დაისაჯენ აჯანყებული ანგელოზები?

იმიტომ რომ მათ მოინდომეს ცხოვრება არა ლორდის კანონებით, არამედ საკუთარი კანონებით. სულ ესაა. ლორდის პოზიციიდან ლორდია მართალი, მონის პოზიციიდან კი რომელსაც სურს გახდეს ლორდი თავად - თვითონ.

როგორც ამბობენ: "მონა ოცნებობს არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე".

შესაძლოა ზოგს მხოლოდ თავისუფლება სურს, ხოლო უმეტესობას - ის რომ თავად გახდეს ლორდი.

არავინ იცის რა მოხდებოდა ინგლისში რესპუბლიკას რომ გაემარჯვა, ან ზეცაში - ლუციფერს.

მორალი ილუზიაა, რეალურია მხოლოდ ინტერპრეტაციები, რეალურია მხოლოდ 1) ფული, 2) ძალა და 3) შიმშილი.

მარქსი ამბობდა, რომ კაპიტალისტი ბურჟუა ფიქრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გაზარდოს საკუთარი კაპიტალი, თუნდაც სხვების ტანჯვის და სიკვდილის ხარჯზე.

ის რასაც მარქსი, ნიცშე და ფროიდი ამბობდნენ სულაც არ იყო აბსურდი, უბრალოდ როგორც ამბობენ: "კარგ მთქმელს, კარგი გამგონეო".

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimage

0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0