x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოჯახი ახალ ნაყიდ სახლში გადავიდა საცხოვრებლად და სათავსოში იპოვა სარდაფში ჩასასვლელი კარი, სარდაფში კი ნამდვილი საგანძური აღმოჩნდა

image საიტ "Imgur"–ის მომხმარებელმა საიტზე ნიკით "CzarMatt" გამოაქვეყნა საოცარი ისტორია, რომელიც ნებისმიერ სათავგადასავლო ფილმის სცენარადაც კი გამოდგება. აღნიშნული პიროვნება მეუღლესთან ერთად ახლახან ნაყიდ სახლში გადავიდა, სახლის დათვალიერების და დალაგების პროცესში მან აღმოაჩინა სარდაფში ჩასასვლელი კარი, რომლის გაღების მერე ნამდვილი სასწაული მოხდა, სარდაფში აღმოჩნდა რამდენიმე პატარა სკივრი. როგორც ჩანს სახლის მფლობელები ჩქარობდნენ სახლის გაყიდვას და სახლში შექმნილი არეულობა, ასე თუ ისე, რომ მოეწესრიგებინათ უამრავი ნივთი სარდაფში ჩაყარეს მათ შორის აღმოჩნდა პატარა სკივრები, რომლებიც ანტიკვარული საიუველირო და სხვა ნაწარმით აღმოჩნდა "გაძეძგილი".
ხის სკივრები! ძალზე დამაინტრიგებელი აღმოჩნდა სახლის ახალი მფლობელებისათვის–მათ ეჭვი შეეფარათ ხომ არ იყო დაკეტილ სკივრში განძი! როცა შორიახლოს სკივრის გასაღები ვერ მოიძიეს, სკივრი გახსნეს მათივე თქმით "ბარბაროსული" მეთოდით, ჩაქუჩის დახმარებით, ვერც გაამტყუნებ იმდენად მაღალი იყო ცნობისმოყვარეობა სკივრის მიმართ.
გახსნეს სკივრი და მართლაც სკივრში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ანტიკვარული, საკოლექციო მონეტები.
ამ მონეტებში აღმოჩნდა განსაკუთრებით იშვიათი, უნიკალური მნიშვნელობის და ღირებულების მქონე მონეტები.
დადგა დრო გაეხსნათ მეორე უფრო მომცრო ზომის სკივრი, თუმცა მისი გატეხვა არ გახდა საჭირო, რადგან გატეხილ სკივრში აღმოჩნდა პატარა სკივრის გასაღები.
მორგებული გასაღებით მომცრო სკივრის გახნსნისას მოლოდინმა ყველა ზღვარს გადააჭარბა.
საიუველირო ნაწარმთან ერთად მომცრო სკივრში აღმოჩნდა უნიკალური საათების კოლექცია, რომელთაგან უმეტესობა ჯერ კიდევ მუშაობდა და მათი ღირებულება ბევრად აღემატებოდა მონეტების ღირებულებას.
ავტორი არ აკონკრეტებს თუ რა გადაწყვეტილება მიიღო შემდგომ ან რას უპირებს ამხელა განძს, მისი თქმით ბავშვობაში სულ ოცნებობდა ეპოვნა განძი და ეს ოცნება მას აუხდა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















2
1147
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1147
  
2017, 20 აგვისტო, 11:50
მადლობა
მე 100 ლარიანი ვნახე ნადირობისას, რაც მე მისი პატრონი ვეძებე იმ დღეს იხვზე ნადირობა გადამავიწყდა.
ვერ ვიპოვე და შემრჩა :(
2017, 20 აგვისტო, 11:41
როგორც ყოველთვის,საინტერესო სტატიაა! სულ დიდი 10 ლარიანი მიპოვია, ისიც საკუთარი ქურთუკის ჯიბეში მეორე ზამთარს :(((
0 1 2