x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ინტერნეტის 11 ქალური რჩევა,რომელთა ცდასაც არ გირჩევთ
ინტერნეტში უამრავ ბიუთი-ხრიკს და რჩევას გადააწყდებით, მაგრამ ერთია ინტერნეტი და მეორე-რეალობა. გთავაზობთ თერთმეტი, ყველაზე გავრცელებული რჩევის ანალიზს. დასკვნა კი შეგიძლიათ თავად გააკეთოთ.


1.ტუჩების გადიდება ჭიქით

image

რჩევა:აიღეთ თქვენი ტუჩების ზომის მომცრო ჭიქა და პირით ამოტუმბეთ ჰაერი. ჭიქაში წარმოიქმნება ვაკუუმი, რომლის ზემოქმედებითაც სისხლი ტუჩებს მოაწვება და ეს მათ გადიდებას გამოიწვევს.


თუმცა, ეს ყველაფერი შესაძლოა სილურჯით და დაზიანებითაც დამთავრდეს. ნამდვილად არ გირჩევდით ამ ხერხის გამოყენებას.


2.უპეების სიშავის შენიღბვა პომადით

image

რჩევა:წაისვით უპეებზე პომადა და შემდეგ ტონალურის მეშვეობით შენიღბეთ.

შედეგი:შავი წრეები გაქრა, მათ ნაცვლად კი ვარდისფერი გაჩნდა. თუ არ გსურთ კაბუკის თეატრის მსახიობს დაემსგავსოთ, ამ მეთოდს არ მიმართოთ.


3.სწორი ისრების დასახატად ძაფი გამოიყენეთ

image

რჩევა:აიღეთ ძაფი, წაუსვით ლაინერი და მიიდეთ ქუთუთოზე.

შედეგი: ისრები არათანაბარია და სხვადასხვა სისქის. არ ამართლებს.


4.ცხვირის სიმეტრიული კონტურინგისთვის გამოიყენეთ ჩანგალი

image

რჩევა:ჩანგალი მიიდეთ ცხვირზე და გამოყავით მისი “ზურგი" გვერდებისგან.

შედეგი:თუ ფერებს სწორად შეარჩევთ და სიზუსტეს დაიცავთ, შესაძლოა რამე გამოგივიდეთ. სხვა შემთხვევაში კი ცხვირის ნაცვლად ლაქას მიიღებთ სახეზე.


5.ჩვეულებრივი ფანქარი თვალის ჩრდილისთვის

image

რჩევა:ფანქარი ჩაუშვით ცხელ წყალში და როცა დარბილდება წაისვით.

შედეგი: რბილი ფანქარი მართლაც ადვილად ესმევა ქუთუთოს, მაგრამ გაციებისთანავე ნაწილებად ჩამოგცვივათ.


6.ჭარხალი “რუმიანას" ნაცვლად

image

რჩევა: ჭარხალი გაჭერით შუაზე და წაისვით ღაწვებზე მსუბუქად.

შედეგი: მკვეთრად გამოხატული ვარდისფერი ლაქები, რომელსაც ძნელად ჩამოიბანთ.


7.სკრაბი-საპარსი ქაფისგან

image

რჩევა:აურიეთ ქაფში ერთი კოვზი შაქარი და წაისვით სახეზე.

შედეგი:შედეგს ნუ ელოდებით. უმჯობესია ისევ სკრაბი იყიდოთ.


8.ლიმონის წვენი ფრჩხილებს ათეთრებს

image

რჩევა:წაისვით ფრჩხილებზე ლიმონის წვენი, დაიხვიეთ ბამბა და დააფიქსირეთ ფოლგით 15წთ.

შედეგი: შედეგი არაა, ფრჩხილები არ გათეთრებულან.


9.პუდრი ფქვილით შეცვალეთ

image

რჩევა: თუ პუდრი გაგითავდათ, გამოიყენეთ ფქვილი ან სახამებელი.

შედეგი: ფქვილი სახიდან გცვივათ და ეფექტიც არაა.


10.ისრების დახატვა პლასტიკური ბარათით

image

რჩევა:თვალთან მიიდეთ ბარათი და კიდეზე გააყოლეთ ფუნჯი.

შედეგი: არაბუნებრივი და არათანაბარი. გირჩევთ, ისევ ხელით დაიხატოთ.


11.წებოვანი ლენტი წარბების კონტურისთვის

image

რჩევა:წარბების ქვეშ და მაღლა დაიკარით ლენტი და შემდეგ ფუნჯით დაამუშავეთ წარბი.

შედეგი: თანაბარია, მაგრამ არაბუნებრივი, წარბები მიხატულივითაა.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0