x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი ქეით უინსლეტი და ლეონარდო დი კაპრიო სენ–ტროპეში ერთად ისვენებენ

image პაპარაცებმა გადაუღეს სურათები ლეონარდო დი კაპრიოს, რომელიც სენ–ტროპეს ერთერთ აუზთან ისვენებდა მეგობართან, ასევე ძალზე ცნობილ მსახიობ ქეით უინსლეტთან ერთად.
ამ ცნობილ მსახიობებს 20 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან, მათ მეგობრობას 20 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი "ტიტანიკის" გადაღებისას მთავარი როლების შესრულებისას. მსახიობებს არც კი უცდიათ პაპარაცების გადამეტებულ ყურადღებას გაქცეოდნენ, ისინი იქცეოდნენ სრულიად ბუნებრივად, მეტიც საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება პაპარაცების გადამეტებული ყურადღებისათვის მათ მიმართ.
41-წლის ქეითი მივიდა 42 წლის ოსკაროსანი მსახიობის ვილაში საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობის მისაღებად, ცნობილი ფაქტია, რომ ლეონარდოს აქვს საქველმოქმედო ფონდი "Leonardo Di Caprio Foundation". "ტიტანიკის" და თავად მსახიობების გულშემატკივრები ოცნებობენ მათ საყვარელ მსახიობებს შორის მეგობრობაზე მეტი იყოს, ისინი ოცნებობენ იხილონ ქეითი და ლეონარდო ერთ ოჯახად.
მიუხედავად ამისა ლეონარდო რჩება ჯერჯერობით "ბერბიჭად", რომელსაც მუდმივად ხედავენ ახალგაზრდა მოდელი გოგონების გარემოცვაში, ხოლო ქეიტი გათხოვილია და სამი შვილის დედაა.
ლეონარდო და ქეითი თავიანთი ცხოვრებით და მათ შორის სუფთა და ადამიანური ურთიერთობით ამტკიცებენ, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა სულაც არაა საშიში.
imageimageimageimage



0
223
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0