x
image
თორ ნიკე
Mediator image
5 საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენა (ნაწილი პირველი)
image

პეკინელი კაცი



1. პეკინელი კაცი


ჩინეთში, პეკინის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ადამიანის ერთ-ერთი უძველესი თავის ქალა, რომელსაც აღმოჩენის ადგილის გამო "პეკინელი კაცი" უწოდეს. ეს ე.წ. "პეკინელი კაცი" ჩინეთის ტერიტორიაზე გამოჩნდა დაახლოებით 780 ათასი წლის წინ. ჟოუკოუდიანის მღვიმის გამოკვლევებმა კი ცხადჰყო, რომ მას მშვენივრად შეეძლო ცეცხლის გამოყენება.



პეკინელი კაცი



2. კანიბალიზმი ნეანდერტალელებში


45 000 წლის წინ მცხოვრები ნეანდერტალელების ძვლები აღმოაჩინეს ჩრდ-დას. ევროპაში, კერძოდ ბელგიის ერთ-ერთ გამოქვაბულში. სულ იპოვეს 99 ძვალი, რომელნიც ამტკიცებს, რომ ნეანდერტალელები ზოგჯერ, ან ნეანდერტალელთა ზოგიერთი ტომი მაინც ეწეოდა კანიბალიზმს.


ნეანდერტალელთა ძვლები



3. ჰომო ერექტუსის ნაკვალევი


1.5 მილიონი წლის წინანდელი ჩვენი წინაპრის - Hommo erectus-ის ნაკვალევი აღმოაჩინეს აფრიკაში, კენიაში, კერძოდ ტბა ტურკანასთან 2009 წელს. ჰომო ერექტუსის ნაკვალევი შესწავლა სპეციალისტების მიერ ცხადჰყოფს, რომ ისინი დადიოდნენ ზუსტად ისე, როგორც თანამედროვე ადამიანები. არავითარი ის მაიმუნური მიხრა-მოხრა და ტანის რწევა სიარულისას, რომელსაც აღწერს ზოგიერთი დოკუმენტური ფილმი. მათი ტერფის აგებულებაც ზუსტად ჰომო საპიენსის - თანამედროვე ადამიანის იდენტური გახლდათ.


ჰომო ერექტუსის ნაკვალევი



4. ტანსაცმლის შეღებვის უძველესი ტექნოლოგია


ჩრდილოეთ პერუში, ჰუაკა-პრიეტაში აღმოაჩინეს უძველესი 6200 წლის შეღებილი ტანსაცმელი. ტანისამოსის შეღებვის ტექნოლოგია ამერიკაში როგორც ჩანს იქამდე ჰქონდათ, ვიდრე კერამიკის დამუშავებას და მისგან საგნების კეთებას ისწავლიდნენ. ეს ტანსაცმელი დათარიღებულია ძვ.წ. 42-ე საუკუნით და თავის დროზე მუქ ლურჯად იყო შეღებილი.


ტანსაცმლის შეღებვის უძველესი ტექნოლოგია



5. ძვ.წ. მე-8 საუკუნის ბიბლიური ქალაქის კარიბჭე


2016 წლის სექტემბერში, ისრაელში, თელ-ლაჩიშის ეროვნულ პარკში აღმოაჩინეს ბიბლიაში აღწერილი ძვ.წ. მე-8 საუკუნის ქალაქის კარიბჭე და სამლოცველოები, რომელიც როგორც ბიბლიაში წერია მეფე ეზეკიელის ბრძანებით განადგურდა, ვინაიდან მისი მამა იყო კერპთაყვანისმცემელი, ხოლო თავად ეზეკიელი ერთღმერთიანი, ამიტომ მამის - აჰაზის სიკვდილის შემდეგ დაანგრია ძველი კერპების სამლოცველოები. სწორედ ეს ძვ.წ. მე-8 საუკუნის ნანგრევები აღმოაჩინეს არქეოლოგებმა.


თელ-ლაჩიშის ეროვნული პარკის აღმოჩენა








სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0